სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძვირადღირებული ტილოები, რომლებიც საქართველოში სკანდალის მიზეზად იქცა
ძვირადღირებული ტილოები, რომლებიც საქართველოში სკანდალის მიზეზად იქცა

Ambebi.ge იმ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე გი­ამ­ბობთ, რომ­ლე­ბიც ძვი­რა­დღი­რე­ბულ მხატ­ვრულ ტი­ლო­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

ნიკო ფი­როს­მა­ნი

ნიკო ფი­როს­მან­მა "შავი ლომი" თბი­ლის­ში, 1911 წელს, ორ­თა­ჭა­ლის ბაღ­ში მდე­ბა­რე, სა­მი­ტიკ­ნო "ელ­დო­რა­დოს" მფლო­ბელ ტი­ტე­ვი­ჩის თხოვ­ნით და­ხა­ტა. "შავი ლო­მის" პირ­ვე­ლი მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, ფრანგ მხატ­ვარ მი­შელ ლე დან­ტი­უს­თან ერ­თად, ფი­როს­მა­ნის აღ­მომ­ჩე­ნე­ბი და მისი პირ­ვე­ლი ბი­ოგ­რა­ფე­ბი, თბი­ლი­სე­ლი ძმე­ბი ილია და კი­რი­ლე ზდა­ნე­ვი­ჩე­ბი იყ­ვნენ. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტილო 1993 წელს ყა­ჩა­ღებ­მა ქუ­თა­თე­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი­დან გა­ი­ტა­ცეს. სხვა­დას­ხვა ცნო­ბით, "შავ ბა­ზარ­ზე" ამ ტი­ლოს ღი­რე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

18 წლის მან­ძილ­ზე, "შავი ლო­მის" ბედი უც­ნო­ბი იყო, სა­ნამ ფი­როს­მა­ნის ეს შე­დევ­რი რუ­სეთ­ში არ გა­მო­ფი­ნეს.

2011 წელს "შავი ლომი" სკან­და­ლის მი­ზე­ზი გახ­და. გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით, რუ­სულ მხა­რეს შე­დევ­რის დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვა. გა­ირ­კვა, რომ "შავ ლომს" ინ­ტერ­პო­ლის ხა­ზი­თაც ეძებ­დნენ. ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სის მქო­ნე ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ გა­ტა­ნა აკ­რძა­ლუ­ლია, თუნ­დაც, ის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში იყოს და­ცუ­ლი. ქარ­თუ­ლი მხა­რის პრე­ტენ­ზი­ე­ბის შემ­დეგ, რუ­სებ­მა "შავი ლომი" სა­ლო­ნი­დან სას­წრა­ფოდ ჩა­მოხ­სნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ავ­რცე­ლეს დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძემ "შავ ლომ­ზე" ყვე­ლა უფ­ლე­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს გა­დას­ცა. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, "შავ ლომ­ზე" ყვე­ლა უფ­ლე­ბა ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძემ, 2002 წელს, სამი წლის ვა­დით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს, 42 წლის ვი­ა­ჩეს­ლავ ეფი­მოვს, 2000 ლა­რად გა­დას­ცა. ეფი­მოვს სუ­რა­თის გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბაც მი­ე­ნი­ჭა. ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძემ უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია და ეფი­მოვ­მა მას­ზე ხელი შეც­დო­მით მო­ა­წე­რი­ნა. თა­ვის მხრივ, ქუ­თა­თე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა უარ­ყო ნო­ტა­რი­უს­მა ბესო ბუ­ლი­ამ, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ 2002 წელს, თბი­ლის­ში, ქუ­თა­თე­ლა­ძე და ეფი­მო­ვი ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მას­თან აღ­ნიშ­ნუ­ლი რწმუ­ნე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად. რუ­სუ­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, "შავი ლო­მის" ამ­ჟა­მინ­დელ­მა მფლო­ბელ­მა ფი­როს­მა­ნის ტილო, რამ­დე­ნი­მე წლის წინ კერ­ძო აუქ­ცი­ონ­ზე შე­ი­ძი­ნა და მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რომ სუ­რა­თი მო­პა­რუ­ლი იყო, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და ყვე­ლა პრობ­ლე­მა იუ­რი­დი­უ­ლად მო­აგ­ვა­რა.

ნიკო ფი­როს­მა­ნი

პირ­ვე­ლად "არ­სე­ნა­ლის მთა ღა­მით", ნი­კა­ლას სხვა სუ­რა­თებ­თან ერ­თად, მხატ­ვარ­მა ზიგმუნდ ვა­ლი­შევ­სკიმ აღ­მო­ა­ჩი­ნა თბი­ლი­სის ვაგ­ზლის ახ­ლოს მდე­ბა­რე ნიკო ბა­ი­ა­ძის ღვი­ნის სარ­დაფ­ში. ნიკო ფი­როს­მან­მა ტილო 1907-1908 წლებ­ში და­ხა­ტა. და­ახ­ლო­ე­ბით 1914-15 წლებ­ში ნიკო ბა­ი­ა­ძემ სარ­და­ფი და­კე­ტა და ნა­ხატ­თან ერ­თად გაქ­რა. სუ­რა­თე­ბი და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს, თუმ­ცა 1920 წელს პო­ეტ­მა კო­ლაე ჩერ­ნი­ავ­სკიმ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­ბურ­თა­ლო­ზე, ბა­ი­ა­ძის ღვი­ნის ახალ სარ­დაფ­ში. სუ­რა­თი რამ­დე­ნი­მე თურ­ქულ ლი­რად კი­რი­ლე ზდა­ნე­ვიჩ­მა შე­ი­ძი­ნა და "არ­სე­ნა­ლის მთამ" ნიკო ბა­ი­ა­ძის სარ­და­ფი­დან ზდა­ნე­ვი­ჩე­ბის სახ­ლში გა­და­ი­ნაც­ვლა. იმ დროს ზდა­ნე­ვი­ჩე­ბი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ფრან­გი მწე­რა­ლი ლუი არა­გო­ნი, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტი გახ­ლდათ. ამი­ტომ კო­მუ­ნის­ტურ­მა პარ­ტი­ამ პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად ლუი არა­გონს, 60 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტი "არ­სე­ნა­ლის მთა ღა­მით" გა­დას­ცა.

2003 წელს, ნა­ხა­ტის მფლო­ბე­ლი სა­ქარ­თვლოს ფი­როს­მა­ნის ტი­ლოს გად­მო­ცე­მას 300 000 და­თან­ხმდა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ჟურ­ნა­ლისტ ნელი კო­ბი­აშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი გან­ცხა­და. უფრო სწო­რად, სა­ერ­თოდ არ და­ინ­ტე­რეს­და. სა­ქარ­თვე­ლომ ფი­როს­მა­ნის "არ­სე­ნა­ლის მთა ღა­მით" ვერ და­იბ­რუ­ნა, ჟან რის­ტამ ნა­ხა­ტი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის რუს კო­ლექ­ცი­ო­ნერს მიჰ­ყი­და. ამის შემ­დეგ ის სამ­ჯერ გა­ი­ყი­და: პირ­ვე­ლად, 2007 წელს "სოტ­ბის" აუქ­ცი­ონ­ზე - 1,6 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რად, 2010 წელს კი "მაკ­დუ­გა­ლის" აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნეს გა­სა­ყი­დად. "კრის­ტის" აუქ­ცი­ო­ნის ვებ-გვერ­დზე "არ­სე­ნა­ლის მთა" რუ­სუ­ლი მხატ­ვრო­ბის სექ­ცი­ა­ში გა­ნა­თავ­სეს და სა­წყის ფა­სად 800 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი მი­უ­თი­თეს, თუმ­ცა აუქ­ცი­ო­ნის დღეს ნი­კა­ლას ნა­ხა­ტის სა­წყის ღი­რე­ბუ­ლე­ბად მხო­ლოდ 550 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი და­სა­ხელ­და. 2015 წელს ნა­ხა­ტი სკან­და­ლის მი­ზე­ზი გახ­და, როცა კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა "კრის­ტის" აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა. ნა­ხა­ტი სა­ბო­ლო­ოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­ი­ძი­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ზე­უმს გად­მო­ე­ცა.

ლუ­კას კრა­ნა­ხი

ლუ­კას კრა­ნა­ხის "მა­ჭან­კა­ლი" სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდი მთავ­რის გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვის წყა­ლო­ბით აღ­მოჩ­ნდა, 1920 წელს კი იგი კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნერს ყორ­ღა­ნოვს ჰქონ­და, რომ­ლის­გა­ნაც, თურ­მე, შემ­დეგ შე­უ­ძე­ნია მხატ­ვარ­სა და მე­ცე­ნატს დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძეს და "ცის­ფერ გა­ლე­რე­ა­ში" და­უ­კი­დია. 1921 წელს ნა­ხა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­ძუ­რის ნუს­ხა­ში მოხ­ვდა და მენ­შე­ვი­კურ­მა მთავ­რო­ბამ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ი­ღო, სა­დაც ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი ერ­თგუ­ლად იცავ­და, ამ პე­რი­ოდ­ში ფა­შის­ტე­ბიც ცდი­ლობ­დნენ მის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას, თუმ­ცა ამა­ოდ 1946 წელს ქარ­თულ სა­გან­ძურ­თან ერ­თად "მა­ჭან­კა­ლიც და­უბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლოს და 1994 წელს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში იყო გა­მო­ფე­ნი­ლი.

კრა­ნა­ხის "მა­ჭან­კა­ლი" მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ი­ტა­ცეს. ნა­ხა­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი­დან 1994 წლის ივ­ლის­ში, ხუთ­მა შე­ი­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა გა­ი­ტა­ცა. კრა­ნა­ხის ნა­მუ­შევ­რის გა­ტა­ცე­ბა XX სა­უ­კუ­ნის ყველ­აზე მას­შტა­ბურ ძარ­ცვად შეფ­ასდა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ საქ­მე პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა, თუმ­ცა კრა­ნახს 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ვინ მი­აგ­ნო. 2004 წელს კი 40 მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში, ქუ­ჩა­ში იპო­ვეს. ცოტა ხნის წინ, თბი­ლი­სის ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე "მა­ჭან­კა­ლი" კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, გოგი ჩი­ქო­ვა­ნის მი­თი­თე­ბით მი­ი­ტა­ნეს.

ვან დე­ი­კი

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­ში ვან დე­ი­კის ტი­ლოს გა­ყიდ­ვას ცდი­ლობ­დნენ, ნა­ხა­ტი 14 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და ის თურ­ქეთ­ში რუ­სე­თი­დან მოხ­ვდა. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტილო სა­ქარ­თვე­ლო­ში აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო, ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სის ეკა აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, მან ნა­ხა­ტი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, იმ დროს გა­ყი­და, როცა მისი ძმა და­ა­კა­ვეს და ამ თან­ხით საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის თან­ხა გა­და­ი­ხა­და. თურ­ქი სა­მარ­თლდამ­ცვე­ლე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნებს მყიდ­ვე­ლე­ბის სა­ხე­ლით და­უ­კავ­შირ­დნენ და მისი ყიდ­ვა შეს­თა­ვა­ზეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბაც არ სა­ხელ­დე­ბა, ნა­ხატ­ში 14 მი­ლი­ო­ნი თურ­ქუ­ლი ლირა მო­ი­თხო­ვეს. და­კა­ვე­ბა სტამ­ბო­ლის ერთ-ერთი სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში მოხ­და. და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ნა­ხა­ტი მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მძარ­ცველ­თა ჯგუ­ფის­გან 200 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ხა­ტის წარ­მო­მავ­ლო­ბას, რო­გორც აბა­ში­ძე გან­მარ­ტავს, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ მის­მა ძმამ, გი­ორ­გი აბა­ში­ძემ ნა­ხა­ტი სახ­ლში მი­ი­ტა­ნა და თქვა, რომ ვა­კე­ში, სა­კო­მი­სი­ო­ში 5 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა:

"ნა­ხა­ტის ყიდ­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ჩემი ძმა და­ა­კა­ვეს, საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გვე­სა­ჭი­რო­ე­ბო­და და გა­დავ­წყვი­ტეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ხა­ტი გაგ­ვე­ყი­და. იგი შეგ­ვი­ფა­სეს 80 000-დან 100 000 დო­ლა­რამ­დე. ნა­ხა­ტის სა­ნა­ხა­ვად მო­დი­ო­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩარ­თუ­ლია ნა­მუ­შევ­რე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა­ში და ისი­ნი გვთა­ვა­ზობ­დნენ კა­პი­კებს, თუმ­ცა ბოლო მო­მენ­ტამ­დე არ გავ­ყი­დეთ. შემ­დეგ კი მო­ვიდ­ნენ მალ­ხაზ მა­ხა­რა­ძე და ზა­ჰირ გუ­სე­ი­ნო­ვი, რომ­ლებ­მაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს 37 000 დო­ლა­რი. გა­ვა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მათ დაგ­ვი­ტო­ვეს 7 000 დო­ლა­რი. და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა რამ­დე­ნი­მე დღე­ში უნდა მო­ე­ტა­ნათ, თუმ­ცა მას შემ­დეგ არ გა­მო­ჩე­ნი­ლან. რო­დე­საც ჩემი ძმა გა­თა­ვი­სუფ­ლდა, დე­და­ჩემ­მა გა­და­წყვი­ტა სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­თო­დე­ბით და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა და სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნეთ, დავა მო­ვი­გეთ და ზა­ჰირ გუ­სე­ი­ნოვს, რო­მე­ლიც გარ­და­ბან­ში ცხოვ­რობს, და­ე­კის­რა 30 000 დო­ლა­რის გა­დახ­და, თუმ­ცა მის სა­ხელ­ზე ქო­ნე­ბა არ იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, თან­ხა არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ".

ეკა აბა­ში­ძის ოჯა­ხი მზად არის ვან დე­ი­კის ნა­ხა­ტის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ტილო ჰო­ლან­დი­ას გა­დას­ცეს.

ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი

კი­დევ ერთი სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ძვი­რა­დღი­რე­ბულ ტი­ლოს უკავ­შირ­დე­ბა გუ­დი­აშ­ვილს ეკუთ­ვნის. ლადო გუ­დი­აშ­ვილ­მა ტილო "ქალი მტრე­დით" ნატო ვაჩ­ნა­ძეს მი­უ­ძღვნა, გრა­ფი­კა სამი წლის წინ, გურ­ჯა­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მი­დან და­ი­კარ­გა. მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც მა­შინ მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი იყო, ამ­ბობს, რომ გრა­ფი­კა რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა ვინ გა­ი­ტა­ნა და სად წა­ი­ღო, ამის შე­სა­ხებ როზა აფ­ცი­ა­ურ­მა არა­ფე­რი იცის. შენ­გე­ლა­ი­ე­ბის ოჯა­ხი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თა­ვენ და სურთ და­კარ­გუ­ლი ნა­ხა­ტის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

იხი­ლეთ ასე­ვე: ვინ იყო და რო­გორ ცხოვ­რობ­და ან­ტონ ვან დე­ი­კი, რომ­ლის ტი­ლოც სა­ქარ­თვე­ლო­ში სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა

სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა, რო­გორ გა­აქვთ კონ­ტრა­ბან­დუ­ლი 14-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ნა­ხა­ტი სტამ­ბო­ლის სას­ტუმ­რო­დან

ლუ­კას კრა­ნა­ხის "მა­ჭან­კა­ლის" სა­ხელ­მწი­ფოს­თვის დაბ­რუ­ნე­ბის 10 წლის წი­ნან­დე­ლი ის­ტო­რი­ის უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი

"და რა­ტომ უნდა "და­ვიბ­რუ­ნოთ ფი­როს­მა­ნი"? პი­რი­ქით, სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა გა­ვი­ტა­ნოთ, ძვი­რად გავ­ყი­დოთ..."

ვის დარ­ჩე­ბა "შავი ლომი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ძვირადღირებული ტილოები, რომლებიც საქართველოში სკანდალის მიზეზად იქცა

ძვირადღირებული ტილოები, რომლებიც საქართველოში სკანდალის მიზეზად იქცა

Ambebi.ge იმ გახმაურებულ საქმეებზე გიამბობთ, რომლებიც ძვირადღირებულ მხატვრულ ტილოებს უკავშირდება.

ნიკო ფიროსმანი

ნიკო ფიროსმანმა "შავი ლომი" თბილისში, 1911 წელს, ორთაჭალის ბაღში მდებარე, სამიტიკნო "ელდორადოს" მფლობელ ტიტევიჩის თხოვნით დახატა. "შავი ლომის" პირველი მეპატრონეები, ფრანგ მხატვარ მიშელ ლე დანტიუსთან ერთად, ფიროსმანის აღმომჩენები და მისი პირველი ბიოგრაფები, თბილისელი ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები იყვნენ. ძვირადღირებული ტილო 1993 წელს ყაჩაღებმა ქუთათელაძეების ოჯახიდან გაიტაცეს. სხვადასხვა ცნობით, "შავ ბაზარზე" ამ ტილოს ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია.

18 წლის მანძილზე, "შავი ლომის" ბედი უცნობი იყო, სანამ ფიროსმანის ეს შედევრი რუსეთში არ გამოფინეს.

2011 წელს "შავი ლომი" სკანდალის მიზეზი გახდა. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, რუსულ მხარეს შედევრის დაბრუნება მოსთხოვა. გაირკვა, რომ "შავ ლომს" ინტერპოლის ხაზითაც ეძებდნენ. ქართული კანონებით, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ხელოვნების ნიმუშის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა აკრძალულია, თუნდაც, ის კერძო კოლექციაში იყოს დაცული. ქართული მხარის პრეტენზიების შემდეგ, რუსებმა "შავი ლომი" სალონიდან სასწრაფოდ ჩამოხსნეს. მოგვიანებით კი გაავრცელეს დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ყარამან ქუთათელაძემ "შავ ლომზე" ყველა უფლება რუსეთის მოქალაქეს გადასცა. დოკუმენტის მიხედვით, "შავ ლომზე" ყველა უფლება ყარამან ქუთათელაძემ, 2002 წელს, სამი წლის ვადით, რუსეთის მოქალაქეს, 42 წლის ვიაჩესლავ ეფიმოვს, 2000 ლარად გადასცა. ეფიმოვს სურათის გაყიდვის უფლებაც მიენიჭა. ყარამან ქუთათელაძემ უკვე განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი გაყალბებულია და ეფიმოვმა მასზე ხელი შეცდომით მოაწერინა. თავის მხრივ, ქუთათელაძის განცხადება უარყო ნოტარიუსმა ბესო ბულიამ, რომელმაც დაადასტურა, რომ 2002 წელს, თბილისში, ქუთათელაძე და ეფიმოვი ნამდვილად იმყოფებოდნენ მასთან აღნიშნული რწმუნების გასაფორმებლად. რუსული ვერსიის თანახმად, "შავი ლომის" ამჟამინდელმა მფლობელმა ფიროსმანის ტილო, რამდენიმე წლის წინ კერძო აუქციონზე შეიძინა და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სურათი მოპარული იყო, თბილისში ჩამოვიდა და ყველა პრობლემა იურიდიულად მოაგვარა.

ნიკო ფიროსმანი

პირველად "არსენალის მთა ღამით", ნიკალას სხვა სურათებთან ერთად, მხატვარმა ზიგმუნდ ვალიშევსკიმ აღმოაჩინა თბილისის ვაგზლის ახლოს მდებარე ნიკო ბაიაძის ღვინის სარდაფში. ნიკო ფიროსმანმა ტილო 1907-1908 წლებში დახატა. დაახლოებით 1914-15 წლებში ნიკო ბაიაძემ სარდაფი დაკეტა და ნახატთან ერთად გაქრა. სურათები დაკარგულად მიიჩნიეს, თუმცა 1920 წელს პოეტმა კოლაე ჩერნიავსკიმ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა საბურთალოზე, ბაიაძის ღვინის ახალ სარდაფში. სურათი რამდენიმე თურქულ ლირად კირილე ზდანევიჩმა შეიძინა და "არსენალის მთამ" ნიკო ბაიაძის სარდაფიდან ზდანევიჩების სახლში გადაინაცვლა. იმ დროს ზდანევიჩები მოსკოვში ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში რუსეთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ლუი არაგონი, რომელიც კომუნისტი გახლდათ. ამიტომ კომუნისტურმა პარტიამ პატივისცემის ნიშნად ლუი არაგონს, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" გადასცა.

2003 წელს, ნახატის მფლობელი საქართვლოს ფიროსმანის ტილოს გადმოცემას 300 000 დათანხმდა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტ ნელი კობიაშვილის შეთავაზებაზე უარი განცხადა. უფრო სწორად, საერთოდ არ დაინტერესდა. საქართველომ ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ვერ დაიბრუნა, ჟან რისტამ ნახატი ებრაული წარმოშობის რუს კოლექციონერს მიჰყიდა. ამის შემდეგ ის სამჯერ გაიყიდა: პირველად, 2007 წელს "სოტბის" აუქციონზე - 1,6 მილიონ აშშ დოლარად, 2010 წელს კი "მაკდუგალის" აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. "კრისტის" აუქციონის ვებ-გვერდზე "არსენალის მთა" რუსული მხატვრობის სექციაში განათავსეს და საწყის ფასად 800 000 გირვანქა სტერლინგი მიუთითეს, თუმცა აუქციონის დღეს ნიკალას ნახატის საწყის ღირებულებად მხოლოდ 550 000 გირვანქა სტერლინგი დასახელდა. 2015 წელს ნახატი სკანდალის მიზეზი გახდა, როცა კერძო კოლექციონერმა "კრისტის" აუქციონზე გაიტანა. ნახატი საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საქართველოს მუზეუმს გადმოეცა.

ლუკას კრანახი

ლუკას კრანახის "მაჭანკალი" საქართველოში, სავარაუდოდ, დიდი მთავრის გიორგი რომანოვის წყალობით აღმოჩნდა, 1920 წელს კი იგი კერძო კოლექციონერს ყორღანოვს ჰქონდა, რომლისგანაც, თურმე, შემდეგ შეუძენია მხატვარსა და მეცენატს დიმიტრი შევარდნაძეს და "ცისფერ გალერეაში" დაუკიდია. 1921 წელს ნახატი საქართველოს საგანძურის ნუსხაში მოხვდა და მენშევიკურმა მთავრობამ ემიგრაციაში წაიღო, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი ერთგულად იცავდა, ამ პერიოდში ფაშისტებიც ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას, თუმცა ამაოდ 1946 წელს ქართულ საგანძურთან ერთად "მაჭანკალიც დაუბრუნდა საქართველოს და 1994 წელს ხელოვნების მუზეუმში იყო გამოფენილი.

კრანახის "მაჭანკალი" მე-20 საუკუნეში საქართველოდან გაიტაცეს. ნახატი ხელოვნების მუზეუმიდან 1994 წლის ივლისში, ხუთმა შეირაღებულმა პირმა გაიტაცა. კრანახის ნამუშევრის გატაცება XX საუკუნის ყველ­აზე მასშტაბურ ძარცვად შეფ­ასდა. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, თუმცა კრანახს 10 წლის განმავლობაში ვერავინ მიაგნო. 2004 წელს კი 40 მილიონად შეფასებული ფერწერული ნამუშევარი სამართალდამცველებმა თბილისში, ქუჩაში იპოვეს. ცოტა ხნის წინ, თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე "მაჭანკალი" კანონიერი ქურდის, გოგი ჩიქოვანის მითითებით მიიტანეს.

ვან დეიკი

რამდენიმე კვირის წინ, თურქმა სამართალდამცავებმა ბიზნესმენები დააკავეს, რომლებიც თურქეთში ვან დეიკის ტილოს გაყიდვას ცდილობდნენ, ნახატი 14 მილიონ დოლარად არის შეფასებული და ის თურქეთში რუსეთიდან მოხვდა. ძვირადღირებული ტილო საქართველოში აბაშიძეების ოჯახის საკუთრებაში იყო, ოჯახის დიასახლისის ეკა აბაშიძის განცხადებით, მან ნახატი რამდენიმე წლის წინ, იმ დროს გაყიდა, როცა მისი ძმა დააკავეს და ამ თანხით საპროცესო შეთანხმების თანხა გადაიხადა. თურქი სამართლდამცველები ბიზნესმენებს მყიდველების სახელით დაუკავშირდნენ და მისი ყიდვა შესთავაზეს. გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენებმა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ნახატში 14 მილიონი თურქული ლირა მოითხოვეს. დაკავება სტამბოლის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოხდა. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ნახატი მათ საქართველოში მძარცველთა ჯგუფისგან 200 000 დოლარად შეიძინეს.

რაც შეეხება ნახატის წარმომავლობას, როგორც აბაშიძე განმარტავს, დაახლოებით 15 წლის წინ მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ ნახატი სახლში მიიტანა და თქვა, რომ ვაკეში, საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა:

"ნახატის ყიდვიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, საპროცესო გარიგებისთვის გარკვეული თანხა გვესაჭიროებოდა და გადავწყვიტეთ აღნიშნული ნახატი გაგვეყიდა. იგი შეგვიფასეს 80 000-დან 100 000 დოლარამდე. ნახატის სანახავად მოდიოდა უამრავი ადამიანი, ვინც ჩართულია ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში და ისინი გვთავაზობდნენ კაპიკებს, თუმცა ბოლო მომენტამდე არ გავყიდეთ. შემდეგ კი მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც შემოგვთავაზეს 37 000 დოლარი. გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ დაგვიტოვეს 7 000 დოლარი. დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილან. როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდა, დედაჩემმა გადაწყვიტა სამართლებრივი მეთოდებით დაებრუნებინა აღნიშნული თანხა და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, დავა მოვიგეთ და ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც გარდაბანში ცხოვრობს, დაეკისრა 30 000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე ქონება არ იყო დარეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებიათ".

ეკა აბაშიძის ოჯახი მზად არის ვან დეიკის ნახატის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს სახელით ტილო ჰოლანდიას გადასცეს.

ლადო გუდიაშვილი

კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც ძვირადღირებულ ტილოს უკავშირდება გუდიაშვილს ეკუთვნის. ლადო გუდიაშვილმა ტილო "ქალი მტრედით" ნატო ვაჩნაძეს მიუძღვნა, გრაფიკა სამი წლის წინ, გურჯაანის სახლ-მუზეუმიდან დაიკარგა. მენეჯერი, რომელიც მაშინ მუზეუმის დირექტორი იყო, ამბობს, რომ გრაფიკა რამდენიმე წლის წინ გაიტანეს, თუმცა ვინ გაიტანა და სად წაიღო, ამის შესახებ როზა აფციაურმა არაფერი იცის. შენგელაიების ოჯახი სამართალდამცავებს მიმართავენ და სურთ დაკარგული ნახატის საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

იხილეთ ასევე: ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა ანტონ ვან დეიკი, რომლის ტილოც საქართველოში სკანდალში გაეხვა

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ გააქვთ კონტრაბანდული 14-მილიონიანი ნახატი სტამბოლის სასტუმროდან

ლუკას კრანახის "მაჭანკალის" სახელმწიფოსთვის დაბრუნების 10 წლის წინანდელი ისტორიის უცნობი დეტალები

"და რატომ უნდა "დავიბრუნოთ ფიროსმანი"? პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ..."

ვის დარჩება "შავი ლომი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია