Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელის დიდი შეცდომა, სევდა და ახალი გატაცება
ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელის დიდი შეცდომა, სევდა და ახალი გატაცება

"სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან მო­ნო­ლო­გე­ბი შევ­კრი­ბე, მი­ზან­სცე­ნა გა­ვა­კე­თე, მუ­სი­კად ქარ­თუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი და გია ყან­ჩე­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნე, აჭა­რუ­ლი ცეკ­ვის ელე­მენ­ტე­ბი ჩავ­რთე და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­სულ წელს, მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ მე­გობ­რებს ვუჩ­ვე­ნე - მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, ამ სპექ­ტაკ­ლით თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე ვარ მიწ­ვე­უ­ლი", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ანრი ბი­ბი­ნე­იშ­ვი­ლი-ჯა­ყე­ლი და პა­რა­ლე­ლუ­რად, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, სპექ­ტაკლზე - "მეფე ლირი" მუ­შა­ობს.

ახ­ლა­ხან მის ცხოვ­რე­ბა­ში უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი მოხ­და: 3-თვი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს და­შორ­და. რო­გორ იქ­ცე­ვა, რო­დე­საც რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს, რის გამო იღებს საყ­ვე­დუ­რებს, ვის აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებს ყო­ველ­თვის და ვინ არის ქერა ლა­მაზ­მა­ნი, რო­მელ­მაც მსა­ხი­ო­ბი აღაფრ­თო­ვა­ნა? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1989 წლის 19 ივ­ნი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. ეს პრო­ფე­სია 5 წლის ასაკ­ში ავირ­ჩიე და არას­დროს მი­ნა­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა. მა­შინ ჩემ­თვის მსა­ხი­ო­ბო­ბა ცეკ­ვას­თან, სიმ­ღე­რას­თან, ლექ­სე­ბის კარ­გად თქმას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. მინ­დო­და პო­პუ­ლა­რუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და სა­დაც მი­ვი­დო­დი, ყველ­გან ტაში და­ეკ­რათ, ოვა­ცი­ით შემ­ხვედ­როდ­ნენ.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, - შენი მკურ­ნა­ლი ექი­მი ჯერ არ და­ბა­დე­ბუ­ლაო. მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, არა­ნორ­მა­ლუ­რი­აო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც კარ­გად არ მიც­ნობს, ამ­ბობს, რომ ეპა­ტა­ჟუ­რი ვარ. არა­და, ეპა­ტა­ჟუ­რო­ბის­გან მგო­ნი, ყვე­ლა­ზე შორს ვდგა­ვარ.

- სი­ნამ­დვი­ლე­ში...

- ...ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი კაცი ვარ, ზედ­მე­ტად სევ­დი­ა­ნიც. ვიცი, ეს ბევ­რს გა­უკ­ვირ­დე­ბა. როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­წევს ტრი­ა­ლი, სევ­დას ვნიღ­ბავ. ყვე­ლას თა­ვი­სი ტკი­ვი­ლი აქვს და არ მი­მაჩ­ნია სწო­რად, რომ ჩემი სევ­და ვინ­მეს თავს მო­ვახ­ვიო. თვა­ლე­ბი მა­ინც ყი­დის ადა­მი­ანს, მას სუ­ლის სარ­კეს ტყუ­ი­ლად არ ეძა­ხი­ან.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...კი­დევ ერთი დილა გა­მი­თენ­და.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შეგ­რძნე­ბაა და ამის დათ­მო­ბას არც ვა­პი­რებ. რთუ­ლია, ყო­ველ­თვის იყო მარ­თა­ლი, მაგ­რამ ამას უნდა ცდი­ლობ­დე. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, ვიყო მარ­თა­ლი სა­კუ­თარ თავ­თან, ოჯახ­თან, სა­მე­გობ­როს­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ქვე­ყა­ნას­თან...

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი და "ფეთ­ქე­ბა­დი" ვარ. ზოგ­ჯერ ისე ხდე­ბა, რომ მოვ­ლე­ნებს წინ ვუს­წრებ და მერე ამას ვნა­ნობ. თუ არას­წო­რად "ავ­ფეთ­ქდი", ბო­დიშს ვიხ­დი. რომ არა ეს თვი­სე­ბა, ჩემი ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა მექ­ნე­ბო­და.

- ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია...

- ...ტყუ­ი­ლი.

- არ მჩვე­ვია...

- ...ტყუ­ი­ლი.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...მა­შინ იყო, როცა ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკიმ მან­დო როლი სპექ­ტაკლში - "ჰა­რა­ლე­თი, ჰა­რა­ლე­თი".

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...ვიყო ქველ­მოქ­მე­დი, და­ვეხ­მა­რო ადა­მი­ა­ნებს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლას თავს ზე­მო­თაც ვპო­უ­ლობ. სა­კუ­თარ თავს ვერ ვეხ­მა­რე­ბი, თო­რემ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა კარ­გად გა­მომ­დის.

- სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში შევ­ცვლი­დი...

- ...არა­ფერს შევცლი­დი. ვფიქ­რობ, ვე­რა­ნა­ი­რი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია იმ­დენს ვერ გა­ა­კე­თებს, რა­საც მშობ­ლე­ბი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბით აკე­თე­ბენ.

- ყო­ველ­თვის მრცხვე­ნია, როცა...

- ...ვინ­მე გა­და­მე­ტე­ბუ­ლად მა­ქებს. თუმ­ცა, როცა შე­ქე­ბა გულ­წრფე­ლია, ეს ძა­ლი­ან მომ­წონს.

- ვნა­ნობ, რომ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელის დიდი შეცდომა, სევდა და ახალი გატაცება

ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელის დიდი შეცდომა, სევდა და ახალი გატაცება

"სპექტაკლებიდან მონოლოგები შევკრიბე, მიზანსცენა გავაკეთე, მუსიკად ქართული საგალობლები და გია ყანჩელის ნაწარმოებები გამოვიყენე, აჭარული ცეკვის ელემენტები ჩავრთე და ეს ყველაფერი გასულ წელს, მოსკოვში მცხოვრებ მეგობრებს ვუჩვენე - მოწონება დაიმსახურა და თებერვლის ბოლოს, ამ სპექტაკლით თეატრალურ ფესტივალზე ვარ მიწვეული", - ამბობს მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი და პარალელურად, თუმანიშვილის თეატრში, სპექტაკლზე - "მეფე ლირი" მუშაობს.

ახლახან მის ცხოვრებაში უსიამოვნო ამბავი მოხდა: 3-თვიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეს დაშორდა. როგორ იქცევა, როდესაც რთული პერიოდი აქვს, რის გამო იღებს საყვედურებს, ვის აზრს ითვალისწინებს ყოველთვის და ვინ არის ქერა ლამაზმანი, რომელმაც მსახიობი აღაფრთოვანა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 19 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ეს პროფესია 5 წლის ასაკში ავირჩიე და არასდროს მინანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მაშინ ჩემთვის მსახიობობა ცეკვასთან, სიმღერასთან, ლექსების კარგად თქმასთან ასოცირდებოდა. მინდოდა პოპულარული ვყოფილიყავი და სადაც მივიდოდი, ყველგან ტაში დაეკრათ, ოვაციით შემხვედროდნენ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ოჯახის წევრები ამბობენ, - შენი მკურნალი ექიმი ჯერ არ დაბადებულაო. მეგობრები ამბობენ, არანორმალურიაო. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კარგად არ მიცნობს, ამბობს, რომ ეპატაჟური ვარ. არადა, ეპატაჟურობისგან მგონი, ყველაზე შორს ვდგავარ.

- სინამდვილეში...

- ...ძალიან სევდიანი კაცი ვარ, ზედმეტად სევდიანიც. ვიცი, ეს ბევრს გაუკვირდება. როცა საზოგადოებაში მიწევს ტრიალი, სევდას ვნიღბავ. ყველას თავისი ტკივილი აქვს და არ მიმაჩნია სწორად, რომ ჩემი სევდა ვინმეს თავს მოვახვიო. თვალები მაინც ყიდის ადამიანს, მას სულის სარკეს ტყუილად არ ეძახიან.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...კიდევ ერთი დილა გამითენდა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს სამართლიანობის შეგრძნებაა და ამის დათმობას არც ვაპირებ. რთულია, ყოველთვის იყო მართალი, მაგრამ ამას უნდა ცდილობდე. ჩემთვის მთავარია, ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ოჯახთან, სამეგობროსთან, საზოგადოებასთან, ქვეყანასთან...

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზედმეტად ემოციური და "ფეთქებადი" ვარ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მოვლენებს წინ ვუსწრებ და მერე ამას ვნანობ. თუ არასწორად "ავფეთქდი", ბოდიშს ვიხდი. რომ არა ეს თვისება, ჩემი ცხოვრება სხვაგვარი იქნებოდა, ნაკლები პრობლემა მექნებოდა.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ტყუილი.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მაშინ იყო, როცა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ მანდო როლი სპექტაკლში - "ჰარალეთი, ჰარალეთი".

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიყო ქველმოქმედი, დავეხმარო ადამიანებს. ხშირ შემთხვევაში, ძალას თავს ზემოთაც ვპოულობ. საკუთარ თავს ვერ ვეხმარები, თორემ სხვების დახმარება კარგად გამომდის.

- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს შევცლიდი. ვფიქრობ, ვერანაირი პლასტიკური ოპერაცია იმდენს ვერ გააკეთებს, რასაც მშობლები ღმერთის დახმარებით აკეთებენ.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ვინმე გადამეტებულად მაქებს. თუმცა, როცა შექება გულწრფელია, ეს ძალიან მომწონს.

- ვნანობ, რომ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება