პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტის გამჟღავნებაზე პასუხისმგებლობას ნინო გვენეტაძეს აკისრებს
მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტის გამჟღავნებაზე პასუხისმგებლობას ნინო გვენეტაძეს აკისრებს

მო­სა­მარ­თლე­ო­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტეს­ტუ­რი გა­მოც­დის ტეს­ტის წი­ნას­წარ გამ­ჟღავ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს წევ­რებს, მათ შო­რის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ნინო გვე­ნე­ტა­ძეს ეკის­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ახვლე­დი­ა­ნის თქმით, მას იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს­თან გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი აქვს.

"ტეს­ტი, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ მი­ე­წო­დე­ბო­და კან­დი­დატს, მე მო­მა­წო­დეს სა­სა­მარ­თლოს კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლებ­მა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა უნდა იმ­სჯე­ლონ, თუ რა სა­ხის და­ნა­შა­ულ­თან გვაქვს საქ­მე. სწო­რედ ამი­ტომ გა­ვა­ცა­ნი ეს დო­კუ­მენ­ტი მათ. ახლა გა­სა­გე­ბია, რა­ტომ ჰქონ­დათ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლი­სად­მი უარ­ყო­ფი­თი კამ­პა­ნია - გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ კან­დი­დატ­მა ხომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლა უნდა გა­ი­ა­როს? მი­დის კამ­პა­ნია, რომ არ­სე­ბობ­დეს და­უს­წრე­ბე­ლი სწავ­ლე­ბა და სკო­ლის მარ­ტი­ვად გავ­ლა. ასე­თი ფორ­მე­ბით შერ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა სწავ­ლობ­დნენ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში და­უს­წრებ­ლად და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბით და შემ­დეგ მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ვნა ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით უნდა მოხ­დეს. ეს არის ერ­თი­ა­ნი სქე­მა, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩი­დან აიყ­ვა­ნო ამ წე­სით და გა­მოც­და ჩა­ა­ბა­როს. შემ­დეგ სწავ­ლის წესი მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა, გა­ივ­ლის და და­ი­ნიშ­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მიერ. მე გა­მაჩ­ნია კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც უნდა ჰქონ­დეს", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა და დას­ძი­ნა, მის­თვის უც­ნო­ბია ვინ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ტეს­ტის წი­ნას­წარ გამ­ჟავ­ნე­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თეს.

"ეს ინ­ფორ­მა­ცია დიდი ხა­ნია არ­სე­ბობ­და იუ­რი­დი­ულ წრე­ებ­ში. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ახლა მო­ვი­პო­ვე დო­კუ­მენ­ტი. მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც მე მაქვს გა­და­ვე­ცი იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს, რო­მელ­მაც უნდა შე­ა­მოწ­მოს მისი ნამ­დვი­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნულ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებს, მათ შო­რის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა, რო­მელ­მაც დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს 2015 წლის 21 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ მო­სა­მარ­თლე­ო­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტეს­ტურ გა­მოც­და­ზე ტეს­ტე­ბის და წე­რი­თი კა­ზუ­სე­ბის წი­ნას­წრარ გამ­ჟღავ­ნე­ბა­ზე მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია.

ახვლე­დი­ან­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტეს­ტის ასლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც გა­აც­ნო, სა­დაც ტეს­ტის ავ­ტო­რი­სა და გა­მოც­დის ჩამ­ბა­რე­ბე­ლი პი­რის პა­სუ­ხე­ბი იდენ­ტუ­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტის გამჟღავნებაზე პასუხისმგებლობას ნინო გვენეტაძეს აკისრებს

მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტის გამჟღავნებაზე პასუხისმგებლობას ნინო გვენეტაძეს აკისრებს

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის ტესტის წინასწარ გამჟღავნების თაობაზე მთელი პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს ეკისრება, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, მას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გარკვეული კითხვები აქვს.

"ტესტი, რომელიც წინასწარ მიეწოდებოდა კანდიდატს, მე მომაწოდეს სასამართლოს კეთილისმსურველებმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმსჯელონ, თუ რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ გავაცანი ეს დოკუმენტი მათ. ახლა გასაგებია, რატომ ჰქონდათ იუსტიციის უმაღლესი სკოლისადმი უარყოფითი კამპანია - გამოცდის ჩაბარების შემდეგ კანდიდატმა ხომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გაიაროს? მიდის კამპანია, რომ არსებობდეს დაუსწრებელი სწავლება და სკოლის მარტივად გავლა. ასეთი ფორმებით შერჩეული ადამიანები უნდა სწავლობდნენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაუსწრებლად და გამარტივებული წესებით და შემდეგ მოსამართლედ დანიშვნა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. ეს არის ერთიანი სქემა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ქუჩიდან აიყვანო ამ წესით და გამოცდა ჩააბაროს. შემდეგ სწავლის წესი მარტივი იქნება, გაივლის და დაინიშნება იუსტიციის საბჭოს მიერ. მე გამაჩნია კითხვები, რომელიც საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და დასძინა, მისთვის უცნობია ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ტესტის წინასწარ გამჟავნებას ორგანიზება გაუკეთეს.

"ეს ინფორმაცია დიდი ხანია არსებობდა იურიდიულ წრეებში. დადასტურებულად ახლა მოვიპოვე დოკუმენტი. მასალები, რომელიც მე მაქვს გადავეცი იუსტიციის საბჭოს, რომელმაც უნდა შეამოწმოს მისი ნამდვილობა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება იუსტიციის საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა, რომელმაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს 2015 წლის 21 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტების და წერითი კაზუსების წინასწრარ გამჟღავნებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

ახვლედიანმა აღნიშნული ტესტის ასლი მედიის წარმომადგენლებსაც გააცნო, სადაც ტესტის ავტორისა და გამოცდის ჩამბარებელი პირის პასუხები იდენტურია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ