პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება
მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება

მო­სა­მარ­თლე­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი 3-წლი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით აღარ და­ი­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ე.წ. გა­მო­საც­დელ ვა­დას აღარ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მო­სა­მარ­თლეო სის­ტე­მა­ში 10 წლი­ა­ნი ვა­დით უკვე მოღ­ვა­წე­ობ­დნენ და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა ამო­ე­წუ­რათ, თუმ­ცა, უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, 10-წლი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ მათი მო­სა­მარ­თლედ გა­და­ნიშ­ვნა ავ­ტო­მა­ტუ­რად არ მოხ­დე­ბა და მათ კონ­სურ­სის გავ­ლა მო­უ­წევთ.

"მო­სა­მარ­თლე­ო­ბის მსურ­ველ პი­რებს მო­უ­წევთ კონ­კურ­სის გავ­ლა, მათ შო­რის იმ მო­სა­მარ­თლე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მა­ში იქამ­დეც მუ­შა­ობ­დნენ და 10-წლი­ა­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა ამო­ე­წუ­რათ ანუ ისი­ნი მო­სა­მარ­თლედ ავ­ტო­მა­ტუ­რად არ გა­და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან. თუკი კონ­კურსს გა­ივ­ლი­ან მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში, იმ მო­სა­მარ­თლე­ებს, რომ­ლებ­მაც 10 წლის ვა­დით უკვე იმუ­შა­ვეს, 3 წლი­ა­ნი, ე.წ. გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით და­ნიშ­ვნა არ შე­ე­ხე­ბათ", - გა­ნა­ცხა­დეს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მო­სა­მარ­თლის 3-წლი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცია ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ი­სა და ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შეც­ვა­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება

მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება

მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, ე.წ. გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან ის მოსამართლეები, რომლებიც სამოსამართლეო სისტემაში 10 წლიანი ვადით უკვე მოღვაწეობდნენ და უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, თუმცა, უწყების განმარტებით, 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მათი მოსამართლედ გადანიშვნა ავტომატურად არ მოხდება და მათ კონსურსის გავლა მოუწევთ.

"მოსამართლეობის მსურველ პირებს მოუწევთ კონკურსის გავლა, მათ შორის იმ მოსამართლეებსაც, რომლებიც სისტემაში იქამდეც მუშაობდნენ და 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ ანუ ისინი მოსამართლედ ავტომატურად არ გადაინიშნებიან. თუკი კონკურსს გაივლიან მხოლოდ ამ შემთხვევაში, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 10 წლის ვადით უკვე იმუშავეს, 3 წლიანი, ე.წ. გამოსაცდელი ვადით დანიშვნა არ შეეხებათ", - განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, მოსამართლის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით პოზიცია ვენეციის კომისიისა და ევროსტრუქტურების რეკომენდაციის საფუძველზე შეცვალეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ