პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის არის საჭირო ბიუჯეტის კორექტირება?
რისთვის არის საჭირო ბიუჯეტის კორექტირება?

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის შეკ­ვე­ცა­ზე ალა­პა­რაკ­და. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თა­ნაც ისა­უბ­რა. "სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ფორ­მის ანუ ეს­ტო­ნურ მო­დელ­ზე გა­დას­ვლის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის შეკ­ვე­ცაა და ეს აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი ამ სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ფორ­მის", - აცხა­დებს პრე­მი­ე­რი. მისი თქმით, ცვლი­ლე­ბა ლა­რის კურ­სზეც და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს.

ამა­ვე სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმაც. ნო­დარ ხა­დუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბი­უ­ჯე­ტის კო­რექ­ტი­რე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ ე.წ. ეს­ტო­ნურ მო­დელ­ზე გა­დას­ვლის გამო სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან და ბიზ­ნეს­წრე­ებ­თან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და შემ­დეგ პარ­ლა­მენტს თე­ბერ­ვლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა.

"ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბა ბი­უ­ჯე­ტის გა­და­ხედ­ვა, თუმ­ცა დღეს მო­ცუ­ლო­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გო­რი დი­ზა­ი­ნის იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და რო­დი­დან შევა ძა­ლა­ში", - აღ­ნიშ­ნა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა.

იმი­სათ­ვის, რომ ნა­თე­ლი გახ­დეს, რა­ტომ არის სა­ჭი­რო ბი­უ­ჯე­ტის კო­რექ­ტი­რე­ბა, უნდა გან­ვი­ხი­ლოთ გან­სხვა­ვე­ბა დღეს არ­სე­ბულ მო­დელ­სა და ეს­ტო­ნურ მო­დელს შო­რის: ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლის არსი ის არის, რომ კომ­პა­ნია იბეგ­რე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მისი მო­გე­ბა კომ­პა­ნი­ი­დან გა­დის, მაგ­რამ თუ ეს მო­გე­ბა კომ­პა­ნი­ა­ში რჩე­ბა, მა­შინ კომ­პა­ნია მო­გე­ბის გა­და­სა­ხადს არ გა­და­იხ­დის ანუ თან­ხა, რომ­ლის დაგ­რო­ვე­ბაც კომ­პა­ნი­ამ მო­ა­ხერ­ხა, უნდა დარ­ჩეს კომ­პა­ნი­ა­ში. ამ ახა­ლი მო­დე­ლით ბიზ­ნესს უჩ­ნდე­ბა მო­ტი­ვა­ცია, რომ ეს თან­ხა ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს. ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლის მომ­ხრე­თა აზ­რით, ერ­თა­დერ­თი მი­ნუ­სი, რო­მე­ლიც ამ მო­დელს აქვს, ის არის, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ბი­უ­ჯეტს 300-400 მი­ლი­ო­ნი ლარი მო­აკ­ლდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძე ამ­ბობს, რომ ბი­უ­ჯე­ტის კო­რექ­ტი­რე­ბა სწო­რედ ამ და­ნაკ­ლი­სის შე­სავ­სე­ბად არის სა­ჭი­რო.

პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძე: "ეს იმი­ტომ კი არ ხდე­ბა, რომ ბი­უ­ჯე­ტი ვერ სრულ­დე­ბა, ბი­უ­ჯე­ტი ნორ­მა­ლუ­რად სრულ­დე­ბა, მაგ­რამ მთავ­რო­ბას შე­მო­აქვს მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის ახა­ლი მო­დე­ლი. მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დი­დან ბი­უ­ჯეტ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 1 მი­ლი­არდ ლა­რამ­დე თან­ხა შე­მო­დის. თუ ეს გა­და­სა­ხა­დი გა­უქ­მდე­ბა, მა­შინ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ რა­ღაც სახ­სრე­ბი უნდა გა­მო­ი­ძებ­ნოს, ან ბი­უ­ჯე­ტი შემ­ცირ­დეს. მთავ­რო­ბამ ეს უკა­ნას­კნე­ლი გზა აირ­ჩია. კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ მუხ­ლებს შე­ე­ხე­ბა შეკ­ვე­ცა, ამა­ზეც მთავ­რო­ბა მუ­შა­ობს. თუ ასეთ სე­რი­ო­ზულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ და მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის ახალ მო­დელს შე­მო­ვი­ღებთ, რო­გო­რიც მსოფ­ლი­ოს მხო­ლოდ ერთ ქვე­ყა­ნა­ში - ეს­ტო­ნეთ­შია, ბი­უ­ჯეტ­ში ეს მი­ლი­არ­დი ლარი ვერ შე­მო­ვა, მა­შინ ხარ­ჯე­ბიც შე­სამ­ცი­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რისთვის არის საჭირო ბიუჯეტის კორექტირება?

რისთვის არის საჭირო ბიუჯეტის კორექტირება?

საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე ალაპარაკდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. "საგადასახადო რეფორმის ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა და ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საგადასახადო რეფორმის", - აცხადებს პრემიერი. მისი თქმით, ცვლილება ლარის კურსზეც დადებითად იმოქმედებს.

ამავე საკითხზე განცხადება გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმაც. ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული. მინისტრი აღნიშნავს, რომ ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლის გამო სამთავრობო უწყებებთან და ბიზნესწრეებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. კანონპროექტი საქართველოს მთავრობას და შემდეგ პარლამენტს თებერვლის პირველ ნახევარში წარედგინება.

"ამის შემდეგ მოხდება ბიუჯეტის გადახედვა, თუმცა დღეს მოცულობებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი დიზაინის იქნება საბოლოო ჯამში, საქართველოს ახალი საგადასახადო კანონმდებლობა და როდიდან შევა ძალაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, რატომ არის საჭირო ბიუჯეტის კორექტირება, უნდა განვიხილოთ განსხვავება დღეს არსებულ მოდელსა და ესტონურ მოდელს შორის: ესტონური მოდელის არსი ის არის, რომ კომპანია იბეგრება მაშინ, როდესაც მისი მოგება კომპანიიდან გადის, მაგრამ თუ ეს მოგება კომპანიაში რჩება, მაშინ კომპანია მოგების გადასახადს არ გადაიხდის ანუ თანხა, რომლის დაგროვებაც კომპანიამ მოახერხა, უნდა დარჩეს კომპანიაში. ამ ახალი მოდელით ბიზნესს უჩნდება მოტივაცია, რომ ეს თანხა ბიზნესის გაფართოებისთვის გამოიყენოს. ესტონური მოდელის მომხრეთა აზრით, ერთადერთი მინუსი, რომელიც ამ მოდელს აქვს, ის არის, რომ თავდაპირველად ბიუჯეტს 300-400 მილიონი ლარი მოაკლდება. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის კორექტირება სწორედ ამ დანაკლისის შესავსებად არის საჭირო.

პაატა კვიჟინაძე: "ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ბიუჯეტი ვერ სრულდება, ბიუჯეტი ნორმალურად სრულდება, მაგრამ მთავრობას შემოაქვს მოგების გადასახადის ახალი მოდელი. მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 1 მილიარდ ლარამდე თანხა შემოდის. თუ ეს გადასახადი გაუქმდება, მაშინ აღნიშნული თანხის საკომპენსაციოდ რაღაც სახსრები უნდა გამოიძებნოს, ან ბიუჯეტი შემცირდეს. მთავრობამ ეს უკანასკნელი გზა აირჩია. კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება შეკვეცა, ამაზეც მთავრობა მუშაობს. თუ ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მოგების გადასახადის ახალ მოდელს შემოვიღებთ, როგორიც მსოფლიოს მხოლოდ ერთ ქვეყანაში - ესტონეთშია, ბიუჯეტში ეს მილიარდი ლარი ვერ შემოვა, მაშინ ხარჯებიც შესამცირებელი იქნება.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."