პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას" - რა ცვლილებებს გეგმავს "მაესტროში" გია გაჩეჩილაძე
"ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას" - რა ცვლილებებს გეგმავს "მაესტროში" გია გაჩეჩილაძე

"მა­ესტროს" სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ფორ­მა­ტის შეც­ვლას გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გა­ზეთ "რე­ზო­ნანსთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, თუმ­ცა გან­მარ­ტავს, რომ ცვლი­ლე­ბებს ამ ეტაპ­ზე არ აპი­რებს.

"ჯერ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. წავა ისე, რო­გორც მი­დის. მერე ახა­ლი ფორ­მა­ტის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე და­ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას. თუ ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ ამას, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მინ­და, რომ რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს, უკე­თე­სო­ბის­კენ ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა", - აცხა­დებს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ჩე­ჩი­ლა­ძე იმა­ზეც სა­უბ­რობს, თუ რო­გორ გახ­და არ­ხის 55 %-ის მფლო­ბე­ლი და აცხა­დებს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი მე­გობ­რის, გი­ორ­გი რუ­ხა­ძის დახ­მა­რე­ბით შე­ი­ძი­ნა.

"რო­გორც იცით, მაკა ასა­თი­ან­მა ტე­ლე­კო­მაპ­ნი­ის გა­კოტ­რებ­ზე სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ვიბ­რძვი, რომ არ გა­კოტ­რდეს "მა­ესტრო" და ახლა მის გა­დარ­ჩე­ნა­ზე მი­დის სა­უ­ბა­რი. შე­სა­ბა­მი­სად ვფიქ­რობ იმა­საც, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია გახ­დეს კარ­გი, რო­გორც ეს ეკად­რე­ბა "მა­ესტროს", და­იბ­რუ­ნოს თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი, რაც და­კარ­გა", - გან­მარ­ტავს გა­ჩე­ჩილ­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ბაია გა­და­ბა­ძის შე­საძ­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის თქმით, ჯერ არა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

"გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­ზე ვსა­უბ­რობთ. ვინ იქ­ნე­ბა, არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს ის, ვინც არის. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, ტე­ლე­ვი­ზია გახ­დეს ყუ­რე­ბა­დი და ისევ მო­ი­პო­ვოს ის ნდო­ბა, რო­მე­ლიც ჰქონ­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლად ვეც­დე­ბი, რომ ეს გა­ვა­კე­თოთ", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" წი­ლის მფლო­ბე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბია. არ­ხის წი­ლე­ბის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი "მა­ესტროს" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (უც­ნო­ბი) გახ­და.

სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ამო­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ამ­ჟა­მად შპს "სტუ­დია მა­ესტროს" წი­ლე­ბის 55 %-ს ფლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მე­წი­ლე­ებს, რე­ესტრში, 2 თე­ბერ­ვალს გა­ტა­რე­ბუ­ლი ამო­ნა­წე­რით, აქ­ტი­ვე­ბის 15%-ის მე­სა­კუთ­რე მა­მუ­კა ღლონ­ტი, 5%-ის ეკა­ტე­რი­ნე აკო­ბია, და­ნარ­ჩე­ნი 25%-ის კი - მაკა ასა­თი­ა­ნია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამო­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, "გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს არ აქვს უფ­ლე­ბა გა­ას­ხვი­სოს მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 25% წილი შპს "სტუ­დია მა­ესტროს" კა­პი­ტალ­ში ყვე­ლა პარტნი­ო­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე".

იხი­ლეთ ასე­ვე: "მა­ესტრო­ში" მაკა ასა­თი­ა­ნის მმარ­თვე­ლო­ბა სრულ­დე­ბა? - ვინ გა­და­უ­ფორ­მა წი­ლე­ბი გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას" - რა ცვლილებებს გეგმავს "მაესტროში" გია გაჩეჩილაძე

"ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას" - რა ცვლილებებს გეგმავს "მაესტროში" გია გაჩეჩილაძე

"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ფორმატის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ გაჩეჩილაძე გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, თუმცა განმარტავს, რომ ცვლილებებს ამ ეტაპზე არ აპირებს.

"ჯერ არაფერი შეიცვლება. წავა ისე, როგორც მიდის. მერე ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას. თუ ბოლომდე მივიყვანთ ამას, ძალიან კარგი იქნება. ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ რაღაც შეიცვალოს, უკეთესობისკენ ვნახოთ, რა იქნება", - აცხადებს გაჩეჩილაძე.

ინტერვიუში გაჩეჩილაძე იმაზეც საუბრობს, თუ როგორ გახდა არხის 55 %-ის მფლობელი და აცხადებს, რომ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი მეგობრის, გიორგი რუხაძის დახმარებით შეიძინა.

"როგორც იცით, მაკა ასათიანმა ტელეკომაპნიის გაკოტრებზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვიბრძვი, რომ არ გაკოტრდეს "მაესტრო" და ახლა მის გადარჩენაზე მიდის საუბარი. შესაბამისად ვფიქრობ იმასაც, რომ ეს ტელევიზია გახდეს კარგი, როგორც ეს ეკადრება "მაესტროს", დაიბრუნოს თავისი პოზიციები, რაც დაკარგა", - განმარტავს გაჩეჩილძე.

რაც შეეხება გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის შესაძლო გათავისუფლებას, გია გაჩეჩილაძის თქმით, ჯერ არავის გათავისუფლება არ იგეგმება.

"გენერალურ დირექტორად რამდენიმე ადამიანზე ვსაუბრობთ. ვინ იქნება, არ ვიცი. შეიძლება დარჩეს ის, ვინც არის. ჩვენი ძირითადი მიზანია, ტელევიზია გახდეს ყურებადი და ისევ მოიპოვოს ის ნდობა, რომელიც ჰქონდა და აუცილებელად ვეცდები, რომ ეს გავაკეთოთ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ტელეკომპანია "მაესტროს" წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გახდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს "სტუდია მაესტროს" წილების 55 %-ს ფლობს.

რაც შეეხება სხვა მეწილეებს, რეესტრში, 2 თებერვალს გატარებული ამონაწერით, აქტივების 15%-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტი, 5%-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25%-ის კი - მაკა ასათიანია.

აღსანიშნავია, რომ ამონაწერის მიხედვით, "გია გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25% წილი შპს "სტუდია მაესტროს" კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე".

იხილეთ ასევე: "მაესტროში" მაკა ასათიანის მმართველობა სრულდება? - ვინ გადაუფორმა წილები გიორგი გაჩეჩილაძეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია