საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები მოსახლეობას
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები მოსახლეობას

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­სახ­ლე­ო­ბას გრი­პის ვირუ­სის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თონ ექიმს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ ორ­სუ­ლებ­მა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა, არ და­უშ­ვან გრი­პის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, რო­გორც სას­წავ­ლო, ისე სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში და მკაც­რად და­იც­ვან ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ამ დრომ­დე, დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში მოქ­მე­დებს სა­ო­ჯა­ხო მე­დი­ცი­ნის სა­დღე­ღა­მი­სო ცენ­ტრე­ბი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 5070 პა­ცი­ენტს გა­ე­წია. დღე­ი­დან, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი აღ­დგა ყვე­ლა იმ სკო­ლა­ში, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ხედ­ვით შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. თუმ­ცა, რე­კო­მენ­და­ცია ძა­ლა­ში რჩე­ბა და იმ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც გაც­დე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 20%-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სამი დღით უნდა შე­წყდეს.

სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის მა­ტე­ბა ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები მოსახლეობას

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები მოსახლეობას

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გრიპის ვირუსის მართვის სპეციალური რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს, პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, არ დაუშვან გრიპის სიმპტომების მქონე პირები, როგორც სასწავლო, ისე სამუშაო გარემოში და მკაცრად დაიცვან ხელების ჰიგიენის წესები.

სამინისტროს ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. ამ დრომდე, დედაქალაქის ყველა რაიონში მოქმედებს საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრები, სადაც სამედიცინო მომსახურება ერთი კვირის განმავლობაში 5070 პაციენტს გაეწია. დღეიდან, სასწავლო პროცესი აღდგა ყველა იმ სკოლაში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით შეჩერებული იყო. თუმცა, რეკომენდაცია ძალაში რჩება და იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს გადააჭარბებს, სასწავლო პროცესი სამი დღით უნდა შეწყდეს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია