პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მოსაზრება ივანიშვილზე დღეს გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე 4 წლის წინ" - დავით უსუფაშვილი
"ჩემი მოსაზრება ივანიშვილზე დღეს გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე 4 წლის წინ" - დავით უსუფაშვილი

პი­რა­დად ჩემი მო­საზ­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე დღეს გა­ცი­ლე­ბით უფრო მა­ღა­ლი და აღ­მა­ტე­ბუ­ლია, ვიდ­რე ეს ოთხი წლის წინ იყო - მი­ზე­ზი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ოთხი წლის წინ მე მას არ ვიც­ნობ­დი, შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"შემ­დგომ­მა წლებ­მა, შემ­დგომ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ მე მე­ტად და­მარ­წმუ­ნა, რომ ის თით­ქოს­და, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბე­ბი, რა­საც ეს კაცი ამ­ბობ­და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და იყო სხვა სამ­ყა­რო­დან, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს უნ­დო­დეს ვთქვათ ამ­დე­ნის გა­ღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. გუ­შინ თუ გუ­შინ­წინ იყო კი­დევ ერთი მსგავ­სი მა­გა­ლი­თი. ან პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა რა­ტომ უნდა უნ­დო­დეს, თუ პო­ლი­ტი­კა­ში არ დარ­ჩე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ დარ­ჩე­ბა? და ა.შ. უამ­რა­ვი ასე­თი კი­თხვა იყო, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა ან გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხე­ბის და­ჯე­რე­ბა ჭირ­და, იმ­დე­ნად არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი და უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო. მე დავ­რწმუნ­დი არა მხო­ლოდ მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში, არა­მედ მის გულ­წრფე­ლო­ბა­ში და დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ რა­საც ის აკეთბ­და მას ეს უნ­დო­და, ზუს­ტად ასე უნ­დო­და და უნ­დო­და ქვეყ­ნის და ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ. წას­ვლაც უნ­დო­და ქვეყ­ნის და ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

მე ვიცი, რომ ის საკ­მა­ოდ გა­ნიც­დი­და იმ ამ­ბავს, რომ რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­დან წა­ვი­და, მა­ინც მო­უხ­და სა­ჯა­რო სა­კი­თხებ­ში იმა­ზე მე­ტად აქ­ტი­უ­რო­ბა, გა­მო­ჩე­ნა, კო­მენ­ტი­რე­ბა, ვიდ­რე მას ეს სურ­და. ამი­ტომ, ვიყო უკ­მა­ყო­ფი­ლო ან უმა­დუ­რი და ვუ­თხრა კი­დევ მეტი რა­ტომ არ გა­ა­კე­თე, ერთი ოპე­რა კარ­გია, მაგ­რამ შვი­დი ჯობ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მო­ცი­ლე­ბა კარ­გია, მაგ­რამ უფრო შორს გაგ­ვეშ­ვა, კოს­მოს­ში, რომ აღარ დაგ­ვე­ნა­ხა... ვი­ღაც ასე ფიქ­რობს: კი აღარ არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ სა­ერ­თოდ რომ ჩანს, იქ­ნებ რამე მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა და სა­ერ­თოდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. იქ­ნებ რო­გორ­მე მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და გარ­შე­მო რომ ჩა­მო­იქ­ცა ვა­ლუ­ტე­ბი და ეკო­ნო­მი­კე­ბი რუ­სეთ­ში და ჩვენს შე­მო­გა­რენ­ში, აი, სა­ქარ­თვე­ლო აეყ­ვა­ვე­ბი­ნა და ოა­ზი­სად ექ­ცია. რა­ტომ ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა და ასე შემ­დეგ. ამ ტი­პის მსჯე­ლო­ბა­ში ძნე­ლია ვინ­მეს გაჰ­ყვე", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ჩემი მოსაზრება ივანიშვილზე დღეს გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე 4 წლის წინ" - დავით უსუფაშვილი

"ჩემი მოსაზრება ივანიშვილზე დღეს გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე 4 წლის წინ" - დავით უსუფაშვილი

პირადად ჩემი მოსაზრება ბიძინა ივანიშვილზე დღეს გაცილებით უფრო მაღალი და აღმატებულია, ვიდრე ეს ოთხი წლის წინ იყო - მიზეზი ძალიან მარტივია, ოთხი წლის წინ მე მას არ ვიცნობდი, შემდეგ გავიცანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

იხილეთ ვიდეო

"შემდგომმა წლებმა, შემდგომმა ურთიერთობამ მე მეტად დამარწმუნა, რომ ის თითქოსდა, დაუჯერებელი ამბები, რასაც ეს კაცი ამბობდა ქართული პოლიტიკისთვის და ქართული საზოგადოებისთვის იყო წარმოუდგენელი და იყო სხვა სამყაროდან, თუ რატომ შეიძლება ადამიანს უნდოდეს ვთქვათ ამდენის გაღება საზოგადოებისთვის. გუშინ თუ გუშინწინ იყო კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი. ან პოლიტიკაში მოსვლა რატომ უნდა უნდოდეს, თუ პოლიტიკაში არ დარჩება და ხელისუფლებაში არ დარჩება? და ა.შ. უამრავი ასეთი კითხვა იყო, რომელზეც პასუხების გაცემა ან გაცემული პასუხების დაჯერება ჭირდა, იმდენად არაორდინალური, მოულოდნელი და უპრეცედენტო იყო. მე დავრწმუნდი არა მხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში და დავრწმუნდი იმაში, რომ რასაც ის აკეთბდა მას ეს უნდოდა, ზუსტად ასე უნდოდა და უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. წასვლაც უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.

მე ვიცი, რომ ის საკმაოდ განიცდიდა იმ ამბავს, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრობიდან წავიდა, მაინც მოუხდა საჯარო საკითხებში იმაზე მეტად აქტიურობა, გამოჩენა, კომენტირება, ვიდრე მას ეს სურდა. ამიტომ, ვიყო უკმაყოფილო ან უმადური და ვუთხრა კიდევ მეტი რატომ არ გააკეთე, ერთი ოპერა კარგია, მაგრამ შვიდი ჯობდა, სააკაშვილის ჩამოცილება კარგია, მაგრამ უფრო შორს გაგვეშვა, კოსმოსში, რომ აღარ დაგვენახა... ვიღაც ასე ფიქრობს: კი აღარ არის "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში, პარლამენტში, მაგრამ საერთოდ რომ ჩანს, იქნებ რამე მოეხერხებინა და საერთოდ არ გამოჩენილიყვნენ. იქნებ როგორმე მოეხერხებინა ბიძინა ივანიშვილს და გარშემო რომ ჩამოიქცა ვალუტები და ეკონომიკები რუსეთში და ჩვენს შემოგარენში, აი, საქართველო აეყვავებინა და ოაზისად ექცია. რატომ ეს ვერ მოახერხა და ასე შემდეგ. ამ ტიპის მსჯელობაში ძნელია ვინმეს გაჰყვე", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."