მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რთულია, საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება" - მიშა მესხი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს
"რთულია, საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება" - მიშა მესხი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს

მსა­ხი­ო­ბი მიშა მეს­ხი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დი­დან ეხ­მა­უ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას და მის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს:

"მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც, ამ ბოლო დღე­ებ­ში, მხარს მი­ჭერ­და. უფრო მე­ტად კი, იმ ხალ­ხის მად­ლო­ბე­ლი ვარ, ვინც ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, გა­ჭირ­ვე­ბი­სას მი­პატ­რო­ნა, და­მეხ­მა­რა და გა­და­მარ­ჩი­ნა. დიდ ბო­დიშს ვუხ­დი ჩემს ოჯახს იმის­თვის, რაც ნახა და გა­და­ი­ტა­ნა; მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ გა­და­მარ­ჩი­ნა. დიდ ბო­დიშს ვუხ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამა­ვე პრობ­ლე­მის გამო საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა, რად­გა­ნაც ვიცი, რომ ამ ვი­დე­ოს ყუ­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­გახ­სენ­დათ, გა­გი­ახ­ლდათ მათი და­ნაკ­ლი­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი, მა­პა­ტი­ეთ...

სი­ნამ­დვი­ლე­ში, არც კი მახ­სოვს რა რო­გორ მოხ­და, მახ­სოვს რომ დავ­ლიე ბევ­რი სას­მე­ლი, შემ­დეგ ტაბ­ლე­ტე­ბი, ლი­რი­კა, კი­დევ რა­ღა­ცე­ე­ბი და გა­ვი­თი­შე... გონ­ზე მოს­ვლის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნელ­მა ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ ეს იყო ალ­კოჰო­ლით და ლი­რი­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოკ­სი­კა­ცია. გა­ვე­ცა­ნი იმ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს, რო­მე­ლიც ამ ამ­ბავს მოჰ­ყვა. ვფიქ­რობ, რომ ად­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სხვე­ბი არ უნდა ერე­ოდ­ნენ, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ამ­გვა­რი ინ­ტე­რე­სი ბუ­ნებ­რი­ვია როცა საქ­მე "ცნო­ბად სა­ხეს" ეხე­ბა, ამი­ტო­მაც, ამას ვე­რა­ვის ავუკ­რძა­ლავ. ჩემი სი­სუს­ტე­ე­ბი არას­დროს და­მი­მა­ლავს, მათი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბია: უი­მე­დო­ბა, დეპ­რე­სია, როცა არა­ფე­რი გაქვს სა­კე­თე­ბე­ლი, როცა არა­ვის ჭირ­დე­ბი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩემს ცხოვ­რე­ბას, რამ­დე­ნი­მე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­და, არა­ვინ იც­ნობს, ისი­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დი­ან ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას. ალ­ბათ, ღვთის ნება იყო რომ გა­დავ­რჩი, გაფ­რე­ნის წინა დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი და ვნა­ხე პატ­რი­არ­ქი, მო­უ­ყე­ვი ის რაც მა­წუ­ხებ­და, დამ­ლო­ცა და მი­თხრა, რომ ხში­რად მე­ლო­ცა. მას­თან რომ არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ეს ამ­ბა­ვი, ალ­ბათ, სხვა­ნა­ი­რა­დაც დამ­თავ­რდე­ბო­და. რთუ­ლია, სა­კუ­თა­რი "სიკ­ვდი­ლის" ქრო­ნი­კის ყუ­რე­ბა, მერე კი, სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის წა­კი­თხვა, რო­მელ­თა­გა­ნაც ზოგი ხა­ლი­სობს, ზოგი გა­ნიც­დის, ზოგი გაკ­რი­ტი­კებს.

ნარ­კო­ტი­კი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბით გა­ხა­რე­ბის უნარს გა­კარ­გვი­ნებს, მა­შინ რო­დე­საც სა­სი­ხა­რუ­ლო ჩვენს გარ­შე­მო ისე­დაც ცო­ტაა, ამ ქვე­ყა­ნა­ში, ხომ არა­ვის ულ­ხინს. მე მარ­თლაც მაქვს ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა რა­საც სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­ტი­კებს ეძა­ხი­ან... ჩემი მე­გობ­რე­ბი, მთე­ლი თა­ო­ბე­ბი არი­ან ამით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ამ პრობ­ლე­მის სირ­თუ­ლეს, მნიშ­ვნე­ლო­ბას და მას­შტაბს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბო­ლომ­დე ვერ იაზ­რებს და სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა­საც არ უთ­მობს. ნარ­კო­მა­ნი ავად­მყო­ფია, მას ვერც და­ჭე­რით გან­კურ­ნავ და ვერც გა­კი­ცხვით. იმე­დია, ბევრ ადა­მი­ანს მა­გა­ლი­თად გა­მო­ად­გე­ბა ჩემი ამ­ბა­ვი, პირ­ველ რიგ­ში კი ბავ­შვებს, რო­მელ­თაც უნდა იცოდ­ნენ, რომ ნარ­კო­მა­ნია არის სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბა. მე ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი დავძლიო ეს სენი. აქვე, დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის შე­მო­თა­ვა­ზე­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის­თვის. მე მინ­და ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვის მა­გა­ლი­თი ვაჩ­ვე­ნო ჩემს მე­გობ­რებს და სხვა ადა­მი­ა­ნებს. იმე­დი მაქვს ამას შევ­ძლებ. აბა თქვენ იცით, ვეც­დე­ბი სხვა დროს მხო­ლოდ კარგ ამ­ბებ­ზე გე­ლა­პა­რა­კოთ, თუმ­ცა, რამე ცუდი თუ მო­მი­ვა, იცო­დეთ, ძა­ლით არ ვა­კე­თებ და მარ­თა­ლია შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლია, მაგ­რამ ეს ჩემი უფ­ლე­ბაა...", - წერს მსა­ხი­ო­ბი ვრცელ პოს­ტში, რო­მე­ლიც მის პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

"ამ ამ­ბის შემ­დეგ მიშა მო­ნას­ტერ­ში იყო..." - მიშა მეს­ხის დის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ზე

"მე დღეს მიშა მეს­ხი ვარ!!!" - რას წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე" ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მსა­ხი­ობ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოს შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"რთულია, საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება" - მიშა მესხი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს

"რთულია, საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება" - მიშა მესხი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს

მსახიობი მიშა მესხი "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ეხმაურება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეომასალას და მის გარშემო აგორებულ სკანდალს:

"მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც, ამ ბოლო დღეებში, მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა. დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა; მადლობა ღმერთს, რომ გადამარჩინა. დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ...

სინამდვილეში, არც კი მახსოვს რა როგორ მოხდა, მახსოვს რომ დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცეები და გავითიშე... გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით და ლირიკით გამოწვეული ინტოკსიკაცია. გავეცანი იმ გამოხმაურებებს, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ადმიანის პირად ცხოვრებაში სხვები არ უნდა ერეოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ინტერესი ბუნებრივია როცა საქმე "ცნობად სახეს" ეხება, ამიტომაც, ამას ვერავის ავუკრძალავ. ჩემი სისუსტეები არასდროს დამიმალავს, მათი გამომწვევი მიზეზებია: უიმედობა, დეპრესია, როცა არაფერი გაქვს საკეთებელი, როცა არავის ჭირდები. სინამდვილეში, ჩემს ცხოვრებას, რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა, არავინ იცნობს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ჩემს მდგომარეობას. ალბათ, ღვთის ნება იყო რომ გადავრჩი, გაფრენის წინა დღეს ეკლესიაში ვიყავი და ვნახე პატრიარქი, მოუყევი ის რაც მაწუხებდა, დამლოცა და მითხრა, რომ ხშირად მელოცა. მასთან რომ არ მივსულიყავი, ეს ამბავი, ალბათ, სხვანაირადაც დამთავრდებოდა. რთულია, საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება, მერე კი, სხვადასხვა ადამიანების შეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობს, ზოგი განიცდის, ზოგი გაკრიტიკებს.

ნარკოტიკი ყოველდღიური ცხოვრებით გახარების უნარს გაკარგვინებს, მაშინ როდესაც სასიხარულო ჩვენს გარშემო ისედაც ცოტაა, ამ ქვეყანაში, ხომ არავის ულხინს. მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ეძახიან... ჩემი მეგობრები, მთელი თაობები არიან ამით დაავადებული, ამ პრობლემის სირთულეს, მნიშვნელობას და მასშტაბს ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ბოლომდე ვერ იაზრებს და სათანადო ყურადღებასაც არ უთმობს. ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც გაკიცხვით. იმედია, ბევრ ადამიანს მაგალითად გამოადგება ჩემი ამბავი, პირველ რიგში კი ბავშვებს, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ნარკომანია არის საშინელი დაავადება. მე ყველანაირად ვეცდები დავძლიო ეს სენი. აქვე, დიდ მადლობას ვუხდი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს რეაბილიტაციის კურსის შემოთავაზებისა და დახმარებისთვის. მე მინდა ამ პრობლემის დაძლევის მაგალითი ვაჩვენო ჩემს მეგობრებს და სხვა ადამიანებს. იმედი მაქვს ამას შევძლებ. აბა თქვენ იცით, ვეცდები სხვა დროს მხოლოდ კარგ ამბებზე გელაპარაკოთ, თუმცა, რამე ცუდი თუ მომივა, იცოდეთ, ძალით არ ვაკეთებ და მართალია შეცდომის დაშვება არასასურველია, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა...", - წერს მსახიობი ვრცელ პოსტში, რომელიც მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

დაგაინტერესებთ:

"ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო..." - მიშა მესხის დის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს