თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც AMBEBI.GE-ს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მშენებარე კორპუსიდან მუშების ევაკუაცია განხორციელდა.