შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გმირობის ამბავს აღწერს და მას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის:
"თოვლში ჩავრჩი, ზედაზენდზე, საკმაოდ დიდი თოვლი იყო, რომ მივხვდი, ვერ ავიდოდი, უკან დავიხიე და დავსრიალდი - ჩაჯდა არხში მანქანა... დახმარება ვითხოვეე, ჯიპი მოდიოდა, გავაჩერე და პრემიერ-მინისტრი შემრჩა ხელში:))) გადმოხტა მანქანიდან, საბუქსირე არ გვქონდა, ვერ ამოვიყვანეთ. ვინც ახლდა იმან, სხვა ვინმე გამოვილის "ბუქსირი" ვისაც ექნება და ამოგიყვანსო, პრემიერმა რა სხვაო, გადახტა, რომელი ბორბალიც გვქონდა ჩაფლული იმ მხარეს ტალახში, ამოიყენა გვერდზე, ვინც ახლდა და მომაწვნენ:)) და ამომიყვანეს, სულ დავუსვარე ტანსაცმელი, ტალახი მიეყარა, ბოდიშები და მადლობები გადავუხადე... თან უხერხულად ვიგრდზენით თავი, რომ დაისვარნენ, თუმცა ამავდროულად გვეამაყებოდა, რომ ჩვენ ვიყავით ქართველები და საქართველოს პირველმა პირმა, როგორც რიგითმა მოქალაქემ გამოგვიწოდა დახმარების ხელი..
ბატონო, გიორგი!
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დღეს დილით ზედაზნის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის.
თქვენ დღეს თქვენი მოქალაქეობრივი ვალდებულების არაჩვეულებრივი შესრულებით დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენი ქვეყანა, თქვენი სახით, მართლაც, რომ გულისხმიერი და მზრუნველი ადამიანის ხელშია.
პატივისცემით
თქვენი მადლიერი თანამემამულენი".
(c) GoDee KiLadzee