საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენტს ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით 3 თე­ბერ­ვალს მი­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ავ­რცე­ლებს. "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2016 წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სია გა­იხ­სნე­ბა 2 თე­ბერ­ვალს, სამ­შა­ბათს, პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს სხდო­მით, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­დე­ბა ქ. თბი­ლის­ში. სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის ფარ­გლებ­ში პირ­ველ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, 3 თე­ბერ­ვალს, ოთხშა­ბათს, 14:00 სა­ათ­ზე, ქ. ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტი მო­ის­მენს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­წლი­ურ მოხ­სე­ნე­ბას ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე, რო­გორც ეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტით", - აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში.

პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი პრე­ზი­დენ­ტის მოს­მე­ნის ორგვარ ფორ­მატს ით­ვა­ლის­წი­ნებს. კერ­ძოდ, რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტი, რო­გორც წესი, სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის პირ­ველ დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ის­მენს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­წლი­ურ მოხ­სე­ნე­ბას, ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე.

პრე­ზი­დენ­ტის მოხ­სე­ნე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ცხად­დეს შეს­ვე­ნე­ბა არა უმე­ტეს ორი სა­ა­თი­სა. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კი, ფრაქ­ცი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­თა გა­მოს­ვლე­ბი იმარ­თე­ბა, რო­მელ­თა ხან­გრძლი­ვო­ბას პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­რო ად­გენს, ან შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­თოს დე­ბა­ტე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­ბა­ტებს, ეს არის ფორ­მა­ტი, როცა გა­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო სუ­ბი­ექტს ეძ­ლე­ვა. კერ­ძოდ, უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას 45-45 წუთი ეთ­მო­ბა. 15-15 წუთი ეძ­ლე­ვა ფრაქ­ცი­ა­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს (სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რეს), ვიცე-სპი­კე­რებს – 10 წუთი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, რო­მე­ლიც არც ერთ ფრაქ­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის - 5 წუთი. ფრაქ­ცია, უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა მათ­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო­ის ფარ­გლებ­ში გან­სა­ზღვრა­ვენ გა­მომ­სვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბას და მათ­ზე დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბის სქე­მას.

დე­ბა­ტე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქ­ნას რე­ზო­ლუ­ცია. პრე­ზი­დენ­ტის პარ­ლა­მენ­ტში მის­ვლა სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პირ­ვე­ლი­ვე პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე - 3 თე­ბერ­ვალს გა­და­წყდა. იმა­ზე, თუ რა ფორ­მატ­ში შეხ­ვდე­ბი­ან პრე­ზი­დენტს, წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დღეს იგეგ­მე­ბა. ხვალ კი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბი­უ­რო მი­ი­ღებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს. "საქართველოს პარლამენტის 2016 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნება 2 თებერვალს, სამშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომით, რომელიც ჩატარდება ქ. თბილისში. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ პლენარულ სხდომაზე, 3 თებერვალს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ქ. ქუთაისში პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით", - აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

პარლამენტის რეგლამენტი პრეზიდენტის მოსმენის ორგვარ ფორმატს ითვალისწინებს. კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება არა უმეტეს ორი საათისა. შესვენების შემდეგ კი, ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები იმართება, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს, ან შეიძლება გაიმართოს დებატები.

რაც შეეხება დებატებს, ეს არის ფორმატი, როცა გამოსვლის შესაძლებლობა ყველა საპარლამენტო სუბიექტს ეძლევა. კერძოდ, უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეთმობა. 15-15 წუთი ეძლევა ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს), ვიცე-სპიკერებს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული არ არის - 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას.

დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნას რეზოლუცია. პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე - 3 თებერვალს გადაწყდა. იმაზე, თუ რა ფორმატში შეხვდებიან პრეზიდენტს, წინასწარი კონსულტაციები დღეს იგეგმება. ხვალ კი, გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."