სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს თავდაცვის უწყებამ ცენტრალური აფრიკის მისიასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს
საქართველოს თავდაცვის უწყებამ ცენტრალური აფრიკის მისიასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მყო­ფი ჯა­რის­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, შე­საძ­ლოა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვოს. ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გენშტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ომარ ბე­გო­ი­ძე აცხა­დებს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი, რა­ზეც გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი სა­უბ­რობს, არ არ­სე­ბობს.

"იმას, რაც გა­ე­როს კო­მის­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ფაქ­ტებს ვერ და­ვარ­ქმევ, რად­გან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი არ არ­სე­ბობს. ერთი კვი­რის წინ, რო­დე­საც წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღეთ, მო­ვი­თხო­ვეთ გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა, თუმ­ცა აქამ­დე პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია...

დე­ტა­ლე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს და­ვას­კვნით და და­ვი­წყეთ გა­მო­ძი­ე­ბა... გა­ე­როს და ევ­რო­კავ­შირს ვთხო­ვეთ, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში დაგ­ვეხ­მა­რონ. ალ­ბათ, მო­ვი­თხოვთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­საც", - აცხა­დებს გენშტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე.

ომარ ბე­გო­ი­ძის თქმით, ცნო­ბი­ლია, რომ საჭ­მლის ან წყლის სა­ნაც­ვლოდ "იქ სექსმომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ხში­რია".

"ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის და­კი­თხვა. თუ დამ­ნა­შა­ვე რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს, გა­მოვ­ლინ­დე­ბა კი­დეც და მკაც­რად და­ის­ჯე­ბა, თუ არა, გა­ე­როს ექ­ნე­ბა ზუს­ტი დას­კვნა, რომ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო­ნი არი­ან...

პირ­ვე­ლად და­დას­ტურ­და, რომ ცილი დას­წა­მეს ქარ­თვე­ლებს. სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იმი­ტო­მაც გვინ­და, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ წერ­ტი­ლი და­ეს­ვას ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და პრო­ვო­კა­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნავს ომარ ბე­გო­ი­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით მყო­ფი გარ­კვე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცის მხრი­დან ად­გი­ლობ­რივ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ცენტრალური აფრიკის მისიასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ცენტრალური აფრიკის მისიასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, დაზარალებულებთან შეხვედრა მოითხოვოს. ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე ომარ ბეგოიძე აცხადებს.

მისივე განმარტებით, იმის მტკიცებულებები და ეჭვმიტანილები, რაზეც გაეროს ადამიანის უმაღლესი კომისარი საუბრობს, არ არსებობს.

"იმას, რაც გაეროს კომისრის განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტებს ვერ დავარქმევ, რადგან მტკიცებულებები და ეჭვმიტანილები არ არსებობს. ერთი კვირის წინ, როდესაც წინასწარი შეტყობინება მივიღეთ, მოვითხოვეთ გამოძიების მასალების გაცნობა, თუმცა აქამდე პასუხი არ მიგვიღია...

დეტალების გარეშე ვერაფერს დავასკვნით და დავიწყეთ გამოძიება... გაეროს და ევროკავშირს ვთხოვეთ, გამოძიების პროცესში დაგვეხმარონ. ალბათ, მოვითხოვთ დაზარალებულებთან შეხვედრასაც", - აცხადებს გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე.

ომარ ბეგოიძის თქმით, ცნობილია, რომ საჭმლის ან წყლის სანაცვლოდ "იქ სექსმომსახურების შეთავაზება ხშირია".

"ახლა მიმდინარეობს ჩვენი ჯარისკაცების დაკითხვა. თუ დამნაშავე რეალურად არსებობს, გამოვლინდება კიდეც და მკაცრად დაისჯება, თუ არა, გაეროს ექნება ზუსტი დასკვნა, რომ ჩვენი ჯარისკაცები უდანაშაულონი არიან...

პირველად დადასტურდა, რომ ცილი დასწამეს ქართველებს. სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება იმიტომაც გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ცილისწამებასა და პროვოკაციას", - აღნიშნავს ომარ ბეგოიძე.

როგორც ცნობილია, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი გარკვეული ჯარისკაცის მხრიდან ადგილობრივ არასრულწლოვან გოგონებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრობს, რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ