მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათო ბერიშვილმა იყვირა, ბიჭებო, დავიღუპეთო!" - საშინელ ავტოკატასტროფას შეწირული 5 სიცოცხლე
"დათო ბერიშვილმა იყვირა, ბიჭებო, დავიღუპეთო!" - საშინელ ავტოკატასტროფას შეწირული 5 სიცოცხლე

28 იან­ვარს, სა­ღა­მოს სა­ზა­რე­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და ზუგ­დი­დი - ჯვრის საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ზე, სა­დაც "ფორ­დი­სა" და "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის შე­ჯა­ხე­ბამ 5 ადა­მი­ა­ნის - გი­ორ­გი ცი­მინ­ტი­ას, ბა­ჩა­ნა შო­ნი­ას, დათო ბე­რიშ­ვი­ლის, ლე­ვან მა­ტუ­ა­სა და დათო ქუ­ხი­ლა­ვას სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, 6 კი მძი­მედ და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მე­ბი იბ­რძვი­ან. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის უფ­რო­სი 26 წლის არის, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი კი - 19-ის. მათ შო­რის ოთხი ჯვრის და­სახ­ლე­ბის ერ­თსა და იმა­ვე კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და და ბავ­შვო­ბის გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მე­ხუ­თე, 21 წლის და­ვით ბე­რიშ­ვი­ლი კი სო­ფელ ლიას მკვიდ­რი იყო და როცა კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და, ერთ-ერთი მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან სწო­რედ ის იჯდა.

ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 276-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რა" სო­ფელ ლიას რწმუ­ნე­ბულს, ვახ­ტანგ კვირ­კვე­ლი­ას ესა­უბ­რა:

იხი­ლეთ ვი­დეო

- როცა კა­ტას­ტრო­ფა­ში მო­ყო­ლი­ლი მან­ქა­ნე­ბი ვნა­ხე, იმის გა­აზ­რე­ბაც კი გა­მი­ჭირ­და, რომ ოდეს­ღაც ეს ჯარ­თის გრო­ვა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი იყო. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვინ­მე გა­დარ­ჩე­ბო­და. ჯვარ­ში მცხოვ­რე­ბი ბი­ჭე­ბის მან­ქა­ნა შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ რკი­ნის ღო­ბეს შე­ე­ხეთ­ქა და ერ­თი­ა­ნად აი­ზი­ლა. 6 კაცი იჯდა მან­ქა­ნა­ში, ოთხი მათ­გა­ნი ცო­ცხა­ლი აღარ არის.… ამა­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მიმ­ძიმს - განა რამ­დე­ნი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, რომ ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა ერ­თად გა­ვის­ტუმ­როთ იმ ქვეყ­ნად. უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს იმ ეზო­ში, სა­დაც ისი­ნი გა­ი­ზარ­დნენ. ჩვე­ნი 5 თა­ნა­სოფ­ლე­ლი­დან 4 გა­დარ­ჩა, მაგ­რამ 21 წლის დათო ბე­რიშ­ვი­ლი დაგ­ვე­ღუ­პა. სწო­რედ ის იჯდა სა­ჭეს­თან, როცა ეს ენი­თა­უ­წე­რე­ლი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. სა­ჭის მხა­რე დარ­ტყმის­გან მთლი­ა­ნად მან­ქა­ნის სიღ­რმე­შია შე­ტა­ნი­ლი. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ; ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან...

- რა გახ­და ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი, მძღო­ლე­ბი ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყ­ვნენ?

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 1 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში

ან გახ­დით გა­ზე­თის ონ­ლა­ინ-ვერ­სი­ის ხელ­მომ­წე­რი და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"დათო ბერიშვილმა იყვირა, ბიჭებო, დავიღუპეთო!" - საშინელ ავტოკატასტროფას შეწირული 5 სიცოცხლე

"დათო ბერიშვილმა იყვირა, ბიჭებო, დავიღუპეთო!" - საშინელ ავტოკატასტროფას შეწირული 5 სიცოცხლე

28 იანვარს, საღამოს საზარელი ავტოკატასტროფა მოხდა ზუგდიდი - ჯვრის საგზაო მონაკვეთზე, სადაც "ფორდისა" და "ოპელის" მარკის ავტომანქანების შეჯახებამ 5 ადამიანის - გიორგი ციმინტიას, ბაჩანა შონიას, დათო ბერიშვილის, ლევან მატუასა და დათო ქუხილავას სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულების სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმები იბრძვიან. გარდაცვლილთა შორის უფროსი 26 წლის არის, ყველაზე უმცროსი კი - 19-ის. მათ შორის ოთხი ჯვრის დასახლების ერთსა და იმავე კორპუსში ცხოვრობდა და ბავშვობის განუყრელი მეგობრები იყვნენ. მეხუთე, 21 წლის დავით ბერიშვილი კი სოფელ ლიას მკვიდრი იყო და როცა კატასტროფა მოხდა, ერთ-ერთი მანქანის საჭესთან სწორედ ის იჯდა.

ავტოკატასტროფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

უმძიმეს ტრაგედიაზე "კვირის პალიტრა" სოფელ ლიას რწმუნებულს, ვახტანგ კვირკველიას ესაუბრა:

იხილეთ ვიდეო

- როცა კატასტროფაში მოყოლილი მანქანები ვნახე, იმის გააზრებაც კი გამიჭირდა, რომ ოდესღაც ეს ჯართის გროვა ავტომობილები იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტუაციაში ვინმე გადარჩებოდა. ჯვარში მცხოვრები ბიჭების მანქანა შეჯახების შემდეგ რკინის ღობეს შეეხეთქა და ერთიანად აიზილა. 6 კაცი იჯდა მანქანაში, ოთხი მათგანი ცოცხალი აღარ არის.… ამაზე ლაპარაკი ძალიან მიმძიმს - განა რამდენი ვართ ქართველები, რომ ამდენი ახალგაზრდა ერთად გავისტუმროთ იმ ქვეყნად. უბედურება ტრიალებს იმ ეზოში, სადაც ისინი გაიზარდნენ. ჩვენი 5 თანასოფლელიდან 4 გადარჩა, მაგრამ 21 წლის დათო ბერიშვილი დაგვეღუპა. სწორედ ის იჯდა საჭესთან, როცა ეს ენითაუწერელი უბედურება მოხდა. საჭის მხარე დარტყმისგან მთლიანად მანქანის სიღრმეშია შეტანილი. ღმერთმა ინებოს, რომ გადარჩენილები გამოჯანმრთელდნენ; ჩემი ინფორმაციით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან...

- რა გახდა ავტოკატასტროფის მიზეზი, მძღოლები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ?

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია