10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბიზნესის წამოწყებას აპირებდა ბიძინა კუჭავა, რისთვისაც 780 000 დოლარი სჭირდებოდა - დავით პოპოვი საქმის უცნობ დეტალზე
რა ბიზნესის წამოწყებას აპირებდა ბიძინა კუჭავა, რისთვისაც 780 000 დოლარი სჭირდებოდა - დავით პოპოვი საქმის უცნობ დეტალზე

ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ოჯა­ხი თვით­მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას ითხოვს. ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ის თავს არ მო­იკ­ლავ­და და არც პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას მოკ­ლავ­და. კუ­ჭა­ვას ოჯა­ხი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბევ­რი კი­თხვა აქვთ და­ვით პო­პოვ­თან, რომ­ლის მან­ქა­ნა­შიც ეს ტრა­გე­დია მოხ­და. კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლე მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვი­ლი პო­პო­ვის და­კა­ვე­ბას ითხოვს.

თა­ვის მხრივ, და­ვით პო­პო­ვი კუ­ჭა­ვას ნა­თე­სა­ვებს მისი ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვს. "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ვით პო­პო­ვი მისი და კუ­ჭა­ვას ნაც­ნო­ბო­ბის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს და იმ ბიზ­ნესპრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ყვე­ბა, რომ­ლის იდე­აც კუ­ჭა­ვას მან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის დროს გა­უ­ზი­ა­რა:

- პირ­ვე­ლად ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას 2015 წლის 30 დე­კემ­ბერს შევ­ხვდი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი დღის ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. მოს­კოვ­ში მყავს მე­გო­ბა­რი, გოჩა კუ­ჭა­ვა. მან მთხო­ვა ბი­ძი­ნას­თან შეხ­ვედ­რა - რა­ღა­ცას გთა­ვა­ზობს და ტე­ლე­ფო­ნით სა­უ­ბარს ჯო­ბია, შეხ­ვდე და გა­არ­კვიო, რა ბიზ­ნესპრო­ექ­ტი აქ­ვსო. 30 დე­კემ­ბერს ერ­თმა­ნეთს გლ­დან­ში შევ­ხვდით. მი­თხრა, რომ ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა უნ­დო­და. პო­ექ­ტიც ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ჭი­რო იყო დიდი თან­ხა. ამ­ხე­ლა თან­ხას მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ვერ ვი­შო­ვი­დით, ამი­ტომ არა­რე­ა­ლუ­რად ჩავ­თვა­ლე ეს წი­ნა­და­დე­ბა და უარი ვუ­თხა­რი. ამ­ბობ­და, თვის პირ­ველ რი­ცხვებ­ში აფ­რი­კა­ში უნდა გავფრინ­დეო.

- რა თან­ხა­ზე იყო სა­უ­ბა­რი?

- 780 000 დო­ლარ­ზე. ამ ფუ­ლით ამე­რი­კა­ში უნდა გვე­ყი­და ბრი­ლი­ან­ტის მომ­პო­ვე­ბე­ლი მან­ქა­ნა, უნდა წაგ­ვე­ღო აფ­რი­კა­ში და იქ მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა ბრი­ლი­ან­ტი და ოქრო... ერთ რა­მე­ში დავ­რწმუნ­დი - ბი­ძი­ნას მხო­ლოდ ფული უნ­დო­და. მე­რე­ღა გა­ვი­გე, რომ ბი­ძი­ნა გა­მუდ­მე­ბით რე­კავ­და რუ­სეთ­ში და ფულს სთხოვ­და ჩემს მე­გო­ბარს. ისიც მი­თხრეს, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ცო­ლიც რე­კა­ვა და სურ­და, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი გა­ე­გო, რომ მერე მის ქმარს ვი­ღა­ცე­ბის­თვის ფული ეთხო­ვაო.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა კუ­ჭავს ქვრივს, მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ: "ჩემი მე­უღ­ლე აფ­რი­კა­ში აპი­რებ­და წას­ვლას. შეხ­ვედ­რე­ბიც და­ნიშ­ნუ­ლი ჰქონ­და­. შე­საძ­ლოა, გო­ჩა­საც შეს­თა­ვა­ზა ბიზ­ნეს­ში ჩარ­თვა, მაგ­რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია, ბი­ძი­ნას პო­პოვ­თან ბიზ­ნეს­ზე ელა­პა­რა­კა".

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

აი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 1 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში

ან გახ­დით გა­ზე­თის ონ­ლა­ინ-ვერ­სი­ის ხელ­მომ­წე­რი და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა ბიზნესის წამოწყებას აპირებდა ბიძინა კუჭავა, რისთვისაც 780 000 დოლარი სჭირდებოდა - დავით პოპოვი საქმის უცნობ დეტალზე

რა ბიზნესის წამოწყებას აპირებდა ბიძინა კუჭავა, რისთვისაც 780 000 დოლარი სჭირდებოდა - დავით პოპოვი საქმის უცნობ დეტალზე

ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას ოჯახი თვითმკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის თავს არ მოიკლავდა და არც პროკურორ ვახტანგ ქირიას მოკლავდა. კუჭავას ოჯახი ირწმუნება, რომ ბევრი კითხვა აქვთ დავით პოპოვთან, რომლის მანქანაშიც ეს ტრაგედია მოხდა. კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი პოპოვის დაკავებას ითხოვს.

თავის მხრივ, დავით პოპოვი კუჭავას ნათესავებს მისი ოჯახის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დავით პოპოვი მისი და კუჭავას ნაცნობობის პერიოდს იხსენებს და იმ ბიზნესპროექტის შესახებ ყვება, რომლის იდეაც კუჭავას მან პირველი შეხვედრის დროს გაუზიარა:

- პირველად ბიძინა კუჭავას 2015 წლის 30 დეკემბერს შევხვდი. საქართველოში ორი დღის ჩამოსული ვიყავი. მოსკოვში მყავს მეგობარი, გოჩა კუჭავა. მან მთხოვა ბიძინასთან შეხვედრა - რაღაცას გთავაზობს და ტელეფონით საუბარს ჯობია, შეხვდე და გაარკვიო, რა ბიზნესპროექტი აქვსო. 30 დეკემბერს ერთმანეთს გლდანში შევხვდით. მითხრა, რომ ბიზნესის დაწყება უნდოდა. პოექტიც ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო დიდი თანხა. ამხელა თანხას მე და ჩემი მეგობარი ვერ ვიშოვიდით, ამიტომ არარეალურად ჩავთვალე ეს წინადადება და უარი ვუთხარი. ამბობდა, თვის პირველ რიცხვებში აფრიკაში უნდა გავფრინდეო.

- რა თანხაზე იყო საუბარი?

- 780 000 დოლარზე. ამ ფულით ამერიკაში უნდა გვეყიდა ბრილიანტის მომპოვებელი მანქანა, უნდა წაგვეღო აფრიკაში და იქ მოგვეპოვებინა ბრილიანტი და ოქრო... ერთ რამეში დავრწმუნდი - ბიძინას მხოლოდ ფული უნდოდა. მერეღა გავიგე, რომ ბიძინა გამუდმებით რეკავდა რუსეთში და ფულს სთხოვდა ჩემს მეგობარს. ისიც მითხრეს, ბიძინა კუჭავას ცოლიც რეკავა და სურდა, ტელეფონის ნომრები გაეგო, რომ მერე მის ქმარს ვიღაცებისთვის ფული ეთხოვაო.

რაც შეეხება ბიძინა კუჭავს ქვრივს, მარინა ნიკოლოზაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ: "ჩემი მეუღლე აფრიკაში აპირებდა წასვლას. შეხვედრებიც დანიშნული ჰქონდა­. შესაძლოა, გოჩასაც შესთავაზა ბიზნესში ჩართვა, მაგრამ გამორიცხულია, ბიძინას პოპოვთან ბიზნესზე ელაპარაკა".

თეა ხურცილავა

გაზეთი "კვირის პალიტრა"

აიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია