საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იცის ბიძინა კუჭავას ქვრივმა ოთხ გახმაურებულ მკვლელობასა და მულის გაუჩინარებაზე
 რა იცის ბიძინა კუჭავას ქვრივმა ოთხ გახმაურებულ მკვლელობასა და მულის გაუჩინარებაზე

ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ოჯა­ხი თვით­მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას ითხოვს. ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ის თავს არ მო­იკ­ლავ­და და არც პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას მოკ­ლავ­და. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლეს, მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვილს ესა­უბ­რა. გა­ზეთ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვილ­მა ოთხ გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბას­თან მისი მე­უღ­ლის კავ­შირ­სა და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

- თქვე­ნი მე­უღ­ლის სა­ხე­ლი და­უ­კავ­ში­რეს ოთხ გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბას. ერთ-ერთ მოკ­ლულ­თან, მა­ღალ­თა­ძეს­თან მარ­თლა ჰქონ­და მას თან­ხა წა­გე­ბუ­ლი?

- სა­დაც კი მოწ­მის სა­ხით ბი­ძი­ნას გვარ­მა გა­იჟ­ღე­რა, ყველ­გან გა­მო­ი­ყე­ნეს. მაღ­ალ­თა­ძეს არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ვიცი, რომ თვი­თონ ჰქონ­და ბი­ძი­ნას ვალი 12.000 დო­ლა­რი. ბი­ძი­ნამ მი­თხრა, ისე­თი ადა­მი­ა­ნი მოკ­ვდა, რო­მელ­საც ჩემი ვალი ჰქონ­დაო. ბი­ძი­ნა ნი­ნუ­ებ­თან (უშიშ­რო­ე­ბის გე­ნე­რა­ლი თა­მაზ ნი­ნუა და მისი მე­უღ­ლე 2009 წელს მოკ­ლეს) ოჯახ­ში სა­ში­ნელ ამ­ბამ­დე ორი დღით ადრე იყო მი­სუ­ლი, თა­მაზ ნი­ნუ­ას უნ­დო­და­ ჩემი "მერ­სე­დე­სი" ეყი­და. ორი დღის შემ­დეგ მოხ­და­ მკვლე­ლო­ბა. რა შუ­ა­შია ამ საქ­მეს­თან ბი­ძი­ნა? სა­სა­მარ­თლო­ზეც არ ყო­ფი­ლა და­ბა­რე­ბუ­ლი. კი­დევ ერთი სი­ბინ­ძუ­რე გა­ის­მა­ - შვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­ა­კავ­ში­რეს. ის გერი არ იყო, შვი­ლი იყო - რეზი წლი­ნა­ხევ­რი­დან გა­ზარ­და და გვა­რიც მის­ცა. შატ­ბე­რაშ­ვილ­ზე ვნა­ხეთ მკვდა­რი, მან­ქა­ნა­ში ეს­რო­ლეს. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია.

- ამ­ბო­ბენ, თქვენს მე­უღ­ლეს დიდი თან­ხა ჰქონ­და წა­გე­ბუ­ლიო...

- ბი­ძი­ნას 2000-დან 2005 წლამ­დე აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე ჰქონ­და კა­ზი­ნო "ას­ტრა პა­ლა­სი". კა­ზი­ნოს და­ხურ­ვის მერე აღარც უთა­მა­შია.

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვე­ნი მე­უღ­ლის დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას...

- რო­გორც კი გა­უ­ჩი­ნარ­და, მა­შინ­ვე­ მივ­მარ­თეთ გა­მო­ძი­ე­ბას. ბი­ძი­ნამ კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვიც კი და­ი­ქი­რა­ვა. დამ ბინა გა­ყი­და,­ რო­მე­ლიც ბან­კში ჰქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი, ფული მის­ცეს, მაგ­რამ თან­ხა ბან­კამ­დე ვერ მი­ი­ტა­ნა. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცამ მო­ა­ტყუა.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 1 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში

ან გახ­დით გა­ზე­თის ონ­ლა­ინ-ვერ­სი­ის ხელ­მომ­წე­რი და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას აპი­რებ­და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა, რის­თვი­საც 780 000 დო­ლა­რი სჭირ­დე­ბო­და - და­ვით პო­პო­ვი საქ­მის უც­ნობ დე­ტალ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა იცის ბიძინა კუჭავას ქვრივმა ოთხ გახმაურებულ მკვლელობასა და მულის გაუჩინარებაზე

 რა იცის ბიძინა კუჭავას ქვრივმა ოთხ გახმაურებულ მკვლელობასა და მულის გაუჩინარებაზე

ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას ოჯახი თვითმკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის თავს არ მოიკლავდა და არც პროკურორ ვახტანგ ქირიას მოკლავდა. "კვირის პალიტრა" ბიძინა კუჭავას მეუღლეს, მარინა ნიკოლოზაშვილს ესაუბრა. გაზეთთან ინტერვიუში მარინა ნიკოლოზაშვილმა ოთხ გახმაურებულ მკვლელობასთან მისი მეუღლის კავშირსა და ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარებაზე ისაუბრა.

- თქვენი მეუღლის სახელი დაუკავშირეს ოთხ გახმაურებულ მკვლელობას. ერთ-ერთ მოკლულთან, მაღალთაძესთან მართლა ჰქონდა მას თანხა წაგებული?

- სადაც კი მოწმის სახით ბიძინას გვარმა გაიჟღერა, ყველგან გამოიყენეს. მაღ­ალთაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი, რომ თვითონ ჰქონდა ბიძინას ვალი 12.000 დოლარი. ბიძინამ მითხრა, ისეთი ადამიანი მოკვდა, რომელსაც ჩემი ვალი ჰქონდაო. ბიძინა ნინუებთან (უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე 2009 წელს მოკლეს) ოჯახში საშინელ ამბამდე ორი დღით ადრე იყო მისული, თამაზ ნინუას უნდოდა­ ჩემი "მერსედესი" ეყიდა. ორი დღის შემდეგ მოხდა­ მკვლელობა. რა შუაშია ამ საქმესთან ბიძინა? სასამართლოზეც არ ყოფილა დაბარებული. კიდევ ერთი სიბინძურე გაისმა­ - შვილის მკვლელობასთან დააკავშირეს. ის გერი არ იყო, შვილი იყო - რეზი წლინახევრიდან გაზარდა და გვარიც მისცა. შატბერაშვილზე ვნახეთ მკვდარი, მანქანაში ესროლეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.

- ამბობენ, თქვენს მეუღლეს დიდი თანხა ჰქონდა წაგებულიო...

- ბიძინას 2000-დან 2005 წლამდე აღმაშენებელზე ჰქონდა კაზინო "ასტრა პალასი". კაზინოს დახურვის მერე აღარც უთამაშია.

- რაც შეეხება თქვენი მეუღლის დის გაუჩინარებას...

- როგორც კი გაუჩინარდა, მაშინვე­ მივმართეთ გამოძიებას. ბიძინამ კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა. დამ ბინა გაყიდა,­ რომელიც ბანკში ჰქონდა ჩადებული, ფული მისცეს, მაგრამ თანხა ბანკამდე ვერ მიიტანა. როგორც ჩანს, ვიღაცამ მოატყუა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ასევე დაგაინტერესებთ: რა ბიზნესის წამოწყებას აპირებდა ბიძინა კუჭავა, რისთვისაც 780 000 დოლარი სჭირდებოდა - დავით პოპოვი საქმის უცნობ დეტალზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ