"ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი საყვარელი საჭორაო თემა ბესელიაზე კომპრომატების მოყოლა და ჩვენება იყო"

"ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი საყვარელი საჭორაო თემა ბესელიაზე კომპრომატების მოყოლა და ჩვენება იყო"

რატომ შეხვდა ანასტასია ზაუტაშვილს და როდის დაასახელებს წყაროს, რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს, დეპუტატ ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის კორუმპირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა? - kvirispalitra.ge -ს კითხვებს თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი პასუხობს:

- დაახლოებით, ორი კვირის წინ, ანასტასია ზაუტაშვილმა რამდენჯერმე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. დავთანხმდი და პროცედურების სრული დაცვით, 22 იანვარს, 11 საათზე მსჯავრდებულს შევხვდი. როგორც კი, ჩვენი შეხვედრის შესახებ ბესელია-კობახიძისთვის გახდა ცნობილი, სრულ ისტერიკაში ჩავარდნენ.

- დეპუტატების ისტერიკა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა?

- უშვერი სიტყვებით დამიწყეს ლანძღვა. ბესელიამ ხუთი კითხვა ჩამოწერა, რომელსაც ოროსანი ბავშვიც კი არ დასვამდა.

- თუ ბესელია დაინტერედა, როგორც საქმის მოწმე, მეორე დაპირისპირებულ მოწმესთან შეხვედრაზე რატომ აღმოჩნდი, ეს რატომ გახდა შენთვის მიუღებელი?

- როგორც გითხარით, შეხვედრა ანასტასია ზაუტაშვილის ინიციატივით დაიგეგმა, რომელსაც ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დავპირდი.

- დავაზუსტოთ - დღეს შენ და ანასტასია ზაუტაშვილი ბესელია-კობახიძის წინააღმდეგ ერთ ფლანგზე ხართ?

- რასაც ბესელია და კობახიძე აკეთებდნენ, მე ვერ ვიკადრებ. ისინი ჩემ წინააღმდეგ პოლიტპატიმრებსა და ანასტასია ზაუტაშვილს იყენებდნენ, მე კი არ ვაპირებ მსჯავრდებულის საშუალებით ვინმეს ვებრძოლო. კორუმპირებულ პოლიტიკოსებთან პატიოსნად ვიბრძოლებ.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."