"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში გაეროს კომისრის მიერ დასახელებულ დროს (2014 წლის ნოემბერი) მსახურობდა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება მიმდინარეობს, რესპონდენტის ვინაობის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებთ. აი, რას უყვება ქართველი ჯარისკაცი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას":
"ბანგიში, ქართული კონტინგენტის დისლოკაციის ადგილს ლტოლვილთა ბანაკი ესაზღვრება, სადაც ადგილობრივი ბანდიტური დაჯგუფებებისგან გაღატაკებულ-დაბეჩავებული ხალხი ბარაკებში ცხოვრობს. იმდენად უჭირთ, რომ ფულის საშოვნელად ყველაფერს კადრულობენ. მაგალითად, ბანაკის და ქალაქის დამაკავშირებელ გზაზე მიმავალმა მძღოლებმა იციან, თუ ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა მათი მანქანის საბურავქვეშ ლტოლვილი აღმოჩნდეს - გაჭირვებულები რისკზე მიდიან და გამიზნულად უვარდებიან ავტომობილს იმ იმედით, რომ მცირედ დაზიანებას და სანაცვლოდ დიდ ფულს მიიღებენ. ხშირია წყლისა და საკვების ნაცვლად სექსმომსახურების შეთავაზებაც. მშიერ-მწყურვალი და უკიდურესად მძიმე პირობებში მყოფი ხალხი გროშების სანაცვლოდ, მზად არის უკადრებელი იკადროს... ერთხელ, სწორედ ჩვენ თვალწინ ერთ ქალს ვითომ გული შეუწუხდა. მაშინვე დასახმარებლად მივცვივდით. ქალმა კი მადლობის ნაცვლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო. არაფერიც არ მივეცით. ქალი წამოხტა და გაიქცა, მალე კი პოლიციასთან ერთად დაბრუნდა... აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო პოლიცია უკან გაბრუნდა...
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად