პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფატუ ბენსუდა - გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან
ფატუ ბენსუდა - გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან

გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებ­ზე შე­ტე­ვა იყო რო­გორც რუ­სე­თის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, - ამის შე­სა­ხებ ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა ფატუ ბენ­სუ­დამ "მო­ამ­ბეს­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენს იუ­რის­დიქ­ცი­ში შე­დის კა­ცო­ბი­რო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, ომის და­ნა­შა­უ­ლი და გე­ნო­ცი­დი. ოფი­სი გა­მო­ი­ძი­ებს, მა­გა­ლი­თად, სამ­შვი­დო­ე­ბე­ბის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტებს. ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებ­ზე შე­ტე­ვა იყო ორი­ვე - რო­გორც რუ­სე­თის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან. ამის შე­სა­ხებ ვა­პი­რებთ, რომ ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძი­ოთ", - აღ­ნიშ­ნა ბენ­სუ­დამ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, ბენ­სუ­და აცხა­დებს, რომ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად შეძ­ლებს ფაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბას. პრო­კუ­რო­რის თქმით, მა­გა­ლი­თად, უგან­დას შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ძი­ე­ბა 1 წელი გაგ­რძელ­და, კონ­გო­ში – 18 თვე, სხვა მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში – 3 წელი. "ეს წა­ი­ღებს იმ­დენ დროს, რამ­დე­ნიც გა­მო­ძი­ე­ბას დას­ჭირ­დე­ბა", - დას­ძი­ნა ფატუ ბენ­სუ­დამ.

ბენ­სუ­და იმე­დოვ­ნებს, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რუ­სე­თი პრო­კუ­რო­რის ოფის­თან ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ, თუმ­ცა ასე რომ არ მოხ­დეს, აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არ შე­ფერ­ხდე­ბა.

"ჩვენ ახ­ლა­ხან მი­ვი­ღეთ ნე­ბარ­თვა, რომ უნდა გა­მო­ვი­ძი­ოთ სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. რო­გორც ჩემი ოფი­სი აფა­სებს, შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში სამ­ხრეთ ოსე­თი იყო და არის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი. ამი­ტომ ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ძი­ოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, მათ შო­რის, სამ­ხრეთ ოსეთ­ში. ძა­ლი­ან ად­რეა იმის თქმა, რომ შევ­ძლებთ ან ვერ შევ­ძლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო, ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, მაგ­რამ ახ­ლა­ვე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მო­თხოვ­ნას გა­ვაგ­ზავ­ნით", - გა­ნა­ცხა­და ბენ­სუ­დამ.

კი­თხვა­ზე, შევა თუ არა ჩიხ­ში გა­მო­ძი­ე­ბა, თუ რუ­სეთ­მა და სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცა­დეს, ბენ­სუ­და პა­სუ­ხობს, რომ "არა, ეს არ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა".

"ეს არ შე­ა­ფერ­ხებს და არ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა მთლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, მაგ­რამ მა­ინც იმე­დი მაქვს, რომ დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა ოფისს. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ კონ­ფლიქ­ტის ყვე­ლა მხა­რეს, რომ ითა­ნამ­შრომ­ლონ ჩემს ოფის­თან, ეს არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ და­ვად­გი­ნოთ სი­მარ­თლე. გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნას­წარ ეტაპ­ზე ჩვენ მი­ვი­ღეთ მა­სა­ლე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ასე­ვე, სხვა­თა შო­რის, რუ­სე­თი­დან. მათ ნამ­დვი­ლად გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს დო­კუ­მენ­ტე­ბი და მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლეს, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლომ. მე ამ მო­მენ­ტის­თვის ვი­ტყო­დი, რომ მჯე­რა, მწამს, იმე­დი მაქვს, რომ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან წა­მო­ვიდ­ნენ კონ­ტაქ­ტზე და ჯერ ვერ ვი­ტყვი, რომ ხელს გვიშ­ლი­ან. წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის დრო­საც არ იყო რუ­სე­თი რო­მის სტა­ტუ­ტის წევ­რი, მაგ­რამ ჩვენ­თან ითა­ნამ­შრომ­ლეს", - გა­ნა­ცხა­და ფატუ ბენ­სუ­დამ.

ბენ­სუ­დას თქმით, როცა იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ამა თუ იმ პი­რის მიერ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს იუ­რის­დიქ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შუ­ა­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ, ის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის გა­ცე­მას მო­ი­თხოვს.

"სა­სა­მარ­თლო ქვეყ­ნებს შო­რის და­ვის გარ­კვე­ვით არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მან­და­ტი არ არის სა­უ­ბა­რი თუნ­დაც ტე­რი­ტო­რი­ულ სა­ზღვრებ­ზე და ა.შ. ეს არ არის ჩვე­ნი საქ­მე. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მოვ­ძებ­ნოთ ჩა­დე­ნილ სის­ხლის სა­მარ­თლის ყო­ველ კონ­კრე­ტულ და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი, ამი­ტომ არის სა­ჭი­რო მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ და გა­მო­ვავ­ლი­ნოთ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი, ვინც უნდა აგოს პა­სუ­ხი. მხო­ლოდ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მიგ­ვიყ­ვანს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პი­რე­ბამ­დე. ამ პი­რებ­ზე მო­ვი­თხოვთ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის გა­ცე­მას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთი პირი ან ერ­თზე მეტი", - გა­ნა­ცხა­და ბენ­სუ­დამ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა იმ პრო­ცე­დუ­რებ­ზე, რო­მელ­საც პრო­კუ­რო­რის ოფი­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ძი­ე­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ივ­ლის.

"პირ­ვე­ლი, რაც მჭირ­დე­ბა, ეს ჩემი გუნ­დია. აქ უმ­თავ­რე­სი, გა­დამ­წყვე­ტი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ჩემი ოფი­სი იწყებს გა­მო­ძი­ე­ბას და სხვა არა­ვინ. ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებს ამას ჩვენს ნაც­ვლად ან ჩვენ­თვის. უნდა გა­ა­კე­თოს გუნ­დმა, რო­მელ­საც მე შევ­ქმნი. ახლა ვი­წყებ გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. და­ვი­წყებთ ძებ­ნას და უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც შე­ხე­ბა ჰქო­ნი­ათ, ანა­ლიზ­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. რო­დე­საც გვე­ყო­ლე­ბა გუნ­დი, გან­ვსა­ზღვრავთ, ვინ ჩა­ა­ტა­რებს გა­მო­ძი­ე­ბას. ასე­ვე დავ­გეგ­მავთ ვი­ზი­ტებს ყველ­გან, სა­დაც ჩავ­თვლით სა­ჭი­როდ. რა თქმა უნდა, ეს ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მის ნა­წილს, სამ­ხრეთ ოსეთ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას. ამის შემ­დეგ გა­ვაგ­რძე­ლებთ გა­მო­ძი­ე­ბას. გვექ­ნე­ბა გეგ­მა, შე­ვად­გენთ სტრა­ტე­გი­ას. ეს სა­მუ­შაო, მა­სა­ლე­ბი და მთე­ლი პრო­ცე­სი არის სრუ­ლი­ად კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი. შე­ვაგ­რო­ვებთ, გა­მო­ვი­ძი­ებთ და მოვა დრო, რო­დე­საც ჩვენ გა­ვა­კე­თებთ შე­ფა­სე­ბას. მე მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მო­ვი­და თუ არა დრო, მივ­მარ­თო ისევ მო­სა­მარ­თლე­ებს, მო­ვი­თხო­ვო და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის გა­ცე­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მი­მართ, მო­ვი­თხო­ვო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი და ჩემი გუნ­დის აზ­რით, უნდა წარ­დგნენ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბენ­სუ­დამ.

პრო­კუ­რორ­მა კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ში ერ­თვე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ის ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე არ არის გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. ბენ­სუ­დას თქმით, რუ­სეთ­ში ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და იგი მო­ნი­ტო­რინგს უწევს პრო­ცესს, თუმ­ცა ქარ­თულ­მა მხა­რემ გა­სუ­ლი წლის მარ­ტში გა­და­წყვი­ტა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა შე­ე­წყვი­ტა.

"ჩემი, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რის რო­ლია, რო­მის სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით თუ ად­გი­ლი ჰქონ­და და­ნა­შა­ულს და არა­ვინ სხვა თუ არ აპი­რებს გა­მო­ძი­ე­ბას, მა­შინ სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რი უნდა ჩა­ერ­თოს. სა­ქარ­თვე­ლო რო­მის სტა­ტუ­ტის წევ­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო მო­ვა­ლეა და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ გა­მო­ი­ძი­ოს, მაგ­რამ თუ სა­ქარ­თვე­ლოს არ შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა, ან არ აქვს სურ­ვი­ლი, მა­შინ სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რი ერ­თვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბენ­სუ­დამ და დას­ძი­ნა, რომ მას სჭირ­დე­ბა მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

იხი­ლეთ ვი­დეო

ფატუ ბენსუდა - გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან

ფატუ ბენსუდა - გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან

გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენს იურისდიქციში შედის კაცობირობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ომის დანაშაული და გენოციდი. ოფისი გამოიძიებს, მაგალითად, სამშვიდოებების მკვლელობის ფაქტებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო ორივე - როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან. ამის შესახებ ვაპირებთ, რომ ინფორმაცია მოვიძიოთ", - აღნიშნა ბენსუდამ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება, ბენსუდა აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ფაქტების მოძიებას. პროკურორის თქმით, მაგალითად, უგანდას შემთხვევაში გამოძიება 1 წელი გაგრძელდა, კონგოში – 18 თვე, სხვა მსგავს შემთხვევებში – 3 წელი. "ეს წაიღებს იმდენ დროს, რამდენიც გამოძიებას დასჭირდება", - დასძინა ფატუ ბენსუდამ.

ბენსუდა იმედოვნებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი პროკურორის ოფისთან ითანამშრომლებენ, თუმცა ასე რომ არ მოხდეს, აცხადებს, რომ გამოძიება არ შეფერხდება.

"ჩვენ ახლახან მივიღეთ ნებართვა, რომ უნდა გამოვიძიოთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული. როგორც ჩემი ოფისი აფასებს, შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ საქართველოში ჩადენილი დანაშაული, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში. ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ შევძლებთ ან ვერ შევძლებთ თანამშრომლობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო, ხაზგასმით ვამბობ, დე ფაქტო ხელისუფლებასთან, მაგრამ ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნას გავაგზავნით", - განაცხადა ბენსუდამ.

კითხვაზე, შევა თუ არა ჩიხში გამოძიება, თუ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ თანამშრომლობაზე უარი განაცადეს, ბენსუდა პასუხობს, რომ "არა, ეს არ იქნება პრობლემა".

"ეს არ შეაფერხებს და არ იქნება პრობლემა მთლიანი გამოძიებისთვის, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დაეხმარება ოფისს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, რომ ითანამშრომლონ ჩემს ოფისთან, ეს არის საჭირო იმისთვის, რომ დავადგინოთ სიმართლე. გამოძიების წინასწარ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ მასალები როგორც საქართველოდან, ასევე, სხვათა შორის, რუსეთიდან. მათ ნამდვილად გამოგვიგზავნეს დოკუმენტები და მჭიდროდ ითანამშრომლეს, ისევე, როგორც საქართველომ. მე ამ მომენტისთვის ვიტყოდი, რომ მჯერა, მწამს, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება, რადგან წამოვიდნენ კონტაქტზე და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ხელს გვიშლიან. წინასწარი გამოძიების დროსაც არ იყო რუსეთი რომის სტატუტის წევრი, მაგრამ ჩვენთან ითანამშრომლეს", - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

ბენსუდას თქმით, როცა იქნება საკმარისი მტკიცებულებები ამა თუ იმ პირის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენის შესახებ, ის დაპატიმრების ორდერის გაცემას მოითხოვს.

"სასამართლო ქვეყნებს შორის დავის გარკვევით არ არის დაკავებული. ჩვენი მანდატი არ არის საუბარი თუნდაც ტერიტორიულ საზღვრებზე და ა.შ. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ ჩადენილ სისხლის სამართლის ყოველ კონკრეტულ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები, ამიტომ არის საჭირო მყარი მტკიცებულებები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და გამოვავლინოთ პასუხისმგებელი პირები, ვინც უნდა აგოს პასუხი. მხოლოდ მტკიცებულებები მიგვიყვანს ინდივიდუალურ პირებამდე. ამ პირებზე მოვითხოვთ დაპატიმრების ორდერის გაცემას. ეს შეიძლება იყოს ერთი პირი ან ერთზე მეტი", - განაცხადა ბენსუდამ.

მან ასევე ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომელსაც პროკურორის ოფისი სასამართლოს მიერ გამოძიების ნებართვის მიღების შემდეგ გაივლის.

"პირველი, რაც მჭირდება, ეს ჩემი გუნდია. აქ უმთავრესი, გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია, რომ ჩემი ოფისი იწყებს გამოძიებას და სხვა არავინ. ვერავინ გააკეთებს ამას ჩვენს ნაცვლად ან ჩვენთვის. უნდა გააკეთოს გუნდმა, რომელსაც მე შევქმნი. ახლა ვიწყებ გუნდის ჩამოყალიბებას. დავიწყებთ ძებნას და უპირატესობა მიენიჭება იმ ადამიანებს, რომელთაც შეხება ჰქონიათ, ანალიზში იყვნენ ჩართულები. როდესაც გვეყოლება გუნდი, განვსაზღვრავთ, ვინ ჩაატარებს გამოძიებას. ასევე დავგეგმავთ ვიზიტებს ყველგან, სადაც ჩავთვლით საჭიროდ. რა თქმა უნდა, ეს ეხება საქართველოს, მის ნაწილს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას. ამის შემდეგ გავაგრძელებთ გამოძიებას. გვექნება გეგმა, შევადგენთ სტრატეგიას. ეს სამუშაო, მასალები და მთელი პროცესი არის სრულიად კონფიდენციალური. შევაგროვებთ, გამოვიძიებთ და მოვა დრო, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ შეფასებას. მე მივიღებ გადაწყვეტილებას, მოვიდა თუ არა დრო, მივმართო ისევ მოსამართლეებს, მოვითხოვო დაპატიმრების ორდერის გაცემა ინდივიდუალური პირების მიმართ, მოვითხოვო პირები, რომლებიც ჩემი და ჩემი გუნდის აზრით, უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე. ეს დამოკიდებული იქნება ჩემს გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა ბენსუდამ.

პროკურორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქმეში ერთვება მაშინ, როდესაც ის ადგილობრივ დონეზე არ არის გამოძიებული. ბენსუდას თქმით, რუსეთში ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს და იგი მონიტორინგს უწევს პროცესს, თუმცა ქართულმა მხარემ გასული წლის მარტში გადაწყვიტა, რომ გამოძიება შეეწყვიტა.

"ჩემი, როგორც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის როლია, რომის სტატუსის მიხედვით თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს და არავინ სხვა თუ არ აპირებს გამოძიებას, მაშინ სასამართლოს პროკურორი უნდა ჩაერთოს. საქართველო რომის სტატუტის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული, პირველ რიგში, საქართველო მოვალეა და პასუხისმგებელი, რომ გამოიძიოს, მაგრამ თუ საქართველოს არ შეუძლია ამის გაკეთება, ან არ აქვს სურვილი, მაშინ სასამართლოს პროკურორი ერთვება", - განაცხადა ბენსუდამ და დასძინა, რომ მას სჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."