პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვის სად გაექცა ენა სოციალურ ქსელში, ეს ჩემი პრობლემა არ არის" - რას ყვება უშგულის სასტუმროს მფლობელი, სადაც გადამღები ჯგუფის წევრები ცხოვრობდნენ
"ვის სად გაექცა ენა სოციალურ ქსელში, ეს ჩემი პრობლემა არ არის" - რას ყვება უშგულის სასტუმროს მფლობელი, სადაც გადამღები ჯგუფის წევრები ცხოვრობდნენ

დიდ­თოვ­ლო­ბი­სა და გზა­ზე ჩა­მო­წო­ლი­ლი ზვა­ვე­ბის გამო უშ­გულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი 30 კა­ცი­ა­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი წუ­ხელ გვი­ან ღა­მით მეს­ტი­ა­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც ისი­ნი გუ­შინ­ვე თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დნენ. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­დამ­ღებ ჯგუფს საკ­ვე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ ჰქონ­დათ და იყი­ნე­ბოდ­ნენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ambebi.ge მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

რო­გორც ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მის მი­მართ გა­მო­ით­ქვა, სა­ფუძ­ვეს მოკ­ლე­ბუ­ლია. დე­პუ­ტა­ტი გან­მარ­ტავს, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უშ­გულ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბო­და მე­ქა­ნი­ზა­ტო­რე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შექ­მნო­და. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უსა­ფუძ­ვლოა გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხე­ბაც, თით­ქოს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა გა­დამ­ღებ ჯგუფს ხელს არ უწყობ­და - მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლომ ფილ­მის გა­და­ღე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით ბი­უ­ჯე­ტი­დან 15 000 ლა­რიც კი გა­მო­ყო.

- ბა­ტო­ნო ვიქ­ტორ, რამ­დე­ნი დღის გან­მა­ლო­ბა­ში ვერ ახერ­ხებ­და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი უშ­გუ­ლი­დან გამ­გზავ­რე­ბას და რა გახ­და შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზი?

- მათ ოთხშა­ბათს და­ას­რუ­ლეს გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი, ხუდ­შა­თათს და პა­სას­კევს გზა და­კე­ტი­ლი იყო, შა­ბათს კი უკვე მო­ხერ­ხდა მათი მეს­ტი­ა­ში ჩა­მოყ­ვა­ნა. ამ გზის მოვ­ლა-შე­ნახ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს კომ­პა­ნია Newconstraction-ს, რო­მელ­მაც ეს უფ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ტენ­დე­რით მო­ი­გო. სათ­ქმე­ლია ისიც, რომ კომ­პა­ნია და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას ჯე­როვ­ნად ვერ ას­რუ­ლობს, მათ არ გა­აჩ­ნი­ათ სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კა სა­მუ­შა­ო­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად შე­სას­რუ­ლებ­ლად.

სო­ფელ უშ­გუ­ლი­სა და სო­ფელ კა­ლას გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე ჩა­მოწ­ვა ზვა­ვი, რო­მელ­მაც შე­ა­ფერ­ხა მოძ­რა­ო­ბა. აგ­რეთ­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ კი­დევ გან­მე­ორ­დე­ბო­და ზვა­ვი და აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წარ­მო­ე­ბა, რად­გა­ნაც არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა მე­ქა­ნი­ზა­ტორს უბ­რძა­ნოს სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა და ამით საფრ­თხე­ში ჩა­აგ­დოს მისი სი­ცო­ცხლე. მე­ქა­ნი­ზა­ტორ­მა მი­თხრა, რომ ვერ გა­ივ­ლი­და ამ გზას ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, მა­ინც ვთხო­ვე, რომ იქ­ნებ ეცა­და, მან კი მკი­თხა, გა­ვუშ­ვებ­დი თუ არა სა­კუ­თარ შვილს ასეთ სა­ხი­ფა­თო სა­მუ­შა­ო­ზე, რა პა­სუ­ხი უნდა გა­მე­ცა? რა უფ­ლე­ბა მაქვს ამ დროს და­ვა­ძა­ლო და მისი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში ჩა­ვაგ­დო?

ახა­ლი ამ­ბა­ვია, რომ უშ­გულ­ში თოვ­ლი მო­ვი­და? თბი­ლის ქუ­თა­ი­სის გზა არ იყო და­კე­ტი­ლი? რი­კო­თი არ და­ი­კე­ტა? აჭა­რა­ში არ იყო იგი­ვე პრობ­ლე­მა? ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე მა­ღალ და­სახ­ლე­ბა­ში უკ­ვირთ დიდ­თოვ­ლო­ბის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო გზა­ზე მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა?

- გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ თქვენ და­რე­კეთ იმ ოჯახ­ში, სა­დაც ჯგუ­ფი იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი და უხე­შად ელა­პა­რა­კეთ...

- ესეც სიც­რუ­ეა, მე ვთხო­ვე და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ნათ ჩემ­თვის ის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­თა­ნაც იყ­ვნენ და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლე­ბი. ვუ­თხა­რი ამ ქალ­ბა­ტონს, რომ ვერ და­ვი­ჯე­რებ­დი, თით­ქოს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებს რა­მეს აკ­ლებ­დნენ, მაგ­რამ ყვე­ლა ხარჯს მე ავი­ღებ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე და მათ­თვის არა­ფე­რი მო­ეკ­ლოთ. ამ ქალ­ბა­ტონ­მა იუ­ა­რა, მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­დათ და კუბ­და­რით და­წყე­ბუ­ლი ხორ­ცით დამ­თავ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი არ აკ­ლდათ. თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, უშ­გულ­ში იყ­ვნენ და იქ საჭ­მელს არ აჭ­მევ­დნენ? ამას ვინ და­ი­ჯე­რებს, ეს არის მათი სი­მარ­თლე. გარ­და ამი­სა, ფილ­მის რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი თვი­თონ უშ­გუ­ლი­და­ნაა, ვინ­მე და­ი­ჯე­რებს იმას, რომ მის სო­ფელ­ში ჰყავ­და ჯგუ­ფი ჩაყ­ვა­ნი­ლი და საკ­ვე­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ? ეს ხომ მა­რი­ა­მის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ცაა? კარ­გი, ვთქვათ ჩვენ ყვე­ლა ცუ­დე­ბი ვართ, და­ვი­ჯე­რო, რომ მა­რი­ამ­მა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ სო­ფელ­ში უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვა? ეს ხომ აბ­სურ­დია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით თავს ჭრი­ან უშ­გულს და მთელ სვა­ნეთს.

- გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თქვენ მათ აგ­რე­სი­უ­ლად ესა­უბ­რე­ბო­დით, გარ­და ამი­სა, გა­ნუ­ცხა­დეთ, რომ ისი­ნი თქვენ სვა­ნეთ­ში არ მი­გიწ­ვე­ვი­ათ...

- დიახ, მე ნამ­დვი­ლად არ მი­მიწ­ვე­ვია ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბის პრო­ცესს. ვთხო­ვე, რომ რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო უშ­გულ­ში წას­ვლა გა­და­ე­დოთ, მათ არ და­მი­ჯე­რეს. რა ეგო­ნათ სად მი­დი­ო­დენ? სვა­ნე­თია ეს, უშ­გუ­ლი, 2400 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ზღვის დო­ნი­დან. კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი ხან რო­გორ იც­ვლე­ბა და ხან რო­გორ. ხომ უნდა ჰქო­ნო­დათ რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც არა? ჩვენ არ დაგ­ვი­ჯე­რეს.

გარ­და ამი­სა, მათ­თან მაშ­ვე­ლე­ბიც გა­ემ­გზავ­რენ, სა­ში­ნელ ამინ­დში გზის და­კე­ტი­ლი და ზვავ­სა­ში­ში მო­ნაკ­ვე­თი ფე­ხით გა­ი­ა­რეს და რომ ნა­ხეს იქ არა­ვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და, მაშ­ვე­ლებ­მა არ გა­რის­კეს ზვავ­სა­ში ზო­ნის კვლავ გავ­ლა და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა, რად­გან არ იყო გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და არა­ვის სი­ცო­ცხლეს უშ­გულ­ში საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და. ჯგუ­ფის წევ­რებ­მა თქვეს რომ უბ­რა­ლოდ წას­ვლა უნ­დო­დათ..

გად­მოყ­ვა­ნის პრო­ცეს­შიც ორ­ჯერ ჩა­მოწ­ვა ზვა­ვი, აგ­რეთ­ვე გა­ფუჭ­და მე­ქა­ნი­ზა­ტო­რი, რო­მელ­საც -30 გრა­დუს ყინ­ვა­ში არე­მონ­ტებ­დნენ, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, მე­ქა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მა­ინც შეძ­ლესს გზის გახ­სნა და მო­ა­ხერ­ხეს ამ ჯგუ­ფის გად­მოყ­ვა­ნა, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მათ.

- გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს...

- ეს ისე­ვე შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი. მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლომ ფილ­მის გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სის და­სახ­მა­რებ­ლად 15 000 ლარი გა­მო­ყო. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ ამას გა­ა­კე­თებ­დნენ? ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ თუ რა?

მე მა­ინ­ტე­რე­სებს რამ­დენ­მა მათ­გან­მა მი­ა­კი­თხა სა­ა­ვად­მყო­ფოს, ხომ ამ­ბობ­დნენ ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ­თო? რა­ტომ არ მი­ა­კი­თხეს მეს­ტი­ის ან ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფოს? იმი­ტომ, რომ იტყუ­ე­ბოდ­ნენ!

ambebi.ge იმ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს მფლო­ბელს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვნენ და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლე­ბი. რო­გორც ლა­ერტ ჩარ­კვი­ან­მა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და ჯგუფს უშ­გულ­ში ყო­ფის დროს საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა არ შექ­მნია.

"საკ­ვე­ბის პრობ­ლე­მა მათ ჩვენ­თან ყოფ­ნის დროს არ ჰქო­ნი­ათ. ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე ნამ­დვი­ლად და­უ­კავ­შირ­და ჩემს მე­უღ­ლეს და იკი­თხა, ნამ­დვი­ლად იყო თუ არა ეს პრობ­ლე­მა. ჯგუ­ფის წევ­რებს ალ­ბათ ერი­დე­ბო­დათ იმის გამო, რომ ჩვენ მათ ფულს არ გა­მო­ვარ­თმევ­დით. გზა რომ იკე­ტე­ბა უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს არ ვახ­დე­ვი­ნებ და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებს და ქარ­თვე­ლებს რო­გორ გა­მო­ვარ­თმევ­დი. ვის სად გა­ექ­ცა თითი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ვის სად გა­ექ­ცე­ვა ენა ეს ჩემი პრობ­ლე­მა არ არის", - გა­ნა­ცხა­და ლა­ერტ ჩარ­კვი­ან­მა.

ჩვენ უშ­გუ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტის ექიმ ელე­ნე პირ­ველ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით და უშ­გულ­ში ყოფ­ნის დროს ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით. ელე­ნე პირ­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, იგი ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით და­უ­კავ­შირ­და გა­დამ­ღებ ჯგუფს და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო. მე­ო­რე დღეს კი ისი­ნი სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით მო­ი­ნა­ხუ­ლა და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

"მე და­მი­რე­კეს მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ზა­მირ რა­ტი­ან­მა და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ელი­სო ზუ­რე­ბი­ან­მა. მი­თხრეს, რომ უშ­გულ­ში გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ავად იყ­ვნენ. მე და­ვუ­რე­კე ამ ადა­მი­ა­ნებს და შევ­თა­ვა­ზე სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, რა­ზეც მათ უარი თქვეს. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა და წამ­ლე­ბი გვინ­დაო, ხოლო რა წამ­ლე­ბიც ჩვენ გვჭირ­დე­ბა თქვენ არ გაქ­ვთო. მე­ო­რე დღეს მა­ინც მი­ვე­დი მათ­თან და გვუ­წიე პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა. მეს­ტი­ის გამ­გე­ო­ბა­მაც მი­ა­წო­დათ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ჩვენ ვნა­ხეთ სამი პა­ცი­ენ­ტი, ერთი პა­ცი­ენ­ტი იყო არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ით და ორი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით", - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე პირ­ველ­მა.

ლაშა ჯა­ფა­რი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ვის სად გაექცა ენა სოციალურ ქსელში, ეს ჩემი პრობლემა არ არის" - რას ყვება უშგულის სასტუმროს მფლობელი, სადაც გადამღები ჯგუფის წევრები ცხოვრობდნენ

"ვის სად გაექცა ენა სოციალურ ქსელში, ეს ჩემი პრობლემა არ არის" - რას ყვება უშგულის სასტუმროს მფლობელი, სადაც გადამღები ჯგუფის წევრები ცხოვრობდნენ

დიდთოვლობისა და გზაზე ჩამოწოლილი ზვავების გამო უშგულში ჩარჩენილი 30 კაციანი გადამღები ჯგუფი წუხელ გვიან ღამით მესტიაში ჩაიყვანეს, საიდანაც ისინი გუშინვე თბილისში დაბრუნდნენ. გავრცელდა  ინფორმაცია, რომ გადამღებ ჯგუფს საკვები და მედიკამენტები არ ჰქონდათ და იყინებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად  ambebi.ge მესტიის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს დაუკავშირდა.

როგორც ვიქტორ ჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ბრალდებები, რომელიც მის მიმართ გამოითქვა, საფუძვეს მოკლებულია. დეპუტატი განმარტავს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში უშგულთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოების შესრულება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ზვავსაშიშროების გამო, შეიძლებოდა მექანიზატორების სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა. მისივე განცხადებით, უსაფუძვლოა განცხადება იმის შესახებაც, თითქოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადამღებ ჯგუფს ხელს არ უწყობდა - მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფილმის გადაღებისთვის ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტიდან 15 000 ლარიც კი გამოყო.

- ბატონო ვიქტორ, რამდენი დღის განმალობაში ვერ ახერხებდა გადამღები ჯგუფი უშგულიდან გამგზავრებას და რა გახდა შეფერხების მიზეზი?

- მათ ოთხშაბათს დაასრულეს გადაღების პროცესი, ხუდშათათს და პასასკევს გზა დაკეტილი იყო, შაბათს კი უკვე მოხერხდა მათი მესტიაში ჩამოყვანა. ამ გზის მოვლა-შენახვის ვალდებულება აქვს კომპანია Newconstraction-ს, რომელმაც ეს უფლება რამდენიმე წლის წინ ტენდერით მოიგო. სათქმელია ისიც, რომ კომპანია დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულობს, მათ არ გააჩნიათ სათანადო ტექნიკა სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად.

სოფელ უშგულისა და სოფელ კალას გზის მონაკვეთზე ჩამოწვა ზვავი, რომელმაც შეაფერხა მოძრაობა. აგრეთვე მოსალოდნელი იყო, რომ კიდევ განმეორდებოდა ზვავი და აღნიშნულის გამო გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლებელი იყო გაწმენდითი სამუშაოების დაუყოვნებლივ წარმოება, რადგანაც არავის აქვს უფლება მექანიზატორს უბრძანოს სამუშაოების წარმოება და ამით საფრთხეში ჩააგდოს მისი სიცოცხლე. მექანიზატორმა მითხრა, რომ ვერ გაივლიდა ამ გზას ზვავსაშიშროების გამო, მაინც ვთხოვე, რომ იქნებ ეცადა, მან კი მკითხა, გავუშვებდი თუ არა საკუთარ შვილს ასეთ სახიფათო სამუშაოზე, რა პასუხი უნდა გამეცა? რა უფლება მაქვს ამ დროს დავაძალო და მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდო?

ახალი ამბავია, რომ უშგულში თოვლი მოვიდა? თბილის ქუთაისის გზა არ იყო დაკეტილი? რიკოთი არ დაიკეტა? აჭარაში არ იყო იგივე პრობლემა? ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში უკვირთ დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო გზაზე მოძრაობის შეფერხება?

- გადამღები ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ თქვენ დარეკეთ იმ ოჯახში, სადაც ჯგუფი იყო დაბინავებული და უხეშად ელაპარაკეთ...

- ესეც სიცრუეა, მე ვთხოვე დაელაპარაკებინათ ჩემთვის ის ქალბატონი, რომელთანაც იყვნენ დაბინავებულები. ვუთხარი ამ ქალბატონს, რომ ვერ დავიჯერებდი, თითქოს გადამღები ჯგუფის წევრებს რამეს აკლებდნენ, მაგრამ ყველა ხარჯს მე ავიღებდი საკუთარ თავზე და მათთვის არაფერი მოეკლოთ. ამ ქალბატონმა იუარა, მითხრა, რომ ყველაფერი ჰქონდათ და კუბდარით დაწყებული ხორცით დამთავრებული არაფერი არ აკლდათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, უშგულში იყვნენ და იქ საჭმელს არ აჭმევდნენ? ამას ვინ დაიჯერებს, ეს არის მათი სიმართლე. გარდა ამისა, ფილმის რეჟისორი მარიამ ხაჭვანი თვითონ უშგულიდანაა, ვინმე დაიჯერებს იმას, რომ მის სოფელში ჰყავდა ჯგუფი ჩაყვანილი და საკვების პრობლემა შეექმნათ? ეს ხომ მარიამის შეურაცხყოფაცაა? კარგი, ვთქვათ ჩვენ ყველა ცუდები ვართ, დავიჯერო, რომ მარიამმა ეს ადამიანები საკუთარ სოფელში უყურადღებოდ დატოვა? ეს ხომ აბსურდია. ეს ადამიანები თავიანთი განცხადებებით თავს ჭრიან უშგულს და მთელ სვანეთს.

- გადამღები ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ თქვენ მათ აგრესიულად ესაუბრებოდით, გარდა ამისა, განუცხადეთ, რომ ისინი თქვენ სვანეთში არ მიგიწვევიათ...

- დიახ, მე ნამდვილად არ მიმიწვევია ეს ადამიანები, მაგრამ ვგულშემატკივრობდი ამ ფილმის გადაღების პროცესს. ვთხოვე, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო უშგულში წასვლა გადაედოთ, მათ არ დამიჯერეს. რა ეგონათ სად მიდიოდენ? სვანეთია ეს, უშგული, 2400 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. კლიმატური პირობები ხან როგორ იცვლება და ხან როგორ. ხომ უნდა ჰქონოდათ რაღაც ინფორმაცია მაინც არა? ჩვენ არ დაგვიჯერეს.

გარდა ამისა, მათთან მაშველებიც გაემგზავრენ, საშინელ ამინდში გზის დაკეტილი და ზვავსაშიში მონაკვეთი ფეხით გაიარეს და რომ ნახეს იქ არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაშველებმა არ გარისკეს ზვავსაში ზონის კვლავ გავლა და ამ ადამიანების გამოყვანა, რადგან არ იყო გადაუდებელი აუცილებლობა და არავის სიცოცხლეს უშგულში საფრთხე არ ემუქრებოდა. ჯგუფის წევრებმა თქვეს რომ უბრალოდ წასვლა უნდოდათ..

გადმოყვანის პროცესშიც ორჯერ ჩამოწვა ზვავი, აგრეთვე გაფუჭდა მექანიზატორი, რომელსაც -30 გრადუს ყინვაში არემონტებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მექანიზატორებმა მაინც შეძლესს გზის გახსნა და მოახერხეს ამ ჯგუფის გადმოყვანა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

- გადამღები ჯგუფის წევრებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რაიონის გამგებელი უყურადღებობაში დაადანაშაულეს...

- ეს ისევე შეესაბამება სიმართლეს, როგორც სხვა დანარჩენი. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფილმის გადაღების პროცესის დასახმარებლად 15 000 ლარი გამოყო. დაინტერესებულები რომ არ ყოფილიყვნენ ამას გააკეთებდნენ? ვალდებულები იყვნენ თუ რა?

მე მაინტერესებს რამდენმა მათგანმა მიაკითხა საავადმყოფოს, ხომ ამბობდნენ ძალიან ცუდად ვართო? რატომ არ მიაკითხეს მესტიის ან ზუგდიდის საავადმყოფოს? იმიტომ, რომ იტყუებოდნენ!

ambebi.ge იმ საოჯახო სასტუმროს მფლობელს დაუკავშირდა, სადაც გადამღები ჯგუფის წევრები იყვნენ დაბინავებულები. როგორც ლაერტ ჩარკვიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა ჯგუფს უშგულში ყოფის დროს საკვებთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

"საკვების პრობლემა მათ ჩვენთან ყოფნის დროს არ ჰქონიათ. ვიქტორ ჯაფარიძე ნამდვილად დაუკავშირდა ჩემს მეუღლეს და იკითხა, ნამდვილად იყო თუ არა ეს პრობლემა. ჯგუფის წევრებს ალბათ ერიდებოდათ იმის გამო, რომ ჩვენ მათ ფულს არ გამოვართმევდით. გზა რომ იკეტება უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს არ ვახდევინებ დამატებით ხარჯებს და ქართველებს როგორ გამოვართმევდი. ვის სად გაექცა თითი სოციალურ ქსელში და ვის სად გაექცევა ენა ეს ჩემი პრობლემა არ არის", - განაცხადა ლაერტ ჩარკვიანმა.

ჩვენ უშგულის სამედიცინო პუნქტის ექიმ ელენე პირველსაც დავუკავშირდით და უშგულში ყოფნის დროს ჯგუფის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით. ელენე პირველის განცხადებით, იგი ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა გადამღებ ჯგუფს და სამედიცინო მომსახურების გაწევა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მეორე დღეს კი ისინი საკუთარი ინიციატივით მოინახულა და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.

"მე დამირეკეს მესტიის რაიონის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ზამირ რატიანმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ელისო ზურებიანმა. მითხრეს, რომ უშგულში გადამღები ჯგუფის წევრები ავად იყვნენ. მე დავურეკე ამ ადამიანებს და შევთავაზე სამედიცინო დახმარების გაწევა, რაზეც მათ უარი თქვეს. ჩვენ არ გვჭირდება თქვენი დახმარება და წამლები გვინდაო, ხოლო რა წამლებიც ჩვენ გვჭირდება თქვენ არ გაქვთო. მეორე დღეს მაინც მივედი მათთან და გვუწიე პირველადი დახმარება. მესტიის გამგეობამაც მიაწოდათ მედიკამენტები. ჩვენ ვნახეთ სამი პაციენტი, ერთი პაციენტი იყო არტერიული ჰიპერტენზიით და ორი ვირუსული ინფექციით", - განაცხადა ელენე პირველმა.

ლაშა ჯაფარიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია