პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორჯერ დამწვარი ქართული ოპერის ისტორია
ორჯერ დამწვარი ქართული ოპერის ისტორია

ვო­რონ­ცო­ვის თა­ოს­ნო­ბით, 1847 წლის 15 აპ­რილს თბი­ლის­ში სა­ძირ­კვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ოპე­რის თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის ჯო­ვა­ნი სკუ­დი­ე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ოთხი წლის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და და 1851 წლი­სათ­ვის დას­რულ­და. ინ­ტე­რი­ე­რი მო­ხა­ტა და გა­ა­ფორ­მა რუს­მა მხატ­ვარ­მა გა­გა­რინ­მა. თე­ატ­რი აიგო თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ, მა­შინ­დელ ერე­ვანსკის მო­ე­დან­ზე (დღე­ვან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი, ქა­ლა­ქის მე­რი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია).

მე­ფის ხა­ზი­ნამ უარი თქვა და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, ამი­ტომ კერ­ძო პირს, თბი­ლი­სელ ვა­ჭარს, ვინ­მე თა­მამ­შევს მი­მარ­თეს, რომ თე­ატ­რის გარ­და შე­ნო­ბის დიდ ნა­წილ­ში სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი გან­თავ­სდე­ბო­და. ამას­თან, მა­ღა­ზი­ე­ბი სა­კუთ­რე­ბა­ში დარ­ჩე­ბო­და, თე­ატ­რი კი ქა­ლაქს გა­და­ე­ცე­მო­და. იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სის სტილ­ში აგე­ბულ­მა შე­ნო­ბამ მა­შინ­ვე და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი მო­ე­დან­ზე. ის ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მას­შტა­ბით, პირ­ვე­ლი ოპე­რის თე­ატ­რი იყო, რო­მე­ლიც 800 მა­ყუ­რე­ბელს იტევ­და, ფა­სა­დი­თა და შიდა ინ­ტე­რი­ე­რით ევ­რო­პის თე­ატ­რებს შო­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი იე­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

1851 წლის 12 აპ­რილს თე­ატ­რი გრან­დი­ო­ზუ­ლი მე­ჯლი­სით გა­იხ­სნა, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ეს­წრო...

XIX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ პა­რი­ზულ გა­ზეთ­ში "ილუსტრა­სი­ო­ნი" (1851 წლის 25 ოქ­ტომ­ბე­რის ნო­მე­რი) ედ­მონდ დე ბა­რე­სის ვრცე­ლი სტა­ტია თე­ატ­რის შიდა ხე­დის ორი სუ­რა­თით და­ი­ბეჭ­და.

ნა­წყვე­ტი სტა­ტი­ი­დან: "ქა­ლა­ქის ეს ერ­თა­დერ­თი თე­ატ­რი, რომ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი მთლი­ა­ნად მავ­რი­ტა­ნუ­ლი სტი­ლი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, უდა­ვოდ წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უფრო ელე­გან­ტურ, მოხ­დე­ნილ და წარმ­ტაც სა­თე­ატ­რო ნა­გე­ბო­ბას, რისი აღ­ქმაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია."

ალექ­სან­დრე დი­უ­მა (უფ­რო­სი), რო­მე­ლიც 1859 წელს ეწ­ვია თბი­ლისს, თა­ვის წიგნ­ში "მოგ­ზა­უ­რო­ბა კავ­კა­სი­ა­ში" აღ­ნიშ­ნავ­და: "ჩემი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მე თით­ქმის ყვე­ლა თე­ატ­რი მო­ვი­ნა­ხუ­ლე, მაგ­რამ ვერც ერთი მათთ­გა­ნი ვერ შე­ედ­რე­ბა სი­ლა­მა­ზით თბი­ლი­სის თე­ატრს".

სამ­წუ­ხა­როდ, ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, იმ ძველ­მა შე­ნო­ბამ არ­სე­ბო­ბა ძა­ლი­ან მალე შე­წყვი­ტა. ოპე­რა 1874 წლის 11 ოქ­ტომ­ბრის ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. ვერ გა­დარ­ჩა ვერც ერთი დე­კო­რა­ცია, კოს­ტი­უ­მი, თუ რეკ­ვი­ზი­ტი, ვერც მდი­და­რი სა­ნო­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა. შე­ნო­ბა იმ­დე­ნად და­ზი­ან­და, რომ ახ­ლის აშე­ნე­ბა გა­და­წყდა (აღად­გი­ნეს მხო­ლოდ ზედა ნა­წი­ლი, სა­დაც ქარ­ვას­ლა მდე­ბა­რე­ობ­და).

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი 1896 წლის 3 ნო­ემ­ბერს გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტზე (ახ­ლან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი) დამ­თავ­რდა. არ­ქი­ტექ­ტორ შრე­ტე­რის მიერ დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი ახა­ლი " ე.წ. "სა­ხა­ზი­ნო თე­ატ­რის" შე­ნო­ბა 1200 კაც­ზე იყო გათ­ვლი­ლი.

თე­ატ­რის გეგ­მის პრო­ტო­ტი­პად რი­ჰარდ ვაგ­ნე­რის ბა­ი­რო­ი­თის თე­ატ­რი აი­ღეს.

შე­ნო­ბის სა­ხეს ის­ლა­მუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა გან­სა­ზღვრავ­და.

1905-1907 წლებ­ში თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ო­და უდი­დე­სი იტა­ლი­ე­ლი ბა­რი­ტო­ნი ტიტა რუფო. მომ­ღე­რა­ლი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში "ჩემი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ბო­ლა" თა­ვად იხ­სე­ნებს ამ ფაქტს.

თუმ­ცა ახალ შე­ნო­ბა­საც 1973 წელს ხან­ძა­რი გა­უჩ­ნდა, რო­მელ­მაც თით­ქმის მთლი­ა­ნად და­ა­ზი­ა­ნა ინ­ტე­რი­ე­რი. ხან­ძრის შემ­დეგ თე­ატ­რის შე­ნო­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­და­კეთ­და (არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი — მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი, ჩა­ჩა­ნი­ძე). რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ავ­ტო­რებ­მა შეძ­ლეს შე­ნო­ბის აღ­მო­სავ­ლუ­რი, ფსევ­დო­მავ­რი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. გა­დარ­ჩა შე­ნო­ბის წინა ფა­სა­დი. ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და გვერ­დით­მა ფა­სა­დებ­მა, ზოგ ად­გილს ერთი სარ­თუ­ლი და­ე­მა­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­იც­ვა­ლა და გა­ი­ზარ­და სცე­ნის ნა­წი­ლი, მა­ყუ­რე­ბელ­თა დარ­ბა­ზის ფორ­მა და იერ­სა­ხე.

2010 წლი­დან თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ში მას­შტა­ბუ­რი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო (შე­ნო­ბის, დარ­ბა­ზის, დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბის, ყვე­ლა ფლი­გე­ლი­სა და დო­ნის ასე­ვე გარე ტე­რი­ტო­რი­ის სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა მოხ­და). სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ ოპე­რის თე­ატ­რი 2015 წლის გა­ზა­ფხულ­ზე უნდა გახ­სნი­ლი­ყო, მაგ­რამ გუ­შინ, 30 იან­ვარს გა­იხ­სნა.

AMBEBI.GE

ლალი ფა­ცია

ვინ არ მი­ვი­და მიწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი­დან ოპე­რის თე­ატ­რის გახ­სნა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ორჯერ დამწვარი ქართული ოპერის ისტორია

ორჯერ დამწვარი ქართული ოპერის ისტორია

ვორონცოვის თაოსნობით, 1847 წლის 15 აპრილს თბილისში საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის მშენებლობას, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით, ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლისათვის დასრულდა. ინტერიერი მოხატა და გააფორმა რუსმა მხატვარმა გაგარინმა. თეატრი აიგო თბილისის ცენტრალურ, მაშინდელ ერევანსკის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია).

მეფის ხაზინამ უარი თქვა დაფინანსებაზე, ამიტომ კერძო პირს, თბილისელ ვაჭარს, ვინმე თამამშევს მიმართეს, რომ თეატრის გარდა შენობის დიდ ნაწილში სავაჭრო ობიექტები განთავსდებოდა. ამასთან, მაღაზიები საკუთრებაში დარჩებოდა, თეატრი კი ქალაქს გადაეცემოდა. იტალიური რენესანსის სტილში აგებულმა შენობამ მაშინვე დაიმკვიდრა ადგილი მოედანზე. ის ამიერკავკასიის მასშტაბით, პირველი ოპერის თეატრი იყო, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადითა და შიდა ინტერიერით ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა.

1851 წლის 12 აპრილს თეატრი გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო...

XIX საუკუნის ერთ-ერთ პარიზულ გაზეთში "ილუსტრასიონი" (1851 წლის 25 ოქტომბერის ნომერი) ედმონდ დე ბარესის ვრცელი სტატია თეატრის შიდა ხედის ორი სურათით დაიბეჭდა.

ნაწყვეტი სტატიიდან: "ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია."

ალექსანდრე დიუმა (უფროსი), რომელიც 1859 წელს ეწვია თბილისს, თავის წიგნში "მოგზაურობა კავკასიაში" აღნიშნავდა: "ჩემი ცხოვრების მანძილზე მე თითქმის ყველა თეატრი მოვინახულე, მაგრამ ვერც ერთი მათთგანი ვერ შეედრება სილამაზით თბილისის თეატრს".

სამწუხაროდ, ამ ყველაფრის მიუხედავად, იმ ძველმა შენობამ არსებობა ძალიან მალე შეწყვიტა. ოპერა 1874 წლის 11 ოქტომბრის ხანძარმა გაანადგურა. ვერ გადარჩა ვერც ერთი დეკორაცია, კოსტიუმი, თუ რეკვიზიტი, ვერც მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენა მოხერხდა. შენობა იმდენად დაზიანდა, რომ ახლის აშენება გადაწყდა (აღადგინეს მხოლოდ ზედა ნაწილი, სადაც ქარვასლა მდებარეობდა).

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1896 წლის 3 ნოემბერს გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) დამთავრდა. არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი " ე.წ. "სახაზინო თეატრის" შენობა 1200 კაცზე იყო გათვლილი.

თეატრის გეგმის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი აიღეს.

შენობის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავდა.

1905-1907 წლებში თბილისის ოპერის სცენაზე გამოდიოდა უდიდესი იტალიელი ბარიტონი ტიტა რუფო. მომღერალი ავტობიოგრაფიულ წიგნში "ჩემი ცხოვრების პარაბოლა" თავად იხსენებს ამ ფაქტს.

თუმცა ახალ შენობასაც 1973 წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი. ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა (არქიტექტორები — მეძმარიაშვილი, ჩაჩანიძე). რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება. გადარჩა შენობის წინა ფასადი. ცვლილება განიცადა გვერდითმა ფასადებმა, ზოგ ადგილს ერთი სართული დაემატა. განსაკუთრებით შეიცვალა და გაიზარდა სცენის ნაწილი, მაყურებელთა დარბაზის ფორმა და იერსახე.

2010 წლიდან თეატრის შენობაში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაიწყო (შენობის, დარბაზის, დამხმარე ნაგებობების, ყველა ფლიგელისა და დონის ასევე გარე ტერიტორიის სრული განახლება მოხდა). სარემონტო სამუშაოების შემდეგ ოპერის თეატრი 2015 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო, მაგრამ გუშინ, 30 იანვარს გაიხსნა.

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

ვინ არ მივიდა მიწვეული სტუმრებიდან ოპერის თეატრის გახსნაზე

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან

23 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა