სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია
ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია

სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­გა­ან­ში დღე­საც დგას სახ­ლი, რომ­ლის კედ­ლე­ბიც დიდი ტრა­გე­დი­ის მომსწრეა. იქ ახლა აღა­რა­ვინ ცხოვ­რობს და მხო­ლოდ ჭირ­ნა­ხუ­ლის შე­სა­ნა­ხად იყე­ნე­ბენ. წი­ნათ სახ­ლი გა­ცი­ლე­ბით დიდი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ძმას წილი გა­უ­ტა­ნია, თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ოთა­ხე­ბი მო­უშ­ლია და სხვა­გან და­სახ­ლე­ბუ­ლა... ვერ აღვწერ, რო­გო­რი შეგ­რძნე­ბა იყო, როცა იმ ოთახ­ში ვი­დე­ქი, სა­დაც სის­ხლის ღვრა მო­ა­წყვეს რუ­სუ­ლი, მე-11 არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებ­მა... იქ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის ყვე­ლა სუ­რა­თი თვალ­წინ და­მიდ­გა... ერთ ოჯახ­ში, ერთ ღა­მეს ამო­ხო­ცი­ლი 17 ადა­მი­ა­ნის კვნე­საც კი ჩა­მეს­მა თით­ქოს, რომ­ლე­ბიც შვე­ლას ითხოვ­დნენ... ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ხმე­ბი... მერ­წმუ­ნეთ, იმ კედ­ლებს დღე­საც ახ­სოვთ ის სა­ხე­ე­ბი... ბუ­ხა­რი, რო­მელ­მაც ოჯა­ხის ერთი პა­ტა­რა წევ­რი გა­და­არ­ჩი­ნა, ამო­შე­ნე­ბუ­ლია... დე­და­ბო­ძი კი ისევ მყა­რად დგას და ცოდ­ვით დამ­ძი­მე­ბულ კედ­ლებს ჩა­მოქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

სახ­ლი ელაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის კუთ­ვნი­ლე­ბაა... მის ეზო­ში ახლა 2 კა­პი­ტა­ლუ­რი შე­ნო­ბა დგას და 2 ოჯა­ხი ცხოვ­რობს... გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სურ­ვი­ლია, სახ­ლს ძვე­ლე­ბუ­რი იერი და­უბ­რუ­ნონ და მო­მა­ვალ თა­ო­ბას მუ­ზე­უ­მად შე­მო­უ­ნა­ხონ...

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი 75 წლის ჯე­რე­ნე­რი ელაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ის იმ ღა­მით შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბესო ელაშ­ვი­ლის ვა­ჟია. ბესო მა­შინ 10 წლის იყო და სხვა სო­ფელ­ში, მა­მი­დას სტუმ­რობ­და. ცო­ცხა­ლიც ამი­ტომ გა­დარ­ჩა.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო:

ტი­ტი­კო (ტიტა) ელაშ­ვი­ლი ობ­ლო­ბა­ში იყო გაზ­რდი­ლი. მამა ადრე და­ე­ღუ­პა და დე­დამ გე­რად მი­იყ­ვა­ნა მე­ო­რე ქმარ­თან. როცა ტი­ტია წა­მო­ი­ზარ­და, ვინ­მე გულ­ბა­ათ ქარ­თვე­ლიშ­ვილს მი­ა­ბა­რეს შე­გირ­დად, რო­მელ­საც მის­თვის ცხვრის ტყა­ვე­ბის გა­მოქ­ნა, და­მუ­შა­ვე­ბა და ტყა­პუ­ჭე­ბის შე­კერ­ვა უს­წავ­ლე­ბია. ტიტა ნი­ჭი­ე­რი შე­გირ­დი აღ­მოჩ­ნდა და ხე­ლო­ბას ისე მალე და­ე­უფ­ლა, რომ ცოტა ხან­ში მთელ ქი­ზიყ­ში გა­ით­ქვა კარ­გი მე­ტყა­ვის სა­ხე­ლი. ხე­ლო­ბის გამო მას მე­ტყა­ვე ტიტა შე­არ­ქვეს, ოჯახს კი - მე­ტყა­ვი­ანთ ოჯა­ხი.

ტიტა მარ­თა­ზე და­ქორ­წინ­და და 8 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - 6 ვაჟი და 2 გო­გო­ნა. მათი ოჯა­ხი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გახ­ლდათ... ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­ა­თხო­ვა, ერთი ვაჟი მო­უკ­ვდა. ტიტა 5 ვაჟ­თან და მათ ოჯა­ხებ­თან (28 სული) საკ­მა­ოდ დიდი სახ­ლში ცხოვ­რობ­და. შეკ­რუ­ლი ოჯა­ხი ჰქონ­დათ. საქ­მე გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლამ იცო­და, რა უნდა ეკე­თე­ბი­ნა. თან ერთი და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი ჰქონ­დათ - ოჯა­ხის ყვე­ლა შრო­მი­სუ­ნა­რი­ან წევ­რს უნდა ეშ­რო­მა. მა­მის სურ­ვი­ლი იყო, რომ შვი­ლე­ბი არ დაქ­საქ­სუ­ლიყ­ვნენ და ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ამი­ტომ ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად. გა­ყო­ფი­ლი არა­ფე­რი ჰქონ­დათ - სა­ერ­თო დოვ­ლათს ქმნიდ­ნენ. ამი­ტო­მაც იყო, რომ საკ­მა­ოდ წელ­გა­მარ­თუ­ლად ცხოვ­რობ­დნენ და ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი იყო.

1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი მე-11 არ­მია შე­მო­ვი­და და ქვეყ­ნის გა­საბ­ჭო­ე­ბა მო­ახ­დი­ნა. რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი თავ­ნე­ბობ­დნენ, მო­სახ­ლე­ო­ბას ავიწ­რო­ებ­დნენ. სწო­რედ იმის გამო, რომ არა­ვის შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა, ერთ-ერთი რუსი ოფი­ცე­რი, ვინ­მე პე­ჩინ­სკი მე­ტყა­ვი­ანთ ოჯახ­მა ნათ­ლი­ად მო­ი­კი­და.

ერთხელ ახ­ლობ­ლებ­მა მე­ტყა­ვი­ანთ ოჯახს გოჭი აჩუ­ქა. ამათ "აბარ­ტყეს" და ერთი გოჭი დიდ კოლ­ტად აქ­ცი­ეს.

ერთ კვი­რა­დღეს ბოდ­ბის­ხე­ვის ბა­ზარ­ში 300 ღორი გა­ყი­დეს. აღე­ბუ­ლი ფუ­ლით ტო­მა­რა გა­ავ­სეს, ურემ­ზე შე­აგ­დეს და ში­ნი­სა­კენ გას­წი­ეს. ვინ­მე მჭედ­ლიშ­ვილს და­უ­ნა­ხავს, ტო­მა­რა ფუ­ლით რომ გა­ავ­სეს.

- სად მი­დი­ხართ და რა მი­გაქ­ვთო? - უკი­თხავს.

ამა­თაც ალა­ლად უპა­სუ­ხი­ათ, - ღო­რე­ბი გავ­ყი­დეთ და ფული მიგ­ვაქ­ვსო. შემ­დეგ ეს კაცი შინ და­პა­ტი­ჟეს და აქე­ი­ფეს კი­დეც.

დი­დძა­ლი ფუ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სურ­ვილ­მა შე­ი­პყრო მჭედ­ლიშ­ვი­ლი. წი­თელ­წყა­რო­ში, ნა­წილ­ში მი­ვი­და და ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ნათ­ლი­ის ძმას მო­ახ­სე­ნა, - დი­დძა­ლი ფუ­ლის შოვ­ნა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ხალ­ხი მჭირ­დე­ბა, რად­გან ოჯახ­ში ბევ­რნი არი­ან და შე­საძ­ლოა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წი­ო­ნო. ელაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი უზარ­მა­ზა­რი ვე­ნა­ხის შუ­ა­ში მდგა­რა. ახ­ლოს მე­ზო­ბე­ლი არ ჰყო­ლია. 3 ძმა და ერთ-ერ­თის ვა­ჟიშ­ვი­ლი მინ­დორ­ში ცხვარ-ძრო­ხა­სა და ღო­რებს მწყემ­სავ­დნენ. და­ნარ­ჩე­ნე­ბი შინ იყ­ვნენ.

20 დე­კემ­ბრის ცივი და ქა­რი­ა­ნი ამინ­დი იდგა, რაც თავ­დას­ხმის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბა გახ­ლდათ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში იყ­ვნენ შე­ყუ­ჟუ­ლი და ხმა­ურს ვე­რა­ვინ გა­ი­გო­ნებ­და. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მე­ტყა­ვი­ანთ სახ­ლის ახ­ლოს, დიდი კაკ­ლის ძირ­ში შე­ჩერ­დნენ და მხნე­ო­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე ჭიქა არა­ყი გა­დაკ­რეს. კარ­გა ხნის დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და მათი ყვე­ლა ქმე­დე­ბა გა­რე­შე თვა­ლის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბო­და. ამ დროს ორ­ღო­ბე­ში ჯუ­გა­ა­ნე­ლი ილა დო­ლაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ში­ნი­სა­კენ მი­იჩ­ქა­რო­და. ყა­ჩა­ღებ­მა ილა გა­ა­ჩე­რეს და უთხრეს:

- მე­ტყა­ვი­ან­თას მიდი და გა­აფრ­თხი­ლე, რომ თუ რამე ია­რა­ღი აქვთ, გა­და­მა­ლონ, თო­რემ "ბოლ­შე­ვი­კე­ბი" მი­დი­ან შე­მოწ­მე­ბა­ზე და თუ ია­რაღს აღ­მო­უ­ჩე­ნენ, გა­ა­ციმ­ბი­რე­ბე­ნო.

ეს იმის­თვის დას­ჭირ­დათ, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვერ გა­ე­წი­ათ ელაშ­ვი­ლებს. ილა დო­ლაშ­ვი­ლი მე­ტყა­ვი­ან­თას მი­ვი­და და და­ნა­ბა­რე­ბი სო­სი­ა­სა და ნი­კოს გა­დას­ცა. იმა­თაც მო­აგ­რო­ვეს, თუ რამ ია­რა­ღი ჰქონ­დათ და ამ­ბარ­ში ჩაყ­რილ ხორ­ბალ­ში გა­და­მა­ლეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია

ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც დიდი ტრაგედიის მომსწრეა. იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს და მხოლოდ ჭირნახულის შესანახად იყენებენ. წინათ სახლი გაცილებით დიდი ყოფილა, მაგრამ რამდენიმე ძმას წილი გაუტანია, თავისი კუთვნილი ოთახები მოუშლია და სხვაგან დასახლებულა... ვერ აღვწერ, როგორი შეგრძნება იყო, როცა იმ ოთახში ვიდექი, სადაც სისხლის ღვრა მოაწყვეს რუსული, მე-11 არმიის ჯარისკაცებმა... იქ დატრიალებული ტრაგედიის ყველა სურათი თვალწინ დამიდგა... ერთ ოჯახში, ერთ ღამეს ამოხოცილი 17 ადამიანის კვნესაც კი ჩამესმა თითქოს, რომლებიც შველას ითხოვდნენ... ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების ხმები... მერწმუნეთ, იმ კედლებს დღესაც ახსოვთ ის სახეები... ბუხარი, რომელმაც ოჯახის ერთი პატარა წევრი გადაარჩინა, ამოშენებულია... დედაბოძი კი ისევ მყარად დგას და ცოდვით დამძიმებულ კედლებს ჩამოქცევის საშუალებას არ აძლევს.

სახლი ელაშვილების გვარის კუთვნილებაა... მის ეზოში ახლა 2 კაპიტალური შენობა დგას და 2 ოჯახი ცხოვრობს... გვარის წარმომადგენელთა სურვილია, სახლს ძველებური იერი დაუბრუნონ და მომავალ თაობას მუზეუმად შემოუნახონ...

ჩემი რესპონდენტი 75 წლის ჯერენერი ელაშვილი გახლავთ. ის იმ ღამით შემთხვევით გადარჩენილი ბესო ელაშვილის ვაჟია. ბესო მაშინ 10 წლის იყო და სხვა სოფელში, მამიდას სტუმრობდა. ცოცხალიც ამიტომ გადარჩა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ტიტიკო (ტიტა) ელაშვილი ობლობაში იყო გაზრდილი. მამა ადრე დაეღუპა და დედამ გერად მიიყვანა მეორე ქმართან. როცა ტიტია წამოიზარდა, ვინმე გულბაათ ქართველიშვილს მიაბარეს შეგირდად, რომელსაც მისთვის ცხვრის ტყავების გამოქნა, დამუშავება და ტყაპუჭების შეკერვა უსწავლებია. ტიტა ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა და ხელობას ისე მალე დაეუფლა, რომ ცოტა ხანში მთელ ქიზიყში გაითქვა კარგი მეტყავის სახელი. ხელობის გამო მას მეტყავე ტიტა შეარქვეს, ოჯახს კი - მეტყავიანთ ოჯახი.

ტიტა მართაზე დაქორწინდა და 8 შვილი შეეძინათ - 6 ვაჟი და 2 გოგონა. მათი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ... ქალიშვილები გაათხოვა, ერთი ვაჟი მოუკვდა. ტიტა 5 ვაჟთან და მათ ოჯახებთან (28 სული) საკმაოდ დიდი სახლში ცხოვრობდა. შეკრული ოჯახი ჰქონდათ. საქმე განაწილებული იყო. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. თან ერთი დაუწერელი კანონი ჰქონდათ - ოჯახის ყველა შრომისუნარიან წევრს უნდა ეშრომა. მამის სურვილი იყო, რომ შვილები არ დაქსაქსულიყვნენ და ერთად ყოფილიყვნენ. ამიტომ ცხოვრობდნენ ერთად. გაყოფილი არაფერი ჰქონდათ - საერთო დოვლათს ქმნიდნენ. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ წელგამართულად ცხოვრობდნენ და ელაშვილების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო.

1921 წლის თებერვალში საქართველოში რუსული მე-11 არმია შემოვიდა და ქვეყნის გასაბჭოება მოახდინა. რუსი სამხედროები თავნებობდნენ, მოსახლეობას ავიწროებდნენ. სწორედ იმის გამო, რომ არავის შეეწუხებინა, ერთ-ერთი რუსი ოფიცერი, ვინმე პეჩინსკი მეტყავიანთ ოჯახმა ნათლიად მოიკიდა.

ერთხელ ახლობლებმა მეტყავიანთ ოჯახს გოჭი აჩუქა. ამათ "აბარტყეს" და ერთი გოჭი დიდ კოლტად აქციეს.

ერთ კვირადღეს ბოდბისხევის ბაზარში 300 ღორი გაყიდეს. აღებული ფულით ტომარა გაავსეს, ურემზე შეაგდეს და შინისაკენ გასწიეს. ვინმე მჭედლიშვილს დაუნახავს, ტომარა ფულით რომ გაავსეს.

- სად მიდიხართ და რა მიგაქვთო? - უკითხავს.

ამათაც ალალად უპასუხიათ, - ღორები გავყიდეთ და ფული მიგვაქვსო. შემდეგ ეს კაცი შინ დაპატიჟეს და აქეიფეს კიდეც.

დიდძალი ფულის ხელში ჩაგდების სურვილმა შეიპყრო მჭედლიშვილი. წითელწყაროში, ნაწილში მივიდა და ელაშვილების ოჯახის ნათლიის ძმას მოახსენა, - დიდძალი ფულის შოვნა შემიძლია, მაგრამ ხალხი მჭირდება, რადგან ოჯახში ბევრნი არიან და შესაძლოა, წინააღმდეგობა გაგვიწიონო. ელაშვილების სახლი უზარმაზარი ვენახის შუაში მდგარა. ახლოს მეზობელი არ ჰყოლია. 3 ძმა და ერთ-ერთის ვაჟიშვილი მინდორში ცხვარ-ძროხასა და ღორებს მწყემსავდნენ. დანარჩენები შინ იყვნენ.

20 დეკემბრის ცივი და ქარიანი ამინდი იდგა, რაც თავდასხმისთვის ხელსაყრელი პირობა გახლდათ, რადგან ადამიანები სახლებში იყვნენ შეყუჟული და ხმაურს ვერავინ გაიგონებდა. თავდამსხმელები მეტყავიანთ სახლის ახლოს, დიდი კაკლის ძირში შეჩერდნენ და მხნეობისთვის რამდენიმე ჭიქა არაყი გადაკრეს. კარგა ხნის დაბნელებული იყო და მათი ყველა ქმედება გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ამ დროს ორღობეში ჯუგაანელი ილა დოლაშვილი გამოჩნდა, რომელიც შინისაკენ მიიჩქაროდა. ყაჩაღებმა ილა გააჩერეს და უთხრეს:

- მეტყავიანთას მიდი და გააფრთხილე, რომ თუ რამე იარაღი აქვთ, გადამალონ, თორემ "ბოლშევიკები" მიდიან შემოწმებაზე და თუ იარაღს აღმოუჩენენ, გააციმბირებენო.

ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწიათ ელაშვილებს. ილა დოლაშვილი მეტყავიანთას მივიდა და დანაბარები სოსიასა და ნიკოს გადასცა. იმათაც მოაგროვეს, თუ რამ იარაღი ჰქონდათ და ამბარში ჩაყრილ ხორბალში გადამალეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია