საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა L" - მა "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში, თინეიჯერებს კირა კასის "შერჩევა" შესთავაზა
"პალიტრა L" - მა "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში, თინეიჯერებს კირა კასის "შერჩევა" შესთავაზა

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" "ლი­ბერ­თინ­სის" მო­რი­გი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" - მა თი­ნე­ი­ჯე­რებს ამ­ჯე­რად კირა კა­სის "შერ­ჩე­ვა" შეს­თა­ვა­ზა. "ლი­ბერ­თინსმა" წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას, ტრა­დი­ცი­უ­ლად აქ­ცია მი­უ­ძღვნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მას­შტა­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. თი­ნე­ი­ჯერ მკი­თხველს კი New York Times-ის ბესტსე­ლე­რი შეს­თა­ვა­ზა.

"დღე­ვან­დე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან აქ­ცია ერ­თდრო­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს 5 ქა­ლაქ­ში: თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, ჭი­ა­თუ­რა­სა და ზუგ­დიდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა წიგნს, "შერ­ჩე­ვა" New York Times-ის ბესთსე­ლე­რია, გა­ყი­დუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი და ნა­თარ­გმნია 30 ენა­ზე. გვინ­დო­და, ჩვე­ნი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვი­საც გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ეს სა­ჩუ­ქა­რი", - გა­ნა­ცხა­და "პა­ლიტ­რა L"-ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა ხვი­ჩა ჯღუ­ტაშ­ვილ­მა.

"ლი­ბერ­თინ­სის" წევ­რი ლე­ვან ჭყო­ნია თი­ნე­ი­ჯე­რებს მის წა­კი­თხვას ურ­ჩევს: "დი­ნა­მი­უ­რია, სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ისე­თი ენით წე­რია, ვერ მო­წყდე­ბი".

თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც კირა კა­სის "შერ­ჩე­ვა" აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შე­ი­ძი­ნეს, ამ­ბო­ბენ: "ხში­რად დავ­დი­ვარ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში, ძა­ლი­ან მიყ­ვარს კი­თხვა, მომ­წონს ეს აქ­ცია, მკი­თხვე­ლე­ბის­თვის კარ­გი აქ­ცი­აა" - აღ­ნიშ­ნა ნინო კიკ­ვა­ძემ.

"კი­თხვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მე­გობ­რებ­თან ერ­თად მო­ვე­დი, ამ წიგ­ნის მოკ­ლე ში­ნა­არ­სი "ფე­ის­ბუქ­ზე" წა­ვი­კი­თხე და მო­მე­წო­ნა. ამი­ტომ წიგ­ნის შე­ძე­ნა გა­დავ­წყვი­ტე", - აღ­ნიშ­ნა სოფო კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.

"ლი­ბერ­თინ­სის" აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­სუ­ლი შემ­დე­გი წიგ­ნი "მე­ხუ­თე ტალ­ღა" იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ამ წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ა­ზა­ცია ახ­ლა­ხანს იყო სა­ქარ­თვე­ლოს კო­ნო­თე­ატ­რებ­ში და მკი­თხვე­ლიც მალე შეძ­ლებს ეს წიგ­ნი წა­ი­კი­თხოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პალიტრა L" - მა "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში, თინეიჯერებს კირა კასის "შერჩევა" შესთავაზა

"პალიტრა L" - მა "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში, თინეიჯერებს კირა კასის "შერჩევა" შესთავაზა

"ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" მორიგი აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში გამომცემლობა "პალიტრა L" - მა თინეიჯერებს ამჯერად კირა კასის "შერჩევა" შესთავაზა. "ლიბერთინსმა" წიგნის პრეზენტაციას, ტრადიციულად აქცია მიუძღვნა, რომელიც თავისი მასშტაბით განსაკუთრებულია. თინეიჯერ მკითხველს კი New York Times-ის ბესტსელერი შესთავაზა.

"დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან აქცია ერთდროულად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ჭიათურასა და ზუგდიდში მიმდინარეობს. რაც შეეხება წიგნს, "შერჩევა" New York Times-ის ბესთსელერია, გაყიდულია, დაახლოებით 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და ნათარგმნია 30 ენაზე. გვინდოდა, ჩვენი თინეიჯერებისთვისაც გაგვეკეთებინა ეს საჩუქარი", - განაცხადა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერმა ხვიჩა ჯღუტაშვილმა.

"ლიბერთინსის" წევრი ლევან ჭყონია თინეიჯერებს მის წაკითხვას ურჩევს: "დინამიურია, სწრაფად ვითარდება მოვლენები. ისეთი ენით წერია, ვერ მოწყდები".

თინეიჯერები, რომლებმაც კირა კასის "შერჩევა" აქციის ფარგლებში შეიძინეს, ამბობენ: "ხშირად დავდივარ წიგნის მაღაზიებში, ძალიან მიყვარს კითხვა, მომწონს ეს აქცია, მკითხველებისთვის კარგი აქციაა" - აღნიშნა ნინო კიკვაძემ.

"კითხვა ძალიან მიყვარს. მეგობრებთან ერთად მოვედი, ამ წიგნის მოკლე შინაარსი "ფეისბუქზე" წავიკითხე და მომეწონა. ამიტომ წიგნის შეძენა გადავწყვიტე", - აღნიშნა სოფო კინწურაშვილმა.

"ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში გამოსული შემდეგი წიგნი "მეხუთე ტალღა" იქნება. მისივე თქმით, ამ წიგნის ეკრანიაზაცია ახლახანს იყო საქართველოს კონოთეატრებში და მკითხველიც მალე შეძლებს ეს წიგნი წაიკითხოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია