პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიონერი, მათხოვარი და 5 აგური - უჩვეულო ამბავი, რომელმაც ბროდვეი მსოფლიო გართობის ცენტრად აქცია
მილიონერი, მათხოვარი და 5 აგური - უჩვეულო ამბავი, რომელმაც ბროდვეი მსოფლიო გართობის ცენტრად აქცია

მარ­კე­ტინ­გის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პია: კმა­ყო­ფილ კლი­ენტს მოჰ­ყავს კი­დევ ორი, უკ­მა­ყო­ფი­ლოს - ათამ­დე კლი­ენ­ტი... და თუ კლი­ენ­ტე­ბი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან? - სწო­რედ ამა­ზე ითა­მა­შა შო­უ­მენ­მა და მი­ლი­ო­ნერ­მა ფი­ნე­ას ტე­ი­ლორ ბარ­ნუმ­მა.

ერთხელ მი­ლი­ო­ნერ ბარ­ნუმ­თან მა­თხო­ვა­რი მი­ვი­და და ფული სთხო­ვა. ბარ­ნუმ­მა მას სა­მუ­შაო შეს­თა­ვა­ზა დო­ლარ­ნა­ხევ­რი­ა­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბით დღე­ში, მის­ცა 5 აგუ­რი და უც­ნა­უ­რი ინ­სტრუქ­ცია: ერთი აგუ­რი ტრო­ტუ­არ­ზე და­ე­დო, ენ-სთრი­თი­სა და ბროდ­ვე­ის გა­დაკ­ვე­თა­ზე, მე­ო­რე - ბარ­ნუ­მის მუ­ზე­უმ­თან, მე­სა­მე - მუ­ზე­უ­მი­დან დი­ა­გო­ნალ­ზე, ბროდ­ვე­ი­სა და ვისი-სთრი­თის კუ­თხე­ში, ეს­ტერ-ჰა­უს­თან ახ­ლოს, მე­ო­თხე - წმინ­და პავ­ლეს ეკ­ლე­სი­ის წინ, მე­ხუ­თე კი ხელ­ში და­ე­ჭი­რა და ერთი აგუ­რი­დან მე­ო­რემ­დე უნდა ევლო - და­ე­დო ერთი, აეღო მე­ო­რე. ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც წმინ­და პავ­ლეს ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბათ­ზე სა­ა­თი და­რე­კავ­და, მუ­ზე­უმ­ში უნდა მი­სუ­ლი­ყო, წა­რედ­გი­ნა ბი­ლე­თი და ყვე­ლა დარ­ბა­ზი შე­მო­ევ­ლო. ამის შემ­დეგ, მოქ­მე­დე­ბა თა­ვი­დან უნდა და­ე­წყო.

რო­გორც კი მა­თხო­ვარ­მა შე­მოვ­ლა და­ი­წყო, 500-მდე ადა­მი­ან­მა თვალ­თვა­ლი და­უ­წყო. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და, რას ნიშ­ნავ­და მისი უც­ნა­უ­რი ქმე­დე­ბა. "რას აკე­თებს? აგუ­რე­ბი სა­ი­დან აქვს? რა­ტომ დარ­ბის წრე­ზე?" - გა­ის­მო­და კი­თხვე­ბი ყვე­ლა მხრი­დან. მა­მა­კა­ცი კი პა­სუხს არა­ვის სცემ­და და ჩუ­მად გა­ნაგ­რძობ­და თა­ვის საქ­მეს. პირ­ვე­ლი სა­ა­თის და­სას­რულს ტრო­ტუ­ა­რე­ბი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბით შე­ივ­სო. მა­მა­კა­ცი კი მუ­ზე­უ­მის­კენ გა­ე­მარ­თა, სა­დაც სა­ა­თის მე­ო­თხე­დი მო­ან­დო­მა ყვე­ლა დარ­ბა­ზის შე­მოვ­ლას და კვლავ თა­ვის აგუ­რებს და­უბ­რუნ­და. ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც იგი მუ­ზე­უმ­ში შე­დი­ო­და, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ყი­დუ­ლობ­და ბი­ლეთს და დაჰ­ყვე­ბო­და იმ იმე­დით, რომ ქმე­დე­ბის სა­ი­დუმ­ლოს გა­მო­იც­ნობ­და. დღი­თი­დღე ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბო­და, სა­ნამ საქ­მე­ში პო­ლი­ცია არ ჩა­ერ­თო ხალ­ხის დიდი ნა­კა­დის გამო. "მე­ა­გუ­რეს" საქ­მი­ა­ნო­ბა აუკ­რძა­ლეს, მაგ­რამ მან მუ­ზე­უმს შე­სა­ნიშ­ნა­ვი რეკ­ლა­მა გა­უ­წია. სწო­რედ ამ ის­ტო­რი­ის შემ­დეგ, ბარ­ნუ­მის რწმუ­ნე­ბით, ბროდ­ვეი ნიუ-იორ­კის ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვალ ქუ­ჩად იქცა.

დღეს ბროდ­ვეი მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლია რო­გორც ამე­რი­კუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი და შოუ-ინ­დუსტრი­ის ცენ­ტრი. ბროდ­ვე­ის თე­ატ­რა­ლუ­რი რა­ი­ო­ნი თა­იმს სქვერ­თან მდე­ბა­რე­ობს, მეშ­ვი­დე ავე­ნი­უს, მიდ­თა­უ­ნი­სა და მა­ნ­ჰე­ტე­ნის გა­დაკ­ვე­თა­ზე. ბროდ­ვე­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ური­ცხვი თე­ატ­რი და დარ­ბა­ზია გან­ლა­გე­ბუ­ლი, სა­დაც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ შო­უ­ებ­სა და მი­უ­ზიკ­ლებს დგა­მენ. თუმ­ცა, 1960-1970 წლებ­ში ეს უბა­ნი ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც ნიუ-იორ­კუ­ლი წი­თე­ლი ფარ­ნე­ბის კვარ­ტა­ლი, უამ­რა­ვი სტრიპ­ტიზ-ბა­რით, სა­როს­კი­პო­ე­ბი­თა და სექს-შო­პე­ბით.

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მილიონერი, მათხოვარი და 5 აგური - უჩვეულო ამბავი, რომელმაც ბროდვეი მსოფლიო გართობის ცენტრად აქცია

მილიონერი, მათხოვარი და 5 აგური - უჩვეულო ამბავი, რომელმაც ბროდვეი მსოფლიო გართობის ცენტრად აქცია

მარკეტინგის ძირითადი პრინციპია: კმაყოფილ კლიენტს მოჰყავს კიდევ ორი, უკმაყოფილოს - ათამდე კლიენტი... და თუ კლიენტები ცნობისმოყვარეები არიან? - სწორედ ამაზე ითამაშა შოუმენმა და მილიონერმა ფინეას ტეილორ ბარნუმმა.

ერთხელ მილიონერ ბარნუმთან მათხოვარი მივიდა და ფული სთხოვა. ბარნუმმა მას სამუშაო შესთავაზა დოლარნახევრიანი ანაზღაურებით დღეში, მისცა 5 აგური და უცნაური ინსტრუქცია: ერთი აგური ტროტუარზე დაედო, ენ-სთრითისა და ბროდვეის გადაკვეთაზე, მეორე - ბარნუმის მუზეუმთან, მესამე - მუზეუმიდან დიაგონალზე, ბროდვეისა და ვისი-სთრითის კუთხეში, ესტერ-ჰაუსთან ახლოს, მეოთხე - წმინდა პავლეს ეკლესიის წინ, მეხუთე კი ხელში დაეჭირა და ერთი აგურიდან მეორემდე უნდა ევლო - დაედო ერთი, აეღო მეორე. ყოველ ჯერზე, როდესაც წმინდა პავლეს ეკლესიის გუმბათზე საათი დარეკავდა, მუზეუმში უნდა მისულიყო, წარედგინა ბილეთი და ყველა დარბაზი შემოევლო. ამის შემდეგ, მოქმედება თავიდან უნდა დაეწყო.

როგორც კი მათხოვარმა შემოვლა დაიწყო, 500-მდე ადამიანმა თვალთვალი დაუწყო. ყველას აინტერესებდა, რას ნიშნავდა მისი უცნაური ქმედება. "რას აკეთებს? აგურები საიდან აქვს? რატომ დარბის წრეზე?" - გაისმოდა კითხვები ყველა მხრიდან. მამაკაცი კი პასუხს არავის სცემდა და ჩუმად განაგრძობდა თავის საქმეს. პირველი საათის დასასრულს ტროტუარები ცნობისმოყვარე ადამიანებით შეივსო. მამაკაცი კი მუზეუმისკენ გაემართა, სადაც საათის მეოთხედი მოანდომა ყველა დარბაზის შემოვლას და კვლავ თავის აგურებს დაუბრუნდა. ყოველ ჯერზე, როდესაც იგი მუზეუმში შედიოდა, უამრავი ადამიანი ყიდულობდა ბილეთს და დაჰყვებოდა იმ იმედით, რომ ქმედების საიდუმლოს გამოიცნობდა. დღითიდღე ცნობისმოყვარეთა რიცხვი იზრდებოდა, სანამ საქმეში პოლიცია არ ჩაერთო ხალხის დიდი ნაკადის გამო. "მეაგურეს" საქმიანობა აუკრძალეს, მაგრამ მან მუზეუმს შესანიშნავი რეკლამა გაუწია. სწორედ ამ ისტორიის შემდეგ, ბარნუმის რწმუნებით, ბროდვეი ნიუ-იორკის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩად იქცა.

დღეს ბროდვეი მსოფლიოში სახელგანთქმულია როგორც ამერიკული თეატრალური და შოუ-ინდუსტრიის ცენტრი. ბროდვეის თეატრალური რაიონი თაიმს სქვერთან მდებარეობს, მეშვიდე ავენიუს, მიდთაუნისა და მანჰეტენის გადაკვეთაზე. ბროდვეის ამ მონაკვეთში ურიცხვი თეატრი და დარბაზია განლაგებული, სადაც მსოფლიოში ცნობილ შოუებსა და მიუზიკლებს დგამენ. თუმცა, 1960-1970 წლებში ეს უბანი ცნობილი იყო როგორც ნიუ-იორკული წითელი ფარნების კვარტალი, უამრავი სტრიპტიზ-ბარით, საროსკიპოებითა და სექს-შოპებით.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს