კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში მოკლული სამი ადამიანის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
თურქეთში მოკლული სამი ადამიანის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მე­დია თურ­ქეთ­ში და­ღუ­პუ­ლე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. თურ­ქუ­ლი პრე­სის ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან 56 წლის ემა შა­რი­პო­ვა, მისი და, 46 წლის ელ­ნა­ზი და ერთ-ერ­თის შვი­ლიშ­ვი­ლი 19 წლის სა­ჰიპ შა­რი­პო­ვი.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი ცხედ­რე­ბი ბი­ნა­ში იპო­ვეს. ემა შა­რი­პო­ვას და სა­ჰიპ შა­რი­პოვს ყელი ჰქონ­დათ გა­მოჭ­რი­ლი, ელ­ნაზ შა­რი­პო­ვა კი გა­გუ­დუ­ლი იყო.

ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა თურ­ქე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ დუ­ზჯე­ში მოხ­და, რო­მე­ლიც სტამ­ბო­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 228 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო| ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი თურ­ქეთ­ში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი 3 ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის დად­გე­ნი­ლია, რომ თურ­ქეთ­ში გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერ­თია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთ-ერთ ქალს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და და ის ამ­ჟა­მად თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ნი­ლი არ არის.

თურ­ქეთ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა haqqin.az-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში, შირ­ნა­კის პრო­ვინ­ცი­ა­ში, გუ­შინ ღა­მით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სამი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ვე ქარ­თვე­ლია და მათ ყელი აქვთ გა­მოჭ­რი­ლი.

გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს თურ­ქუ­ლი მე­დია. სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო DHA-ს ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ამ ბი­ნა­ში ქალ­ბა­ტო­ნის, მა­მა­კა­ცის და 7 წლის ბავ­შვის ცხედ­რე­ბი იპო­ვა, სიკ­ვდი­ლის ერთ-ერთ მი­ზე­ზად კი მხუ­თა­ვი აი­რით გა­გუდ­ვა სა­ხელ­დე­ბა. რო­გორც თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­დეს, სა­მი­ვე ქარ­თვე­ლია. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

თურქეთში მოკლული სამი ადამიანის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თურქეთში მოკლული სამი ადამიანის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მედია თურქეთში დაღუპულების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. თურქული პრესის ცნობით, დაღუპულები არიან 56 წლის ემა შარიპოვა, მისი და, 46 წლის ელნაზი და ერთ-ერთის შვილიშვილი 19 წლის საჰიპ შარიპოვი.

მედიის ინფორმაციით, მათი ცხედრები ბინაში იპოვეს. ემა შარიპოვას და საჰიპ შარიპოვს ყელი ჰქონდათ გამოჭრილი, ელნაზ შარიპოვა კი გაგუდული იყო.

ტრაგიკული შემთხვევა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ დუზჯეში მოხდა, რომელიც სტამბოლიდან დაახლოებით 228 კილომეტრში მდებარეობს.

იხილეთ ვიდეო| ახალი დეტალები თურქეთში ყელგამოჭრილი 3 ქართველის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დადგენილია, რომ თურქეთში გარდაცვლილთაგან ერთია საქართველოს მოქალაქე. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთ ქალს საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი ჰქონდა და ის ამჟამად თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი მამაკაცის მოქალაქეობის საკითხი დადგენილი არ არის.

თურქეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით, თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, გუშინ ღამით სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სამივე ქართველია და მათ ყელი აქვთ გამოჭრილი.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია. საინფორმაციო სააგენტო DHA-ს ცნობით, პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცის და 7 წლის ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება. როგორც თურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, სამივე ქართველია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ