პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ იქნება ურიგო, ბოდიში მოუხადოთ "რუსთავი 2"-ს" - ნიკა გვარამია თინა ხიდაშელს
"არ იქნება ურიგო, ბოდიში მოუხადოთ "რუსთავი 2"-ს" - ნიკა გვარამია თინა ხიდაშელს

"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან მი­მარ­თავს თავ­დაც­ვის მი­ნისტრს და ურ­ჩევს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოს. საქ­მე ეხე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, 6 პირს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და. უწყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის, ზეიდ რაად ალ ჰუ­სე­ი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

გვა­რა­მია ხი­და­შელს რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტის გამო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გაკ­რი­ტი­კე­ბის­თვის პა­სუ­ხობს: "გახ­სოვთ, ქალ­ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, რა ლაფი ას­ხით "რუს­თა­ვი 2"-ს, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამას რომ ვამ­ბობ­დით? ვყო­ფილ­ვართ მარ­თა­ლი? თუ ჩვენ მო­გო­ნილ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას და­ეყ­რდნო გა­ე­რო თა­ვის ან­გა­რიშ­ში? მგო­ნი, არ იქ­ნე­ბა ური­გო, ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოთ რ2ს" - წერს გვა­რა­მია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

კო­მენ­ტარ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს უპა­სუ­ხა თა­ვად მი­ნის­ტრმა: "სხვა­თა­შო­რის სრუ­ლი­ად არა­ფერ შუ­ა­შია ეს ორი ამ­ბა­ვი ერ­თმა­ნეთ­თან. თქვენ რაც დაგ­ვაბ­რა­ლეთ, იქ ჩვე­ნე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში რომ არ იყ­ვნენ ეს უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. კა­ლენ­და­რის ამ­ბა­ვია, მეს­მის ალ­ბათ ამას­თა­ნაც პრობ­ლე­მა გაქვს, რო­გორც ზო­გა­დად ფაქ­ტებ­თან. დღეს ასე­ვე არა­ფე­რია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ისე­ვე რო­გორც მა­შინ ეხ­ლაც გა­ვარ­კვევთ, მო­ვიკ­ვლევთ და გამ­ცნობთ, მა­შინ ამას უბ­რა­ლოდ 24 სა­ა­თი ეყო, იმი­ტომ რომ სა­ერ­თოდ არ ვი­ყა­ვით მი­სი­ა­ში, როცა გვაბ­რა­ლებ­დით. ეხლა უფრო რთუ­ლი გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია. არ არის სა­ჭი­რო ნიშ­ნის მო­გე­ბით სა­უ­ბა­რი, მით უფრო როცა არ ხარ მარ­თა­ლი. აბა ჰე, შენ იცი აწი", - წერს თინა ხი­და­შე­ლი კო­მენ­ტარ­ში.

"უბ­რა­ლოდ, რო­გო­რი ვნე­ბი­თაც დაგ­ვას­ხი, კე­თილ­გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, უკან მა­ინც წა­ი­ღებ­და იმა­ვე თუ არა, ნაკ­ლე­ბი ვნე­ბით", - წერს გვა­რა­მია პა­სუ­ხად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"არ იქნება ურიგო, ბოდიში მოუხადოთ "რუსთავი 2"-ს" - ნიკა გვარამია თინა ხიდაშელს

"არ იქნება ურიგო, ბოდიში მოუხადოთ "რუსთავი 2"-ს" - ნიკა გვარამია თინა ხიდაშელს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" გვერდიდან მიმართავს თავდაცვის მინისტრს და ურჩევს, ტელეკომპანიას ბოდიში მოუხადოს. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სამხრეთ აფრიკაში ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების დასრულებამდე, 6 პირს უფლებამოსილება შეუჩერდა. უწყების გადაწყვეტილება, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

გვარამია ხიდაშელს რამდენიმე თვის წინ გაკეთებული სიუჟეტის გამო ტელეკომპანიის გაკრიტიკებისთვის პასუხობს: "გახსოვთ, ქალბატონო მინისტრო, რა ლაფი ასხით "რუსთავი 2"-ს, რამდენიმე თვის წინ ამას რომ ვამბობდით? ვყოფილვართ მართალი? თუ ჩვენ მოგონილ დეზინფორმაციას დაეყრდნო გაერო თავის ანგარიშში? მგონი, არ იქნება ურიგო, ბოდიში მოუხადოთ რ2ს" - წერს გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

კომენტარში ტელეკომპანიის დირექტორს უპასუხა თავად მინისტრმა: "სხვათაშორის სრულიად არაფერ შუაშია ეს ორი ამბავი ერთმანეთთან. თქვენ რაც დაგვაბრალეთ, იქ ჩვენები არაფერ შუაში რომ არ იყვნენ ეს უკვე დადასტურებულია. კალენდარის ამბავია, მესმის ალბათ ამასთანაც პრობლემა გაქვს, როგორც ზოგადად ფაქტებთან. დღეს ასევე არაფერია დადასტურებული. თუმცა, ისევე როგორც მაშინ ეხლაც გავარკვევთ, მოვიკვლევთ და გამცნობთ, მაშინ ამას უბრალოდ 24 საათი ეყო, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიყავით მისიაში, როცა გვაბრალებდით. ეხლა უფრო რთული გამოსაძიებელია. არ არის საჭირო ნიშნის მოგებით საუბარი, მით უფრო როცა არ ხარ მართალი. აბა ჰე, შენ იცი აწი", - წერს თინა ხიდაშელი კომენტარში.

"უბრალოდ, როგორი ვნებითაც დაგვასხი, კეთილგონიერი ადამიანი, უკან მაინც წაიღებდა იმავე თუ არა, ნაკლები ვნებით", - წერს გვარამია პასუხად.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს