მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ამანსიო ორტეგამ სკოლაში სწავლა 13 წლის ასაკში გაჭირვების გამო მიატოვა. ბილ გეითსი, სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი - ეს ის მილიარდერები არიან, ვისაც საქვეყნო აღიარებისთვის არც უმაღლესი განათლება დასჭირვებია და არც მაგისტრის დიპლომი. პირიქით, სამივე მათგანმა უნივერსიტეტებში სწავლა თავის დროზე ბიზნესის გამო მიატოვა.
თანამედროვე მილიარდერებსა და მილიონერებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც სასკოლო განათლებაც კი არ აქვს. ბევრმა მათგანმა მოზარდობისას სკოლაზე უარი გაჭირვების გამო თქვა და ოჯახის დახმარების მიზნით, სამსახურის ძებნა დაიწყო.
ამანსიო ორტეგა
"ფორბსის" 2015 წლის მონაცემებით, კომპანია "ინდიტექსის" დამფუძნებლის ქონება 66,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. "ზარას", "მასიმო დუტისა" და "ოიშოს" ბრენდების მფლობელმა სკოლაში სწავლას 13 წლის ასაკში დაანება თავი. ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა - მამა რკინიგზაში მუშაობდა, დედა კი მოახლე იყო და შვილების გამოსაკვები ფული არ ჰყოფნიდათ. თავდაპირველად, მომავალმა მილიარდერმა ერთ-ერთ ადგილობრივ მკერავთან კურიერად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი საგალანტერიო მაღაზიაში გადავიდა სამუშაოდ. "ზარას" პირველი მაღაზია ამანსიო ორტეგამ მეუღლესთან ერთად 1975 წელს გახსნა.
ლი კაშინი
აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი მასწავლებლების ღარიბ ოჯახში დაიბადა. 14 წლის ლის მამა ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რის გამოც ბიჭი იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა და სამსახურის ძებნა დაეწყო. თავდაპირველად ლი კაშინი მაჯის საათის ქამრებს ჰყიდდა, შემდეგ კი ქარხანაში დაიწყო მუშაობა. აზიელი მილიარდერი დღეში 16 საათს მუშაობდა და შვიდი წლის განმავლობაში საკუთარი ბიზნესის წამოსაწყები ფულიც დააგროვა. დღეს ლი კაშინის ქონება 33,5 მილიარდი დოლარია.
ფრანსუა პინო
78 წლის ფრანგმა ბიზნესმენმა სკოლაში სწავლას 11 წლის ასაკში დაანება თავი და მამის სამხერხაოში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, ფრანგი მილიარდერი გამოტყდა, რომ სკოლაში სიარულზე უარი კლასელების გამო თქვა, რომლებიც ფრანსუა პინოს დაბალი ფენის წარმომავლობისთვის აბუჩად იგდებდნენ. მილიარდერისვე თქმით, მისი განათლების დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტი მართვის მოწმობაა. დღეს ფრანსუა პინო გუჩის, სტელა მაკკარტნისა და ივ სენ ლორანის მოდის სახლების მფლობელია. მისი ქონება კი 14,8 მილიარდ დოლარს შეადგენს განაგრძეთ კითხვა