პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აფრიკელი ბავშვები სამხედროებზე
რას ყვებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აფრიკელი ბავშვები სამხედროებზე

გავ­ლე­ნი­ა­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Guardian ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის გა­ე­რო-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ას ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც შე­საძ­ლოა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბიც ფი­გუ­რი­რე­ბენ.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" კო­მი­სა­რი­ატ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ინ­ცი­დენ­ტე­ბი 2014 წელს, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლაქ ბან­გუ­ი­ში, აე­რო­პორ­ტის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე დევ­ნილ­თა ბა­ნაკ­ში ან მის მახ­ლობ­ლად მოხ­და, თუმ­ცა ეს ფაქ­ტე­ბი მხო­ლოდ ბოლო კვი­რებ­ში გა­სა­ჯა­როვ­და.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" წერს, გუ­შინ გა­ე­რო-მ მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებს ახა­ლი ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა. გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ ენ­ტო­ნი ბენ­ბე­რიმ კი, გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ბავ­შვთა წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის ახა­ლი ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­შიც, რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" იწერს, გა­ე­რო-ს მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი, ასე­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ბან­გლა­დე­ში­დან, კონ­გო­დან, ნი­გერ­სა და სე­ნე­გა­ლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ენ­ტო­ნი ბენ­ბე­რი­ომ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ 2015 წელს და­ფიქ­სირ­და 69 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ფაქ­ტი გა­ე­რო-ს 16 სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, აქე­დან 22 ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში მოხ­და. მა­შინ როცა 2014 წელს და­ფიქ­სირ­და 51 მსგავ­სი ფაქ­ტი.

ენ­ტო­ნი ბენ­ბე­რის გან­ცხა­დე­ბით, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ბან კი მუნი მო­მა­ვალ თვეს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს ან­გა­რიშს გა­სულ წელს მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა ფაქ­ტის შე­სა­ხებ, მათ შო­რის და­სა­ხელ­დე­ბა ყვე­ლა ის ქვე­ყა­ნა, რომ­ლის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

"გა­ე­რო-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­მა გო­გო­ნამ გა­ნა­ცხა­და, რომ მას მი­აჩ­ნია, რომ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი იყ­ვნენ ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის წევ­რე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ი­დან, კი­დევ ერთი გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა ჯა­რის­კაც­მა სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნი­დან, რო­მე­ლიც არ და­სა­ხელ­და, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო. გა­ე­რო-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ე­სა­უბრნენ 7 წლის გო­გო­ნას და 9 წლის ბიჭს, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ­ზე ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სამ­ხედ­რო­ებ­მა ოპე­რა­ცია "სან­გა­რი­სის" ჩა­ტა­რე­ბის დროს. გო­გო­ნამ თქვა, რომ მას "ფრანგ ჯა­რის­კა­ცებ­თან ორა­ლუ­რი სექ­სი ჰქონ­და წყლის ბოთ­ლის და ტკბი­ლე­უ­ლის სა­ნაც­ვლოდ", - ნათ­ქვა­მია უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, გა­ე­რო-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უმაღ­ლე­სი კო­მის­რის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­პერტ კოლ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში მომ­ხდარ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ინ­ცი­დენ­ტებ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, 10 უცხო­უ­რი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო კონ­ტინ­ტენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მაგ­რამ რთუ­ლია იმის გარ­კვე­ვა, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დე­ნი ჯა­რის­კა­ცი იღებ­და ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

რუ­პერტ კოლ­ვი­ლის თქმით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად გა­ე­რო-მ ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. ახლა სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ყო­ველ ახალ წევ­რს ამოწ­მე­ბენ, ხოლო თუ და­დას­ტურ­და, რომ ის მსგავს ფაქ­ტებ­ში ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მსა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

გა­ე­რო ასე­ვე სთხოვს სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში ჩარ­თულ ქვეყ­ნებს, და­ას­რუ­ლონ გა­მო­ძი­ე­ბა 6 თვე­ში და შე­დე­გე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აც­ნო­ბონ.

გარ­და ამი­სა, გა­ე­რო-მ შე­უ­წყვი­ტა ხელ­ფა­სე­ბის გა­ცე­მა იმ პერ­სო­ნა­ლის­თვის, რო­მელ­თა მი­მარ­თე­ბა­ში და­დას­ტურ­და, რომ ძა­ლა­დო­ბის აქ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ნა­ხეთ ვი­დეო| რო­გორ აშუ­ქებს "ფრანს 24" ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სკან­დალს აფ­რი­კელ ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რას ყვებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აფრიკელი ბავშვები სამხედროებზე

რას ყვებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აფრიკელი ბავშვები სამხედროებზე

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian ვრცელ სტატიას უძღვნის გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების შესახებ, რომელშიც შესაძლოა ქართველი ჯარისკაცებიც ფიგურირებენ.

როგორც "გარდიანი" კომისარიატზე დაყრდნობით წერს, ინციდენტები 2014 წელს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგუიში, აეროპორტის სიახლოვეს მდებარე დევნილთა ბანაკში ან მის მახლობლად მოხდა, თუმცა ეს ფაქტები მხოლოდ ბოლო კვირებში გასაჯაროვდა.

როგორც "გარდიანი" წერს, გუშინ გაერო-მ მშვიდობისმყოფელებს ახალი ბრალდებები წაუყენა. გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ენტონი ბენბერიმ კი, გაასაჯაროვა ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის ახალი ფაქტები, რომელშიც, როგორც "გარდიანი" იწერს, გაერო-ს მშვიდობისმყოფელები, ასევე პოლიციელები ბანგლადეშიდან, კონგოდან, ნიგერსა და სენეგალიდან მონაწილეობდნენ. ენტონი ბენბერიომ ასევე განაცხადა, რომ 2015 წელს დაფიქსირდა 69 დადასტურებული სექსუალური ძალადობის ან ექსპლუატაციის ფაქტი გაერო-ს 16 სამშვიდობო მისიაში მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 22 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოხდა. მაშინ როცა 2014 წელს დაფიქსირდა 51 მსგავსი ფაქტი.

ენტონი ბენბერის განცხადებით, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მომავალ თვეს გამოაქვეყნებს ანგარიშს გასულ წელს მომხდარი ძალადობის ყველა ფაქტის შესახებ, მათ შორის დასახელდება ყველა ის ქვეყანა, რომლის სამხედრო მოსამსახურე ძალადობაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

"გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, სამმა გოგონამ განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ მოძალადეები იყვნენ ქართული კონტინგენტის წევრები ევროკავშირის მისიიდან, კიდევ ერთი გოგონა სავარაუდოდ, გააუპატიურა ჯარისკაცმა სხვა ევროპული ქვეყნიდან, რომელიც არ დასახელდა, რადგან ამ შემთხვევაში დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო. გაერო-ს თანამშრომლები გაესაუბრნენ 7 წლის გოგონას და 9 წლის ბიჭს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათზე ძალადობა განახორციელეს სამხედროებმა ოპერაცია "სანგარისის" ჩატარების დროს. გოგონამ თქვა, რომ მას "ფრანგ ჯარისკაცებთან ორალური სექსი ჰქონდა წყლის ბოთლის და ტკბილეულის სანაცვლოდ", - ნათქვამია უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარ სექსუალური ძალადობის ინციდენტებში სავარაუდოდ, 10 უცხოური ქვეყნის სამხედრო კონტინტენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მაგრამ რთულია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რამდენი ჯარისკაცი იღებდა ამაში მონაწილეობას.

რუპერტ კოლვილის თქმით, სექსუალური ძალადობის ფაქტების აღკვეთის მიზნით და დაზარალებულთა დასახმარებლად გაერო-მ ახალი ნაბიჯები გადადგა. ახლა სამშვიდობო მისიის ყოველ ახალ წევრს ამოწმებენ, ხოლო თუ დადასტურდა, რომ ის მსგავს ფაქტებში ან ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდა, მსახურების უფლებას არ აძლევენ.

გაერო ასევე სთხოვს სამშვიდობო მისიაში ჩართულ ქვეყნებს, დაასრულონ გამოძიება 6 თვეში და შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციას აცნობონ.

გარდა ამისა, გაერო-მ შეუწყვიტა ხელფასების გაცემა იმ პერსონალისთვის, რომელთა მიმართებაში დადასტურდა, რომ ძალადობის აქტები განახორციელეს.

ნახეთ ვიდეო| როგორ აშუქებს "ფრანს 24" ქართველი ჯარისკაცების სკანდალს აფრიკელ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაზე

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა