2003 წელს რუსი ფოტოგრაფი ალექსანდრ გუსოვი ნამიბიაში ჩავიდა ადგილობრივი ტომების გადასაღებად. მასთან ერთად მოგზაურობაში მისი იმჟამინდელი მეუღლე - ჰუსოვა იმყოფებოდა. როცა საშა ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის ქალებს იღებდა, ჰუსოვამ თავი "უხერხულად" იგრძნო: ის ამ ქალებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ამიტომ "თანასწორობისთვის" ზედაწელისა და ბიუსტჰალტერის გახდა გადაწყვიტა...
ასე გამოვიდა ალექსანდრ გუსოვის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ნატურალური ფოტოსესია: ქალი ცივილიზებული სამყაროდან პირველყოფილი ტომის ქალებთან ერთად.
ტაგანროგელი ინჟინერისა და დიასახლისის ოჯახში დაბადებული საშა სკოლის დამთავრებისა და საბჭოთა არმიაში მსახურების შემდეგ, ლონდონში გაიქცა... აქ რამდენიმე წელი მიმტანად მუშაობდა, შემდეგ კი იღბლიანი შემთხვევის წყალობით, მოსკოვის დიდი თეატრის გასტროლების გადაღება მოახერხა და The British Journal of Photography-ს წარუდგინა... ამან რადიკალურად შეცვალა ტაგანროგელი ბიჭის ცხოვრება. სხვადასხვა დროს მუშაობდა The Wall Street Journal-ისა და The Guardian-ისთვის, იღებდა მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს: ლუჩიანო პავაროტი, იან მაკკელენი, ევან მაკგრეგორი... და კიდევ - ბევრ, ბევრ შიშველ ქალს.