საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა" - "ემის" მფლობელი ჰოლივუდელი რეჟისორი ძამას ხეობაზე ფილმს იღებს
"აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა" - "ემის" მფლობელი ჰოლივუდელი რეჟისორი ძამას ხეობაზე ფილმს იღებს

"ემის" ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ჰო­ლი­ვუ­დე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი და რე­ჟი­სო­რი ჯე­იმს ჰი­გინ­სო­ნი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ბე­რე­ბის შე­სა­ხებ ფილ­მის "DEVOUT-ღვთის­მო­ში­ში" გა­და­ღე­ბებს ას­რუ­ლებს. გან­დე­გი­ლი ბე­რე­ბის შე­სა­ხებ ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, აი, რას გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი ჯე­იმ­სი:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2012 წელს ვი­ყა­ვი. ვი­ზი­ტის შემ­დეგ, ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დი სა­ო­ცა­რი ძა­მას ხე­ო­ბით. მა­ნამ­დე ნა­ნა­ხი მქონ­და შატ­ბერ­დის მა­მა­თა მო­ნას­ტრის ფოტო, რო­მე­ლიც ჩემ­მა ერთ-ერ­თმა ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტმა მა­ნა­ხა და მკი­თხა ხომ არ ვი­ნა­ხუ­ლებ­დი ამ ად­გილს. მან­ვე და­გეგ­მა პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და რო­დე­საც ხე­ო­ბა­ში ჩა­ვე­დი, უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ მო­ვე­ქე­ცი. გა­ვოც­დი ულა­მა­ზე­სი, მაგ­რამ მკაც­რი მთის პე­ი­ზა­ჟე­ბით. აქ გან­სა­კუთ­რე­ბით ვიგ­რძე­ნი ღმერ­თის არ­სე­ბო­ბა. ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ამ, რო­მე­ლიც ხე­ო­ბა­ში მა­ცხოვ­რე­ბელ ბე­რებს ახა­სი­ა­თებს. ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ ექ­სტრე­მა­ლუ­რად მძი­მე სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებ­ში. ასე­ვე გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ბე­რე­ბის ასა­კით და მინ­დო­და გა­მე­გო მათ შე­სა­ხებ უფრო მეტი. ვიგ­რძე­ნი, რომ ძა­მას ხე­ო­ბის ბე­რე­ბის პა­ტი­ო­სა­ნი და ღია ცხოვ­რე­ბის ასახ­ვით და მათ ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­ხედ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბით, მე შე­მეძ­ლო დახ­მა­რე­ბა გა­მე­წია ხალ­ხის­თვის და ამე­შე­ნე­ბი­ნა ხიდი, რო­მე­ლიც აკავ­ში­რე­ბეს გუ­ლებს, აერ­თი­ა­ნებს სუ­ლებს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ადა­მი­ა­ნებს გა­და­ლა­ხონ გან­სხვა­ვე­ბე­ბი.

- ორი­ო­დე სი­ტყვა, იქ­ნებ, ფილ­მის ში­ნა­არსზეც გვი­თხრათ...

- ფილ­მი "DEVOUT-ღვთის­მო­ში­ში" არის მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­მას ხე­ო­ბის მო­ნას­ტრებ­ში, დაკ­ვირ­ვე­ბა ახალ­გაზ­რდა თუ ასა­კო­ვა­ნი ბე­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. მოკ­ლედ, ეს არის ფილ­მი - ამ­ბა­ვი რწმე­ნა­ზე. ფილმში ვაჩ­ვე­ნებთ ბუ­ნე­ბის სცე­ნებს, სა­ქარ­თვე­ლოს კავ­კა­სი­ო­ნის მკაცრ პე­ი­ზა­ჟებს, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად უცხოც არის, ახ­ლო­ბე­ლიც და ამო­უც­ნო­ბიც, ისე­ვე, რო­გორც ღმერ­თი და რწმე­ნა.

ფილ­მი "DEVOUT-ღვთის­მო­ში­ში" სტუმ­რობს და­ფა­რულ მო­ნას­ტრებ­სა და იქ მოღ­ვა­წე ბე­რებს. ხე­ო­ბა­ში ჩვენ შევ­ხვდით ახალ­გაზ­რდა ღვთის­ნი­ერ ბერს მამა ანუბს. ის 22 წლი­საა და ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის ძი­ე­ბის გზას ად­გას. იგი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ოც­რად შორ­სმჭვრე­ტე­ლი ადა­მი­ა­ნია და სრუ­ლი­ად ჩაფ­ლუ­ლია სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა" - "ემის" მფლობელი ჰოლივუდელი რეჟისორი ძამას ხეობაზე ფილმს იღებს

"აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა" - "ემის" მფლობელი ჰოლივუდელი რეჟისორი ძამას ხეობაზე ფილმს იღებს

"ემის" ჯილდოს მფლობელი ჰოლივუდელი ფოტოგრაფი და რეჟისორი ჯეიმს ჰიგინსონი ახალგაზრდა ქართველი ბერების შესახებ ფილმის "DEVOUT-ღვთისმოშიში" გადაღებებს ასრულებს. განდეგილი ბერების შესახებ ფილმის გადაღებები რუის-ურბნისის ეპარქიაში მიმდინარეობდა, აი, რას გვიყვება ბატონი ჯეიმსი:

- საქართველოში პირველად 2012 წელს ვიყავი. ვიზიტის შემდეგ, ძალიან დავინტერესდი საოცარი ძამას ხეობით. მანამდე ნანახი მქონდა შატბერდის მამათა მონასტრის ფოტო, რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა ქართველმა სტუდენტმა მანახა და მკითხა ხომ არ ვინახულებდი ამ ადგილს. მანვე დაგეგმა პირველი მოგზაურობის ორგანიზება და როდესაც ხეობაში ჩავედი, უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი. გავოცდი ულამაზესი, მაგრამ მკაცრი მთის პეიზაჟებით. აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა. ძალიან დამაინტერესა სიყვარულისა და ვალდებულების კომბინაციამ, რომელიც ხეობაში მაცხოვრებელ ბერებს ახასიათებს. ისინი ცხოვრობენ ექსტრემალურად მძიმე საცხოვრებელ პირობებში. ასევე გაოცებული ვიყავი ბერების ასაკით და მინდოდა გამეგო მათ შესახებ უფრო მეტი. ვიგრძენი, რომ ძამას ხეობის ბერების პატიოსანი და ღია ცხოვრების ასახვით და მათ ცხოვრებაში ჩახედვის შესაძლებლობით, მე შემეძლო დახმარება გამეწია ხალხისთვის და ამეშენებინა ხიდი, რომელიც აკავშირებეს გულებს, აერთიანებს სულებს, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს გადალახონ განსხვავებები.

- ორიოდე სიტყვა, იქნებ, ფილმის შინაარსზეც გვითხრათ...

- ფილმი "DEVOUT-ღვთისმოშიში" არის მოგზაურობა ძამას ხეობის მონასტრებში, დაკვირვება ახალგაზრდა თუ ასაკოვანი ბერების ცხოვრებაში. მოკლედ, ეს არის ფილმი - ამბავი რწმენაზე. ფილმში ვაჩვენებთ ბუნების სცენებს, საქართველოს კავკასიონის მკაცრ პეიზაჟებს, რომელიც ერთდროულად უცხოც არის, ახლობელიც და ამოუცნობიც, ისევე, როგორც ღმერთი და რწმენა.

ფილმი "DEVOUT-ღვთისმოშიში" სტუმრობს დაფარულ მონასტრებსა და იქ მოღვაწე ბერებს. ხეობაში ჩვენ შევხვდით ახალგაზრდა ღვთისნიერ ბერს მამა ანუბს. ის 22 წლისაა და ჭეშმარიტი რწმენის ძიების გზას ადგას. იგი ასაკის მიუხედავად, საოცრად შორსმჭვრეტელი ადამიანია და სრულიად ჩაფლულია სულიერ ცხოვრებაში.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება