კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხალხი ბანკების მადის დაოკებას ითხოვს!
ხალხი ბანკების მადის დაოკებას ითხოვს!

ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის ნა­წილს კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს დო­ლა­რის კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად ახ­დე­ვი­ნე­ბენ, რაც გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რის ფონ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებს მძი­მე ტვირ­თად აწ­ვე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მსეს­ხე­ბე­ლი ვა­ლის გას­ტუმ­რე­ბას ვერ აუ­დის და ღა­ტაკ­დე­ბა. ამ დროს კი სა­ბან­კო სექ­ტო­რის წმინ­და მო­გე­ბამ შარ­შან რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს, ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

მსეს­ხებ­ლე­ბი ლარ­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხის დაბ­რუ­ნე­ბას იმ კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად ითხო­ვენ, რო­დე­საც მათ სა­ბან­კო სფე­როს მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა პირ­ვე­ლად წარ­მო­ეშ­ვათ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 398-ე მუხ­ლიც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც კურსთა ცვლი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კრე­დი­ტის გას­ტუმ­რე­ბის წე­სია გან­მარ­ტე­ბუ­ლი.

სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 398-ე მუხ­ლში წე­რია: "თუ გა­დახ­დის ვა­დის დად­გო­მამ­დე გა­ი­ზარ­და ან შემ­ცირ­და ფუ­ლის ერ­თე­უ­ლი (კურ­სი), ან შე­იც­ვა­ლა ვა­ლუ­ტა, მო­ვა­ლე ვალ­დე­ბუ­ლია გა­და­ი­ხა­დოს იმ კურ­სით, რო­მე­ლიც შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის დროს". თუმ­ცა ეს არის კო­დექ­სის ის ბუნ­დო­ვა­ნი მუხ­ლი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და რო­მე­ლიც იუ­რისტ-ეკო­ნო­მის­ტებ­ში დღემ­დე და­ვის საგ­ნად რჩე­ბა. "ვალ­დე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის" თა­რი­ღად ზოგი სეს­ხის აღე­ბის დღეს ასა­ხე­ლებს, ზოგს კი მი­აჩ­ნია, რომ ეს კრე­დი­ტის გა­დახ­დის ყო­ველ­თვი­ურ გრა­ფიკ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი დღეა.

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მარ­თვე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და­ვით ზარ­დი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ მუხ­ლის თა­ნახ­მად, "ბან­კე­ბი, რო­მე­ლიც უცხო­ურ ვა­ლუ­ტას გა­ა­სეს­ხებს, თა­ვად იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კურ­სის ცვლი­ლე­ბის გამო გა­მოწ­ვე­ულ ყვე­ლა რის­კზე, ხოლო მო­ვა­ლე დარ­ჩე­ნილ ვალს იხ­დის იმ კურ­სით, რაც გა­სეს­ხე­ბის დროს არ­სე­ბობ­და!"

არ­გუ­მენ­ტი, რომ დო­ლა­რის გა­სეს­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დო­ლა­რი უნდა დაბ­რუნ­დეს, მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ი­ღე­ბა, რად­გან "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად გა­დახ­დის ერ­თა­დერ­თი კა­ნო­ნი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არის ლარი: "ე. ი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ლარი მაქვს ნა­სეს­ხე­ბი თუ დო­ლა­რი, რად­გან ვალი ლა­რით უნდა გა­და­ვი­ხა­დო!

ესეც რომ არა, სკ-ის 389-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, დო­ლა­რი რომც მქონ­დეს და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი, ბან­კი ვალ­დე­ბუ­ლია, დო­ლარ­ზე ლა­რის კონ­ვერ­ტა­ცია იმ კურ­სით აწარ­მო­ოს, რაც დო­ლა­რის გა­სეს­ხე­ბი­სას არ­სე­ბობ­და. სა­მარ­თა­ლი უხე­შად ირ­ღვე­ვა, როცა ბან­კებს დო­ლარ­ში (ან სხვა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში) ვალი მი­აქვთ არა იმ კურ­სით, რი­თაც გა­ა­სეს­ხეს, არა­მედ ვა­ლის გა­დახ­დის დროს გაზ­რდი­ლი კურ­სით. მნიშნ­ვე­ლო­ბა არა აქვს, რა წე­რია სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, რად­გან ყვე­ლა გა­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ბა­თი­ლია", - მი­აჩ­ნია და­ვით ზარ­დი­აშ­ვილს.

სა­ბან­კო სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი ლია ელი­ა­ვა ამ­ბობს, რომ ის მსეს­ხე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ვალი ლარ­ში აიღო, ყო­ველ­თვი­ურ გა­და­სა­ხადს დო­ლა­რის კურ­სის მი­ხედ­ვით არ უნდა იხ­დი­დეს. ეს არის პრობ­ლე­მა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­ხელ­მწი­ფომ და ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სა­კი­თხი მო­აგ­ვა­რონ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ხალხი ბანკების მადის დაოკებას ითხოვს!

ხალხი ბანკების მადის დაოკებას ითხოვს!

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ნაწილს კომერციული ბანკები მომხმარებლებს დოლარის კურსის შესაბამისად ახდევინებენ, რაც გაუფასურებული ლარის ფონზე მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწვება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მსესხებელი ვალის გასტუმრებას ვერ აუდის და ღატაკდება. ამ დროს კი საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ შარშან რეკორდულ მაჩვენებელს, ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მსესხებლები ლარში აღებული სესხის დაბრუნებას იმ კურსის შესაბამისად ითხოვენ, როდესაც მათ საბანკო სფეროს მიმართ ვალდებულება პირველად წარმოეშვათ. სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებლად სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლიც გამოაქვეყნეს, სადაც კურსთა ცვლილების შემთხვევაში კრედიტის გასტუმრების წესია განმარტებული.

სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლში წერია: "თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს". თუმცა ეს არის კოდექსის ის ბუნდოვანი მუხლი, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და რომელიც იურისტ-ეკონომისტებში დღემდე დავის საგნად რჩება. "ვალდებულების წარმოშობის" თარიღად ზოგი სესხის აღების დღეს ასახელებს, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს კრედიტის გადახდის ყოველთვიურ გრაფიკში მითითებული დღეა.

ადგილობრივი თვითმართველობის სპეციალისტი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ მუხლის თანახმად, "ბანკები, რომელიც უცხოურ ვალუტას გაასესხებს, თავად იღებს პასუხისმგებლობას კურსის ცვლილების გამო გამოწვეულ ყველა რისკზე, ხოლო მოვალე დარჩენილ ვალს იხდის იმ კურსით, რაც გასესხების დროს არსებობდა!"

არგუმენტი, რომ დოლარის გასესხების შემთხვევაში დოლარი უნდა დაბრუნდეს, მხედველობაში არ მიიღება, რადგან "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი: "ე. ი. მნიშვნელობა არა აქვს, ლარი მაქვს ნასესხები თუ დოლარი, რადგან ვალი ლარით უნდა გადავიხადო!

ესეც რომ არა, სკ-ის 389-ე მუხლის თანახმად, დოლარი რომც მქონდეს დასაბრუნებელი, ბანკი ვალდებულია, დოლარზე ლარის კონვერტაცია იმ კურსით აწარმოოს, რაც დოლარის გასესხებისას არსებობდა. სამართალი უხეშად ირღვევა, როცა ბანკებს დოლარში (ან სხვა უცხოურ ვალუტაში) ვალი მიაქვთ არა იმ კურსით, რითაც გაასესხეს, არამედ ვალის გადახდის დროს გაზრდილი კურსით. მნიშნველობა არა აქვს, რა წერია სასესხო ხელშეკრულებაში, რადგან ყველა გარიგება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ბათილია", - მიაჩნია დავით ზარდიაშვილს.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ ის მსესხებელი, რომელმაც ვალი ლარში აიღო, ყოველთვიურ გადასახადს დოლარის კურსის მიხედვით არ უნდა იხდიდეს. ეს არის პრობლემა და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა საკითხი მოაგვარონ განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია