მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს 15 პრემიერ-მინისტრიდან 11 გადადგა - საინტერესო ფაქტები ქვეყნის ყველა პრემიერზე
საქართველოს 15 პრემიერ-მინისტრიდან 11 გადადგა - საინტერესო ფაქტები ქვეყნის ყველა პრემიერზე

23 დე­კემ­ბერს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. იგი მე-11 პრე­მი­ე­რია, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ 15 პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­დან მხო­ლოდ ერ­თმა, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად. 24 წელი და 15 პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი - "ჯამპს­ტარ­ტმა" ვი­ზუ­ა­ლუ­რად გა­მო­სა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა, პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა და უფ­ლე­ბა­მი­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო

ბე­სა­რი­ონ გუ­გუშ­ვი­ლი 1991-1992 - პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა "მრგვა­ლი მა­გი­და-თა­ვი­სუ­ფა­ლი" სა­ქარ­თვე­ლო. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - 136. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი გა­და­სახ­ლე­ბა: 1991-1992 წლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს გუ­გუშ­ვი­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად დევ­ნი­ლო­ბა­ში წა­ვი­და.

თენ­გიზ სი­გუა 1992-1993 - უპარ­ტიო. თან­მდე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - 578. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი: გა­დად­გა 1993 წლის 5 აგ­ვის­ტოს, მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბი­უ­ჯე­ტი უარ­ყო.

ოთარ ფა­ცა­ცია - 1993-1995 - უპარ­ტიო. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - 776. გა­დად­გა.

ნი­კო­ლოზ ლე­კიშ­ვი­ლი 1995-1998. პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა - "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი". სა­ქარ­თვე­ლოს 15 პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­დან ლე­კიშ­ვი­ლი ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თია, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვად - 961 დღე უხელ­მძღვა­ნე­ლა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით იგი მხო­ლოდ ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­სა (1002 დღე) და ნიკა გი­ლა­ურს (1244 დღე) ჩა­მორ­ჩე­ბა. წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მსგავ­სად ლე­კიშ­ვი­ლიც გა­დად­გა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

ვაჟა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე 1998-2000 - "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი". პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის პოსტს 650 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი მის შემ­თხვე­ვა­შიც გა­დად­გო­მაა.

გი­ორ­გი არ­სე­ნიშ­ვი­ლი 2000-2001 - პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი". თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - 589. 2001 წელს გა­დად­გა, რის შემ­დე­გაც რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იყო, მათ შო­რის ავ­სტრი­ა­ში, უნ­გრეთ­ში, ჩე­ხეთ­სა და სლო­ვა­კეთ­ში.

ავ­თან­დილ ჯორ­ბე­ნა­ძე 2001-2003 - პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის" წევ­რი, თა­ნამ­დე­ბო­ბას 706 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და. იგი პირ­ვე­ლი და დღემ­დე ერ­თა­დერ­თი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად და­ტო­ვა.

ზუ­რაბ ჟვა­ნია 2003-2005 წლე­ბი - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ბა", თა­მამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა- 434. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გახ­და.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­ღუპ­ვის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი და­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად. პოსტზე ნო­ღა­ი­დელ­მა 2007 წლის 16 ნო­ემ­ბრამ­დე იმუ­შა­ვა. პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", თა­ნამ­დე­ბო­ბას ნო­ღა­ი­დე­ლი 1002 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი მის შემ­თხვე­ვა­შიც გა­დად­გო­მა იყო, რის შემ­დე­გაც ის დრო­ე­ბით ჩა­მო­შორ­და პო­ლი­ტი­კას და კახა კა­ლა­ძის ბიზ­ნესს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. 2008 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ნო­ღა­ი­დელ­მა პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პარ­ტია - "მოძ­რა­ო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის".

ხან­გრძლი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ბან­კი­რი ლადო გურ­გე­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნიტრთა კა­ბი­ნეტს 2007 წლის ნო­ემ­ბერ­ში აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვის შემ­დეგ ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, მა­შინ, როცა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და და­ი­ნიშ­ნა ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. გურ­გე­ნი­ძემ ამ პოსტზე 2008 წლის 1 ნო­ემ­ბრამ­დე იმუ­შა­ვა. ცნო­ბი­ლი ბან­კი­რი უპარ­ტიო იყო, მან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 345 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა.

ბან­კი­რი გურ­გე­ნი­ძის შემ­დეგ, პრე­მი­ე­რის პოს­ტი დიპ­ლო­მატ­მა გრი­გოლ მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა. იგი უპარ­ტიო იყო. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყვე­ლა­ზე ცოტა - 97 დღე დაჰ­ყო, 2009 წლის 30 იან­ვარს გა­დად­გა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა გი­ლა­ურს, ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებს შო­რის, ყვე­ლა­ზე "სტა­ჟი­ა­ნია" - უპარ­ტიო გი­ლა­უ­რი 2009-2012 წლებ­ში იკა­ვებ­და აღ­ნიშ­ნულ პოსტს - 1244 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე გა­მოდ­გა ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბა. ამას­თან, ის ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი - არ­ჩევ­ნე­ბის გზით და­ტო­ვა პოს­ტი. მე­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა მხო­ლოდ 113 დღეს გაგ­რძელ­და.

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ახა­ლი მმარ­თვე­ლი ძა­ლის მოს­ვლის შემ­დეგ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა. პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბას 391 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ ივა­ნიშ­ვილ­მა მემ­კვიდ­რედ მა­შინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის პოსტზე 763 დღე გა­ა­ტა­რა და ახა­ლი, 2016 წლის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ნა­ცხა­და გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით მე-16 პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტმა 30 დე­კემ­ბერს და­ამ­ტკი­ცა.

ეკა მე­ლი­ქი­ძე

AMBEBI.GE

მომ­ზა­დე­ბუ­ლია feradi.info-ს მი­ხედ­ვით

იხი­ლეთ ფოტო სრუ­ლი ზო­მით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

საქართველოს 15 პრემიერ-მინისტრიდან 11 გადადგა - საინტერესო ფაქტები ქვეყნის ყველა პრემიერზე

საქართველოს 15 პრემიერ-მინისტრიდან 11 გადადგა - საინტერესო ფაქტები ქვეყნის ყველა პრემიერზე

23 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. იგი მე-11 პრემიერია, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ 15 პრემიერ-მინისტრიდან მხოლოდ ერთმა, ვანო მერაბიშვილმა დატოვა თანამდებობა არჩევნების შედეგად. 24 წელი და 15 პრემიერ-მინისტრი - "ჯამპსტარტმა" ვიზუალურად გამოსახა საქართველოს პრემიერ-მინისტრების თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობა, პარტიული კუთვნილება და უფლებამისილების შეწყვეტის მიზეზები.

იხილეთ ვიდეო

ბესარიონ გუგუშვილი 1991-1992 - პარტიული კუთვნილება "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი" საქართველო. თანამდებობაზე ყოფნის დღეების რაოდენობა - 136. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი გადასახლება: 1991-1992 წლებში სამოქალაქო ომის დროს გუგუშვილი ზვიად გამსახურდიასთან ერთად დევნილობაში წავიდა.

თენგიზ სიგუა 1992-1993 - უპარტიო. თანმდებობაზე ყოფნის დღეების რაოდენობა - 578. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი: გადადგა 1993 წლის 5 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.

ოთარ ფაცაცია - 1993-1995 - უპარტიო. თანამდებობაზე ყოფნის დღეების რაოდენობა - 776. გადადგა.

ნიკოლოზ ლეკიშვილი 1995-1998. პარტიული კუთვნილება - "მოქალაქეთა კავშირი". საქართველოს 15 პრემიერ-მინისტრიდან ლეკიშვილი ერთ-ერთი იშვიათია, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივად - 961 დღე უხელმძღვანელა მინისტრთა კაბინეტს. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელსა (1002 დღე) და ნიკა გილაურს (1244 დღე) ჩამორჩება. წინამორბედების მსგავსად ლეკიშვილიც გადადგა თანამდებობიდან.

ვაჟა ლორთქიფანიძე 1998-2000 - "მოქალაქეთა კავშირი". პრემიერ მინისტრის პოსტს 650 დღის განმავლობაში იკავებდა. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი მის შემთხვევაშიც გადადგომაა.

გიორგი არსენიშვილი 2000-2001 - პარტია "მოქალაქეთა კავშირი". თანამდებობაზე ყოფნის დღეების რაოდენობა - 589. 2001 წელს გადადგა, რის შემდეგაც რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, მათ შორის ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში.

ავთანდილ ჯორბენაძე 2001-2003 - პარტია "მოქალაქეთა კავშირის" წევრი, თანამდებობას 706 დღის განმავლობაში იკავებდა. იგი პირველი და დღემდე ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც თანამდებობა რევოლუციის შედეგად დატოვა.

ზურაბ ჟვანია 2003-2005 წლები - "ერთიანი ნაციონალური მოძრობა", თამამდებობაზე ყოფნის დღეების რაოდენობა- 434. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება გახდა.

ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელი დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. პოსტზე ნოღაიდელმა 2007 წლის 16 ნოემბრამდე იმუშავა. პარტიული კუთვნილება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თანამდებობას ნოღაიდელი 1002 დღის განმავლობაში იკავებდა. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი მის შემთხვევაშიც გადადგომა იყო, რის შემდეგაც ის დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას და კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და ჩამოაყალიბა პარტია - "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის".

ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ბანკირი ლადო გურგენიძე საქართველოს მინიტრთა კაბინეტს 2007 წლის ნოემბერში აქციების დარბევის შემდეგ ჩაუდგა სათავეში, მაშინ, როცა თანამდებობიდან გადადგა მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. გურგენიძემ ამ პოსტზე 2008 წლის 1 ნოემბრამდე იმუშავა. ცნობილი ბანკირი უპარტიო იყო, მან თანამდებობაზე 345 დღის განმავლობაში იმუშავა.

ბანკირი გურგენიძის შემდეგ, პრემიერის პოსტი დიპლომატმა გრიგოლ მგალობლიშვილმა დაიკავა. იგი უპარტიო იყო. პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობაზე ყველაზე ცოტა - 97 დღე დაჰყო, 2009 წლის 30 იანვარს გადადგა.

რაც შეეხება ნიკა გილაურს, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის, ყველაზე "სტაჟიანია" - უპარტიო გილაური 2009-2012 წლებში იკავებდა აღნიშნულ პოსტს - 1244 დღის განმავლობაში.

ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე გამოდგა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პრემიერობა. ამასთან, ის ერთადერთია, რომელმაც ყველაზე დემოკრატიული - არჩევნების გზით დატოვა პოსტი. მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობა მხოლოდ 113 დღეს გაგრძელდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და ქვეყნის სათავეში ახალი მმართველი ძალის მოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პოსტი ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა. პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი თანამდებობას 391 დღის განმავლობაში იკავებდა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ივანიშვილმა მემკვიდრედ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ღარიბაშვილმა ქვეყნის პირველი პირის პოსტზე 763 დღე გაატარა და ახალი, 2016 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა გადადგომის შესახებ. საქართველოს რიგით მე-16 პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტმა 30 დეკემბერს დაამტკიცა.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

მომზადებულია feradi.info-ს მიხედვით

იხილეთ ფოტო სრული ზომით

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."