პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს ქართული მხარე გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებას ქართველი ჯარისკაცების ძალადობასთან დაკავშირებით
რას პასუხობს ქართული მხარე გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებას ქართველი ჯარისკაცების ძალადობასთან დაკავშირებით

"სა­ქარ­თვე­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ გა­ე­რო-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის მხრი­დან არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­ტა­ლუ­რად იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­მო­ი­ძი­ოს ფაქ­ტე­ბი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როთ კონ­კრე­ტულ პი­რებს, რომ­ლებ­მაც ჩა­ი­დი­ნეს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის­თვის უღირ­სი ქმე­დე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ხელ­სა და რე­პუ­ტა­ცი­ას.

"ჩვენ დიდი ყუ­რა­დღე­ბით და შეშ­ფო­თე­ბით გა­ვე­ცა­ნით გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას - ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში 2014 წლის შე­მოდ­გო­მის მი­სი­ის შე­სა­ხებ. მტკი­ცედ გვჯე­რა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ეროვ­ნულ დო­ნე­ზე ყვე­ლა­ფერს უნდა აკე­თებ­დეს, რათა მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პი­რებ­მა პა­სუ­ხი აგონ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ვინ არი­ან ისი­ნი, რო­მელ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გე­ნენ და რა ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ. სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მოხ­დეს ამ საქ­მის დე­ტა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და ასე­თი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგნენ", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ.

მისი თქმით, დღეს, გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მის­რის ოფი­სის მიერ ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, პო­ტენ­ცი­უ­რად ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე თი­თო­ე­უ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე.

"მათ ჰყავთ ოჯა­ხე­ბი, მათი უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­ტი­ოს­ნად და თავ­და­უ­ზო­გა­ვად ემ­სა­ხუ­რე­ბა სამ­შობ­ლო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბას. ამი­ტომ, და­უშ­ვე­ბე­ლია, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბამ, ასე­თის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩრდი­ლი მი­ა­ყე­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ხელს და პრეს­ტიჟს.

ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თა­ვად ქარ­თუ­ლი ჯარი, 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­დე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ამო­ცა­ნას და იმა­ვეს გა­აგ­რძე­ლებს მო­მა­ვალ­შიც, რო­გორც მსოფ­ლი­ოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო და სან­დო პარტნი­ო­რი. ასე იც­ნო­ბენ ჩვენს ჯარს, ასე­თად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს, და ყო­ველ ჩვენ­განს შეგ­ვიძ­ლია ვი­ა­მა­ყოთ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­მო­ვი­ძი­ოთ ფაქ­ტე­ბი. და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ კონ­კრე­ტულ პი­რებს, ვინც ჩა­ი­დი­ნა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის უღირ­სი ქმე­დე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ხელ­სა და რე­პუ­ტა­ცი­ას. მა­ნამ­დე კი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა, ვისი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც იყო 2014 წელს ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა", - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ.

გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის, ზეიდ რაად ალ ჰუ­სე­ი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

რას პასუხობს ქართული მხარე გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებას ქართველი ჯარისკაცების ძალადობასთან დაკავშირებით

რას პასუხობს ქართული მხარე გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებას ქართველი ჯარისკაცების ძალადობასთან დაკავშირებით

"საქართველო დაინტერესებულია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ცენტრალურ აფრიკაში ჯარისკაცების მხრიდან არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, დეტალურად იქნას გამოძიებული", - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში გამოიძიოს ფაქტები და პასუხისმგებლობა დაეკისროთ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას.

"ჩვენ დიდი ყურადღებით და შეშფოთებით გავეცანით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებას - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის შესახებ. მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ისინი, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ და რა ენაზე საუბრობენ. საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს მთავრობისა და შეირაღებული ძალებისთვის. ჩვენი მიზანია, მოხდეს ამ საქმის დეტალური გამოძიება და ასეთი უმძიმესი დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ჩამდენი პირები, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისი თქმით, დღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პოტენციურად ეჭვმიტანილია მისიაში მონაწილე თითოეული სამხედრო მოსამსახურე.

"მათ ჰყავთ ოჯახები, მათი უდიდესი უმრავლესობა პატიოსნად და თავდაუზოგავად ემსახურება სამშობლოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ამიტომ, დაუშვებელია, რამდენიმე ადამიანის ქმედებამ, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელს და პრესტიჟს.

ქართული სახელმწიფო და უპირველეს ყოვლისა, თავად ქართული ჯარი, 17 წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ამოცანას და იმავეს გააგრძელებს მომავალშიც, როგორც მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების ყველაზე საიმედო და სანდო პარტნიორი. ასე იცნობენ ჩვენს ჯარს, ასეთად მოიხსენიებენ ჩვენს ჯარისკაცებს, და ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ბიჭებით. სწორედ ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა უმოკლეს ვადებში გამოვიძიოთ ფაქტები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს, ვინც ჩაიდინა ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას. მანამდე კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან ჩამოცილებულია ყველა, ვისი პირდაპირი ვალდებულებაც იყო 2014 წელს ფაქტების გამოძიება და სიმართლის გარკვევა", - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."