პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაქცეულ ცოლზე შურისძიება სახლის გადაწვით დაიწყო, მერე კი მოკლა" - ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის უცნობი დეტალები
"გაქცეულ ცოლზე შურისძიება სახლის გადაწვით დაიწყო, მერე კი მოკლა" - ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის უცნობი დეტალები

ვარ­კე­თილ­ში, შუ­ამ­თის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ავა­რი­უ­ლი კორ­პუ­სი, სა­დაც ოდეს­ღაც სკო­ლა იყო, ამ­ჟა­მად კი მი­უ­სა­ფარ­თა თავ­შე­სა­ფა­რია, შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლა­დაც იქცა. კორ­პუ­სი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლას ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა - ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ქვი­ა­ნის მცხოვ­რებ­მა, 30 წლის გი­ორ­გი დო­ლი­ძემ 28 წლის მე­უღ­ლე ნინო კი­ლა­სო­ნია, ფაქ­ტობ­რი­ვად, 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ მოკ­ლა, ცოტა ხან­ში კი თავი მო­იკ­ლა.

თვე­ნა­ხევ­რის წინ სო­ფელ ქვი­ა­ნი­დან ქმარს გა­მოქ­ცე­უ­ლი ნინო კი­ლა­სო­ნია, 11 წლი­სა და 8 წლის გო­გო­ნებ­თან ერ­თად, სწო­რედ ხსე­ნე­ბულ თავ­შე­სა­ფარ­ში მცხოვ­რებ დის ოჯახს აფა­რებ­და თავს; გა­უ­საძ­ლი­სი სუ­ლი­ე­რი თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე ის გა­მუდ­მე­ბით ეძებ­და სამ­სა­ხურს, 2 კვი­რის წინ კი ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ხა­ტე­ბის სა­ამ­ქრო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. რო­გორც თა­ვად, ასე­ვე მისი შვი­ლე­ბიც მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ რო­დის აი­ღებ­და დედა პირ­ველ ხელ­ფასს, რო­მე­ლიც 400 ლარს შე­ად­გენ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის დის თქმით, მის სი­ძეს გი­ორ­გი დო­ლი­ძეს არა­სო­დეს უმუ­შა­ვია, ამ­ბობ­და, რომ მუ­შა­ო­ბა ფი­ზი­კუ­რად არ შე­ეძ­ლო. უბე­დუ­რე­ბას ისიც ემა­ტე­ბა, რომ კი­ლა­სო­ნი­ე­ბის მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი აბა­შა­ში, ნინო კი­ლა­სო­ნი­ას მკვლე­ლო­ბი­დან 3 დღით ადრე ისე და­იწ­ვა, რიმ იქე­დან აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა. კი­ლა­სო­ნი­ე­ბი მიჩ­ნე­ვენ, რომ: "მათ­მა სი­ძემ ში­ნი­დან გაქ­ცე­ულ ცოლ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა ამით და­ი­წყო, - ჯერ მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი გა­და­უწ­ვა აბა­შა­ში, მერე კი მოკ­ლა".

იხი­ლეთ ვი­დეო ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან

გარ­დაც­ვლი­ლის და ქეთი კი­ლა­სო­ნია, რო­მელ­თა­ნაც გარ­დაც­ვლი­ლი იყო თავ­შე­ფა­რე­ბუ­ლი, მომ­ხდარ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა: "ეს რა გაგ­ვი­კე­თა მკვლელ­მა, 16 წლის რომ გა­ი­ტა­ცა, იმის შემ­დეგ, 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ შიშ­სა და ცე­მა­ში ჰყავ­და, ისიც და მისი შვი­ლე­ბიც; მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩემი სა­ცო­და­ვი და მა­ინც ლა­მა­ზი და კე­თი­ლი დარ­ჩა. მი­ხა­რო­და, სა­დისტს ქმარს ბო­ლოს და ბო­ლოს რომ გა­მო­ე­რი­და, ვფიქ­რობ­დი, რო­გო­რი ყო­ჩა­ღია, - სამ­სა­ხურს ხალ­ხი წლო­ბით ეძებს, მან კი ერთ თვე­ში ნახა; თურ­მე ტყუ­ი­ლად მი­ხა­რო­და, მა­ინც მისი წერა გახ­და..." გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"გაქცეულ ცოლზე შურისძიება სახლის გადაწვით დაიწყო, მერე კი მოკლა" - ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის უცნობი დეტალები

"გაქცეულ ცოლზე შურისძიება სახლის გადაწვით დაიწყო, მერე კი მოკლა" - ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის უცნობი დეტალები

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი, სადაც ოდესღაც სკოლა იყო, ამჟამად კი მიუსაფართა თავშესაფარია, შემზარავი ტრაგედიის ადგილადაც იქცა. კორპუსიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით რამდენიმე გასროლას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიანის მცხოვრებმა, 30 წლის გიორგი დოლიძემ 28 წლის მეუღლე ნინო კილასონია, ფაქტობრივად, 2 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა, ცოტა ხანში კი თავი მოიკლა.

თვენახევრის წინ სოფელ ქვიანიდან ქმარს გამოქცეული ნინო კილასონია, 11 წლისა და 8 წლის გოგონებთან ერთად, სწორედ ხსენებულ თავშესაფარში მცხოვრებ დის ოჯახს აფარებდა თავს; გაუსაძლისი სულიერი თუ მატერიალური მდგომარეობის ფონზე ის გამუდმებით ეძებდა სამსახურს, 2 კვირის წინ კი ამავე ტერიტორიაზე მდებარე ხატების საამქროში დაიწყო მუშაობა. როგორც თავად, ასევე მისი შვილებიც მოუთმენლად ელოდნენ როდის აიღებდა დედა პირველ ხელფასს, რომელიც 400 ლარს შეადგენდა. გარდაცვლილი ქალის დის თქმით, მის სიძეს გიორგი დოლიძეს არასოდეს უმუშავია, ამბობდა, რომ მუშაობა ფიზიკურად არ შეეძლო. უბედურებას ისიც ემატება, რომ კილასონიების მშობლიური სახლი აბაშაში, ნინო კილასონიას მკვლელობიდან 3 დღით ადრე ისე დაიწვა, რიმ იქედან აღარაფერი დარჩა. კილასონიები მიჩნევენ, რომ: "მათმა სიძემ შინიდან გაქცეულ ცოლზე შურისძიება ამით დაიწყო, - ჯერ მშობლიური სახლი გადაუწვა აბაშაში, მერე კი მოკლა".

იხილეთ ვიდეო ტრაგედიის ადგილიდან

გარდაცვლილის და ქეთი კილასონია, რომელთანაც გარდაცვლილი იყო თავშეფარებული, მომხდარზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა: "ეს რა გაგვიკეთა მკვლელმა, 16 წლის რომ გაიტაცა, იმის შემდეგ, 11 წლის განმავლობაში, სულ შიშსა და ცემაში ჰყავდა, ისიც და მისი შვილებიც; მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი საცოდავი და მაინც ლამაზი და კეთილი დარჩა. მიხაროდა, სადისტს ქმარს ბოლოს და ბოლოს რომ გამოერიდა, ვფიქრობდი, როგორი ყოჩაღია, - სამსახურს ხალხი წლობით ეძებს, მან კი ერთ თვეში ნახა; თურმე ტყუილად მიხაროდა, მაინც მისი წერა გახდა..." განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ