პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სინგაპურის ეკონომიკური სასწაული - როგორ გამდიდრდა ღარიბი ქვეყანა ერთ თაობაში?
სინგაპურის ეკონომიკური სასწაული - როგორ გამდიდრდა ღარიბი ქვეყანა ერთ თაობაში?

რას წარ­მო­ად­გენს სინ­გა­პუ­რი დღეს? - ამ კი­თხვა­ზე ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხის გა­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან სინ­გა­პუ­რი ისე­ვე გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი და მრა­ვალ­სა­ხო­ვა­ნია, რო­გორც ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ ამ მიკ­როს­კო­პულ რეს­პუბ­ლი­კა­ში - მისი ფარ­თო­ბი 700 კვ კმ-ზე ცოტა მე­ტია, მო­სახ­ლე­ო­ბა კი ხუთ მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

მსოფ­ლიო მას­შტა­ბით სინ­გა­პუ­რი "ეკო­ნო­მი­კუ­რი სას­წა­უ­ლის" მა­გა­ლი­თია, რომ­ლის "მა­მად" ლი კუან იუ მი­იჩ­ნე­ვა - ქვეყ­ნის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სინ­გა­პუ­რი "მე­სა­მე სამ­ყა­როს" ქვეყ­ნი­დან ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოდ აქ­ცია.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის მო­მენ­ტში სინ­გა­პუ­რი წარ­მო­ად­გენ­და პა­ტა­რა ღა­რიბ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც მტკნა­რი წყლი­სა და სამ­შე­ნებ­ლო ქვი­შის შე­ტა­ნაც კი უხ­დე­ბო­და. მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი მტრუ­ლად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დი კი კო­მუ­ნის­ტე­ბის მი­მართ იყო სიმ­პა­თი­ით გან­წყო­ბი­ლი.

დღეს სინ­გა­პუ­რი მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კით და ამას­თან ერ­თად და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით. სინ­გა­პურ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი. მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე. მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის რე­ი­ტინ­გში სინ­გა­პუ­რის ეკო­ნო­მი­კამ ჯერ კი­დევ 2006 წელს და­ი­კა­ვა მსოფ­ლი­ო­ში მე-5 ად­გი­ლი!

სინ­გა­პურს "XX სა­უ­კუ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ფე­ნო­მენს" უწო­დე­ბენ იმის გამო, რომ მის­მა ეკო­ნო­მი­კამ სწრა­ფი ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კე­ბის დო­ნემ­დე. ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ელექტრო­ნი­კის წარ­მო­ე­ბა (რო­გორც ცნო­ბი­ლი ევ­რო­პუ­ლი, ამე­რი­კუ­ლი, ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის), გემთმშე­ნებ­ლო­ბა, ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სექ­ტო­რი. მიმ­დი­ნა­რე­ობს მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში.

ლი კუან იუს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პრაგ­მა­ტი­კო­სის სა­ხე­ლი ჰქონ­და. მან საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ვი­სი "პა­ტა­რა დის­ნე­ი­ლენ­დის" დაც­ვით და­ი­წყო და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი არ­მი­ის შექ­მნით და­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც ბოლო მეც­ნი­ე­რულ მიღ­წე­ვა­თა დო­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი.

ლი კუან იუს მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო სინ­გა­პუ­რის გა­დაქ­ცე­ვა­ზე სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ფი­ნან­სურ და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრად, ასე­ვე უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მი­ზიდ­ვა­ზე.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სინგაპურის ეკონომიკური სასწაული - როგორ გამდიდრდა ღარიბი ქვეყანა ერთ თაობაში?

სინგაპურის ეკონომიკური სასწაული - როგორ გამდიდრდა ღარიბი ქვეყანა ერთ თაობაში?

რას წარმოადგენს სინგაპური დღეს? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან სინგაპური ისევე განუმეორებელი და მრავალსახოვანია, როგორც ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ამ მიკროსკოპულ რესპუბლიკაში - მისი ფართობი 700 კვ კმ-ზე ცოტა მეტია, მოსახლეობა კი ხუთ მილიონს აჭარბებს.

მსოფლიო მასშტაბით სინგაპური "ეკონომიკური სასწაულის" მაგალითია, რომლის "მამად" ლი კუან იუ მიიჩნევა - ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 40 წლის განმავლობაში სინგაპური "მესამე სამყაროს" ქვეყნიდან ერთ-ერთ ყველაზე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ აქცია.

დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტში სინგაპური წარმოადგენდა პატარა ღარიბ ქვეყანას, რომელსაც მტკნარი წყლისა და სამშენებლო ქვიშის შეტანაც კი უხდებოდა. მეზობელი ქვეყნები მტრულად იყვნენ განწყობილი, მოსახლეობის მესამედი კი კომუნისტების მიმართ იყო სიმპათიით განწყობილი.

დღეს სინგაპური მაღალგანვითარებული ქვეყანაა საბაზრო ეკონომიკით და ამასთან ერთად დაბალი გადასახადებით. სინგაპურში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრანსნაციონალური კორპორაციები. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ერთ სულ მოსახლეზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში სინგაპურის ეკონომიკამ ჯერ კიდევ 2006 წელს დაიკავა მსოფლიოში მე-5 ადგილი!

სინგაპურს "XX საუკუნის ეკონომიკურ ფენომენს" უწოდებენ იმის გამო, რომ მისმა ეკონომიკამ სწრაფი ნახტომი გააკეთა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების დონემდე. ქვეყანაში განვითარებულია ელექტრონიკის წარმოება (როგორც ცნობილი ევროპული, ამერიკული, იაპონური კომპანიების, ასევე ადგილობრივი კომპანიების), გემთმშენებლობა, ფინანსური მომსახურების სექტორი. მიმდინარეობს მასშტაბური კვლევები ბიოტექნოლოგიების სფეროში.

ლი კუან იუს კარგი განათლების მქონე პრაგმატიკოსის სახელი ჰქონდა. მან საქმიანობა თავისი "პატარა დისნეილენდის" დაცვით დაიწყო და მაღალტექნოლოგიური არმიის შექმნით დაასრულა, რომელიც ბოლო მეცნიერულ მიღწევათა დონის შეიარაღებითაა აღჭურვილი.

ლი კუან იუს მთავრობის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია დაფუძნებული იყო სინგაპურის გადაქცევაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსურ და სავაჭრო ცენტრად, ასევე უცხოური ინვესტორების მიზიდვაზე.

გაგრძელება

რა გაფრთხილება მისცა ინტერპოლმა 194 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - დიდ ბრიტანეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

სინგაპურმა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა