პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინების ფასი საგრძნობლად დაეცა, მაგრამ მაინც არ იყიდება" - უძრავი ქონება კიდევ უფრო გაიაფდება?
"ბინების ფასი საგრძნობლად დაეცა, მაგრამ მაინც არ იყიდება" - უძრავი ქონება კიდევ უფრო გაიაფდება?

არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მო, დო­ლა­რის გაძ­ვი­რე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის და­სუს­ტე­ბა, კლი­ენ­ტუ­რა, რომ­ლის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან შემ­ცირ­და - ეს იმ მი­ზეზ­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­მაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს შე­ე­ხო, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სის გამო ამ სექ­ტორ­ში სტაგ­ნა­ცი­აა. ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­ქა­ლა­ქის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბი­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია ძა­ლი­ან შემ­ცირ­და, რად­გან ბი­ნის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი სეს­ხის აღე­ბას ერი­დე­ბი­ან და კურ­სის და­ბა­ლან­სე­ბას ამა­ოდ ელო­დე­ბი­ან:

რო­გორც სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "მო­ნო­ლით ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზვი­ად და­რახვე­ლი­ძე ამ­ბობს, თუ ასე გაგ­რძელ­და, ბი­ნე­ბის ფასი კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა.

"თუ დო­ლა­რი ამ ნიშ­ნულ­ზე ანუ 2,5-ზე გა­ჩერ­დე­ბა, გა­ი­ა­ფე­ბის ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა. თუ პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვა გინ­და, ფა­სე­ბი უნდა შე­ამ­ცი­რო, სხვა გზა არ გრჩე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ბოლო თვე­ებ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფასი აშ­კა­რად შემ­ცირ­და და ალ­ბათ კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა. თუ დო­ლა­რის კურ­სი ამ ნიშ­ნულ­ზე გა­ჩერ­დე­ბა, ან უფრო გაძ­ვირ­დე­ბა, უფრო დიდი სტაგ­ნა­ცია გვექ­ნე­ბა. მით უმე­ტეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 75-80% პრო­ცენ­ტი ბი­ნებს იპო­თე­კუ­რი სეს­ხით ყი­დუ­ლობს. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო იპო­თე­კა­რებს და­ნა­ხარ­ჯი მო­ე­მა­ტათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლო ფენა არ არ­სე­ბობს, იპო­თე­კა­რი კი, სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რომ­ლის­თვი­საც თვე­ში 100-150 ლარი ბევ­რს ნიშ­ნავს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის მთა­ვა­რი პუნ­ქტი თბი­ლი­სია, მერე მო­დის ბა­თუ­მი. პირ­და­პი­რი ყიდ­ვის წე­სით ბი­ნას მხო­ლოდ 10% ყი­დუ­ლობს, და­ნარ­ჩე­ნი ბან­კებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მარ­თა­ლია, ბან­კებ­მა პრო­ცენ­ტი მცი­რე­დით შე­ამ­ცი­რეს - ადრე იპო­თე­კუ­რი სეს­ხის პრო­ცენ­ტი 9% იყო, ახლა 8,5-8,00%-ია. ეს არის რა­ღაც შე­ღა­ვა­თი, მაგ­რამ არც იმ­დე­ნი, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე სი­ტუ­ა­ცია შეც­ვა­ლოს. თუ დო­ლა­რი 2,5 ნიშ­ნულ­ზე გა­ჩერ­და, სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა ბი­ნე­ბი კი­დევ უფრო გა­ა­ი­ა­ფოს", - ამ­ბობს და­რახვე­ლი­ძე.

"ორბი ჯგუ­ფის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, რომ მათი ბი­ნე­ბის ფა­სებ­ზე დო­ლა­რის გაძ­ვი­რე­ბა ჯერ არ ასა­ხუ­ლა, ბი­ნე­ბის ფასი არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა ის რა­ო­დე­ნო­ბა არ იყი­დე­ბა, რამ­დე­ნიც ბუ­მის დროს ეყი­დე­ბო­დათ.

ასე­ვე იხი­ლეთ| რო­გორ ბი­ნებს ეძებს მყიდ­ვე­ლი თბი­ლის­ში - უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის 2016 წლის ტენ­დენ­ცი­ე­ბი

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ბინების ფასი საგრძნობლად დაეცა, მაგრამ მაინც არ იყიდება" - უძრავი ქონება კიდევ უფრო გაიაფდება?

"ბინების ფასი საგრძნობლად დაეცა, მაგრამ მაინც არ იყიდება" - უძრავი ქონება კიდევ უფრო გაიაფდება?

არაპროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო, დოლარის გაძვირება და პარალელურად, ეროვნული ვალუტის დასუსტება, კლიენტურა, რომლის მსყიდველობითუნარიანობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან შემცირდა - ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც უძრავი ქონების ბაზარს სერიოზული ზიანი მიაყენა. საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ყველაზე მტკივნეულად უძრავი ქონების ბაზარს შეეხო, სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, რომ სავალუტო კრიზისის გამო ამ სექტორში სტაგნაციაა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე ბინების რეალიზაცია ძალიან შემცირდა, რადგან ბინის შეძენის მსურველები სესხის აღებას ერიდებიან და კურსის დაბალანსებას ამაოდ ელოდებიან:

როგორც სამშენებლო კომპანია "მონოლით ჯგუფის" დამფუძნებელი ზვიად დარახველიძე ამბობს, თუ ასე გაგრძელდა, ბინების ფასი კიდევ უფრო შემცირდება.

"თუ დოლარი ამ ნიშნულზე ანუ 2,5-ზე გაჩერდება, გაიაფების ტენდენცია გაგრძელდება. თუ პროდუქციის გაყიდვა გინდა, ფასები უნდა შეამცირო, სხვა გზა არ გრჩება. სწორედ ამიტომ, ბოლო თვეებში უძრავი ქონების ფასი აშკარად შემცირდა და ალბათ კიდევ უფრო შემცირდება. თუ დოლარის კურსი ამ ნიშნულზე გაჩერდება, ან უფრო გაძვირდება, უფრო დიდი სტაგნაცია გვექნება. მით უმეტეს, რომ მოსახლეობის 75-80% პროცენტი ბინებს იპოთეკური სესხით ყიდულობს. ლარის გაუფასურების გამო იპოთეკარებს დანახარჯი მოემატათ. საქართველოში საშუალო ფენა არ არსებობს, იპოთეკარი კი, საშუალოზე დაბალი ფენის წარმომადგენელია, რომლისთვისაც თვეში 100-150 ლარი ბევრს ნიშნავს. მოგეხსენებათ, საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვის მთავარი პუნქტი თბილისია, მერე მოდის ბათუმი. პირდაპირი ყიდვის წესით ბინას მხოლოდ 10% ყიდულობს, დანარჩენი ბანკებზეა დამოკიდებული. მართალია, ბანკებმა პროცენტი მცირედით შეამცირეს - ადრე იპოთეკური სესხის პროცენტი 9% იყო, ახლა 8,5-8,00%-ია. ეს არის რაღაც შეღავათი, მაგრამ არც იმდენი, რომ უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია შეცვალოს. თუ დოლარი 2,5 ნიშნულზე გაჩერდა, სამშენებლო სექტორი იძულებული გახდება ბინები კიდევ უფრო გააიაფოს", - ამბობს დარახველიძე.

"ორბი ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მათი ბინების ფასებზე დოლარის გაძვირება ჯერ არ ასახულა, ბინების ფასი არ შემცირებულა, თუმცა ის რაოდენობა არ იყიდება, რამდენიც ბუმის დროს ეყიდებოდათ.

ასევე იხილეთ| როგორ ბინებს ეძებს მყიდველი თბილისში - უძრავი ქონების ბაზრის 2016 წლის ტენდენციები

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია