მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული შოუბიზნესის ცნობილი დედმამიშვილები
ქართული შოუბიზნესის ცნობილი დედმამიშვილები

ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ხში­რად გვხვდე­ბი­ან ერთი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. დები, ძმე­ბი თუ და-ძმე­ბი ერ­თსა და იმა­ვე, ან სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბენ. AMBEBI.GE იმ დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გახ­დნენ.

და-ძმა ყიფ­ში­ძე­ე­ბი

გი­ორ­გი და ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე­ე­ბი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, ზურა ყიფ­ში­ძის შვი­ლე­ბი არი­ან. გი­ორ­გი მა­მის კვალს გაჰ­ყვა და პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია. ის თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობს. გა­და­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილმში და სე­რი­ალ­ში. სხვა­დას­ხვა დროს მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებ­ში, ასე­ვე "ნი­ჭი­ე­რის" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად ჩანს ტე­ლე­სივ­რცე­ში მისი და ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე. იგი მო­დე­ლია და თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნე­რის ჩვე­ნე­ბებ­ზე ხში­რად გა­მო­დის.

დები ქორ­ქი­ე­ბი

ლიკა და ანი ქორ­ქი­ე­ბი ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მოჩ­ნდნენ. მომ­ხიბ­ვლე­ლი დე­ბის კა­რი­ე­რა სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბით და­ი­წყო, მათი გა­მო­ჩე­ნა პო­დი­უმ­ზე და ფო­ტო­სე­სი­ებ­ში შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის დარ­ჩე­ნია. სა­მო­დე­ლო სფე­როს პა­რა­ლე­ლუ­რად, გო­გო­ნებ­მა მა­ლე­ვე და­ი­წყეს მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში. სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში ტე­ლე­წამ­ყვა­ნის და შოუს წამ­ყვა­ნის პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებ­დნენ. ლიკა ქორ­ქი­ამ მსა­ხი­ო­ბო­ბა­შიც მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი. ის რამ­დე­ნი­მე ფილმში გა­და­ი­ღეს.

დები გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლე­ბი

ნა­ნუ­კა და ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლე­ბიც ასე­ვე ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი არი­ან. მათი ბა­ბუა მსა­ხი­ო­ბი სოსო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლია, მამა - ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გო­გი­ა­ჩა­იშ­ვი­ლი, დედა კი ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე. ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "მის სა­ქარ­თვე­ლო­დან" გა­იც­ნო, შემ­დეგ მან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში, "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მა­ში მო­სინ­ჯა, სა­დაც წლე­ბის მან­ძილ­ზე მი­ყავ­და ამინ­დის პროგ­ნო­ზი. რაც შე­ე­ხე­ბა მის უმ­ცროს დას, ნი­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ - "GDS"-მა მო­უ­ტა­ნა. ის არ­ხის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მის "ბინა 18"-ის მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ჯე­ის ამ­პლუ­ა­ში გვევ­ლი­ნე­ბა. მისი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა არც გა­და­ცე­მის მა­ყუ­რე­ბელს და არც სტუმ­რებს გულ­გრილს არ ტო­ვებს.

დები გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი

თაკო და ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სის გივი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან. თაკო ბავ­შვო­ბი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლია, ის "ბას­ტი ბუ­ბუ­ში" მღე­რო­და, მისი სიმ­ღე­რე­ბი "უთო", "პეპი" და სხვა 80-იანი წლე­ბის ბავ­შვებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვი­საც სოლო-კლი­პე­ბი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში ჰქონ­და და ასე­ვე, ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა "გა­რე­პა". თა­კოს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი არ უყ­ვარს, არც თბი­ლი­სურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ჩნდე­ბა ხში­რად. მისი ერთ-ერთი ბოლო ტრი­უმ­ფი გა­და­ცე­მა "ერთი-ერ­თში" იყო, სა­დაც მან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეს­რუ­ლე­ბის და მსა­ხი­ო­ბუ­რი ნი­ჭის დამ­სა­ხუ­რე­ბით, პრო­ექ­ტის მო­გე­ბაც შეძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა მის დას, ნინო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. იგი რამ­დე­ნი­მე ფილმშიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლით გახ­და. მისი გმი­რი - კატო მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რა. იყო პე­რი­ო­დი, როცა ნი­ნომ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო სე­რი­ა­ლი და­ტო­ვა, მა­ყუ­რე­ბე­ლი მის დაბ­რუ­ნე­ბას "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" აქ­ტი­უ­რად ითხოვ­და.

ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი

ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან. რეზი, შოთი და აჩი არა­მარ­ტო ქარ­თველ ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რებს უყ­ვართ. შოთი არ­ვე­ლა­ძე ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, ბო­ლოს ის სამ­წვრთნე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ის­ვე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა აჩის, მას ტრავ­მის გამო უა­რის თქმა მო­უხ­და ფეხ­ბურთზე და ბო­ლოს ერთ-ერთ სპორ­ტსკო­ლას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. რეზი არ­ვე­ლა­ძე კი სფფ-ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე იყ­რი­და კენ­ჭს, მაგ­რამ ხმე­ბის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა ვერ და­აგ­რო­ვა.

და-ძმა ცქი­ტიშ­ვი­ლე­ბი

ნინო და ნიკა ცქი­ტიშ­ვი­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან. ნიკა ცქი­ტიშ­ვი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რებ­ში თა­მა­შობს. ამას­თან, ლი­ბა­ნის "ჩემპვი­ლის" ფორ­ვარ­დია. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნოს, ის ქარ­თვე­ლი მო­დე­ლე­ბის პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და პო­დი­უმ­ზე 90-იანი წლე­ბი­დან დგას. ამ­ჟა­მად, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და დამ­წყებ მო­დე­ლებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შექ­მნა­ში ეხ­მა­რე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ქართული შოუბიზნესის ცნობილი დედმამიშვილები

ქართული შოუბიზნესის ცნობილი დედმამიშვილები

ქართულ შოუბიზნესში ხშირად გვხვდებიან ერთი ოჯახის წარმომადგენელი ცნობილი სახეები. დები, ძმები თუ და-ძმები ერთსა და იმავე, ან სხვადასხვა სფეროში ერთნაირი წარმატებით მოღვაწეობენ. AMBEBI.GE იმ დედმამიშვილების შესახებ გიამბობთ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით პოპულარულები გახდნენ.

და-ძმა ყიფშიძეები

გიორგი და ლენუკა ყიფშიძეები ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილები არიან. გიორგი მამის კვალს გაჰყვა და პროფესიით მსახიობია. ის თუმანიშვილის თეატრში მოღვაწეობს. გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო ფილმში და სერიალში. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტებში, ასევე "ნიჭიერის" ერთ-ერთი წამყვანია. შედარებით იშვიათად ჩანს ტელესივრცეში მისი და ლენუკა ყიფშიძე. იგი მოდელია და  თბილისის მოდის კვირეულებზე სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებზე ხშირად გამოდის.

დები ქორქიები

ლიკა და ანი ქორქიები ქართულ სატელევიზიო სივრცეში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდნენ. მომხიბვლელი დების კარიერა სამოდელო საქმიანობით დაიწყო, მათი გამოჩენა პოდიუმზე და ფოტოსესიებში შეუმჩნეველი არავის დარჩენია. სამოდელო სფეროს პარალელურად, გოგონებმა მალევე დაიწყეს მოღვაწეობა სატელევიზიო სივრცეში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში ტელეწამყვანის და შოუს წამყვანის პოზიციებს იკავებდნენ. ლიკა ქორქიამ მსახიობობაშიც მოსინჯა ძალები. ის რამდენიმე ფილმში გადაიღეს.

დები გოგიჩაიშვილები

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილებიც ასევე ცნობილი ოჯახის შვილები არიან. მათი ბაბუა მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილია, მამა - ტელეწამყვანი გიორგი გოგიაჩაიშვილი, დედა კი ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე. ნანუკა გოგიჩაიშვილი საზოგადოებამ "მის საქართველოდან" გაიცნო, შემდეგ მან საკუთარი ძალები ტელეწამყვანის ამპლუაში, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში მოსინჯა, სადაც წლების მანძილზე მიყავდა ამინდის პროგნოზი. რაც შეეხება მის უმცროს დას, ნინის პოპულარობა სხვა ტელეკომპანიამ - "GDS"-მა მოუტანა. ის არხის ყველაზე პოპულარული გადაცემის "ბინა 18"-ის მუსიკალური დიჯეის ამპლუაში გვევლინება. მისი მომხიბვლელობა არც გადაცემის მაყურებელს და არც სტუმრებს გულგრილს არ ტოვებს.

დები გაჩეჩილაძეები

თაკო და ნინო გაჩეჩილაძეები ცნობილი ქართველი მუსიკოსის გივი გაჩეჩილაძის ქალიშვილები არიან. თაკო ბავშვობიდან პოპულარულია, ის "ბასტი ბუბუში" მღეროდა, მისი სიმღერები "უთო", "პეპი" და სხვა 80-იანი წლების ბავშვებში პოპულარობით სარგებლობდა. თაკო გაჩეჩილაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც სოლო-კლიპები ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა და ასევე, ერთ-ერთმა პირველმა "გარეპა". თაკოს ინტერვიუები არ უყვარს, არც თბილისურ წვეულებებზე ჩნდება ხშირად. მისი ერთ-ერთი ბოლო ტრიუმფი გადაცემა "ერთი-ერთში" იყო, სადაც მან არაჩვეულებრივი შესრულების და მსახიობური ნიჭის დამსახურებით, პროექტის მოგებაც შეძლო. რაც შეეხება მის დას, ნინო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. იგი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით გახდა. მისი გმირი - კატო მაყურებელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა. იყო პერიოდი, როცა ნინომ გარკვეული მიზეზების გამო სერიალი დატოვა, მაყურებელი მის დაბრუნებას "ჩემი ცოლის დაქალებში" აქტიურად ითხოვდა.

ძმები არველაძეები

ძმები არველაძეები ფეხბურთის ვარსკვლავები არიან. რეზი, შოთი და აჩი არამარტო ქართველ ფეხბურთის გულშემატკივრებს უყვართ. შოთი არველაძე ბოლო დროს საქართველოში არ ცხოვრობს, ბოლოს ის სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა, თუმცა ამ ეტაპზე ისვენებს. რაც შეეხება აჩის, მას ტრავმის გამო უარის თქმა მოუხდა ფეხბურთზე და ბოლოს ერთ-ერთ სპორტსკოლას ხელმძღვანელობდა. რეზი არველაძე კი სფფ-ის პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს, მაგრამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.

და-ძმა ცქიტიშვილები

ნინო და ნიკა ცქიტიშვილები ბავშვობიდან პოპულარულები არიან. ნიკა ცქიტიშვილი კალათბურთელია და საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში თამაშობს. ამასთან, ლიბანის "ჩემპვილის" ფორვარდია. რაც შეეხება ნინოს, ის ქართველი მოდელების პირველი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია და პოდიუმზე 90-იანი წლებიდან დგას. ამჟამად, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელობს და დამწყებ მოდელებს წარმატებული კარიერის შექმნაში ეხმარება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება