პროდუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) "ფეისბუქის" პირად გვერდზე ერთ-ერთი საიტისა და ჯგუფის ადმინებს ემუქრება, რომლებიც ლელა წურწუმიას შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით რეიტინგის მოხვეჭას ცდილობენ.
"რა უნდა ქნა ამ დროს? ასეთ რაღაცებს რო წერენ და მერე ვიღაცეები კითხულობენ ამ მოგონილ ამბებს... მეუბნებიან, არ მიაქციო ყურადღებაო, არავინ არ იჯერებსო.... მარა ასე რო იყოს, ამ პოსტს არ დავწერდი.... ამ ჯგუფის ადმინებს ვაფრთხილებ, მორჩით ტრ**ის თამაშს, ცუდად დაგიმთავრდებათ.... მოკლედ, ეს მცირედია რაც აღნოვაჩინე ამ გრუპაში, დანარჩენის ძიებას აზრი აღარ აქვს.... საბოლოოდ და მეტს აღარ დავწერ...", - წერს პროდუსერი და სტატიების სათაურების "სქრინებს" აქვეყნებს.