სფფ-ს ხელმძღვანელობას, რომელიც თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ნაკრების თავკაც კახა ცხადაძეს, მოულოდნელი მხარდამჭერი გაუჩნდა... აზერბაიჯანში. კერძოდ, კი საიტი azerifootball.com აღფრთოვანებული წერს ცხადაძის "სამარცხვინო გაგდებაზე".
azerifootball.com-ის ერკინ იბრაჰიმოვი კახა ცხადაძეს დიდი ხანია, აკრიტიკებს და კარგა ხანია, რაც ეს უკვე კრიტიკის ზღვარს გადაცდა. თუმცა ეს წყარო აზერბაიჯანში უფრო ნაკლებად ცნობილია, მის ფარგლებს გარეთ კი რუსული ვერსიის გამოა პოპულარული. საიტის სარედაქციო წერილებში ხშირად ყოფილა ანტიქართული თავდასხმები და არა მხოლოდ კახა ცხადაძის მიმართ, ასევე გიორგი ჩიხრაძის, ბაჩანა ცხადაძის, ლაშა სალუქვაძის, ალექსანდრე იაშვილისა და სხვების მიმართ.
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებულმა მოვლენებმა აზერბაიჯანული საიტის ხელმძღვანელობა აღტაცებაში მოიყვანა. ჩვენ მხოლოდ ფრაზების ნაწილს გაგაცნობთ: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წელიწადი დასჭირდა "დიდი მწვრთნელის" რეალური სახის გამოსაცნობად. დღეს ლევან კობიაშვილმა მისი გადაყენება გამოაცხადა, "ინტერის" ექს-თავკაცის ქცევას კი პროვოკაციული უწოდა".
"azerifootball.com-ის სახელით გვინდა, სფფ-ს და ქართველ ხალხს მოვულოცოთ ცხადაძის მოცილება. ჩვენი საიტი არაერთხელ წერდა ცხადაძის "მოღვაწეობის" შესახებ აზერბაიჯანში. მწვრთნელი-ლუზერი დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდა აზერბაიჯანის საფეხბურთო საზოგადოებას. ის ჰაერში ყრიდა "ინტერის" სპონსორის ფულს" განაგრძეთ კითხვა