დავით ქევხიშვილი ზურაბ ზვიადაურზე - თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა

დავით ქევხიშვილი ზურაბ ზვიადაურზე - თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრ ზურაბ ზვიადაურის განცხადებას გამოეხმაურა.

დავით ქევხიშვილის თქმით, ზვიადაურის განცხადებები, რომ ძიუდოში "90-იანი წლები ბრუნდება" სიმართლეს არ შეესაბამება.

"რა უნდა ვთქვა, თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა. რაც შეეხება პირობებს, არასოდეს არ ჰქონია საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ისეთი პირობები, როგორიც დღეს აქვს.

თუ გამომდინარე დიდი ყინვებიდან, ყოველთვის არ არის ის ტემპერატურა, რაც უნდა იყოს, ეს ალბათ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის არის ის ტემპერატურა, რომ მათ ვარჯიშში ხელი არ შეეშალოთ. ზვიადაურის მხრიდან ბრალდებები უსაფუძვლოა", - განაცხადა sportall.ge-სთან საუბარში ქევხიშვილმა.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზურაბ ზვიადაური ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ძიუდოში 90-იანი წლები ბრუნდება.

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დღეს სპორტსმენებს არ აქვთ შეკრებებისა და ვარჯიშისათვის სათანადო პირობები.

"ყველასთვის გასაკვირი იქნება, რომ მე ამ განცხადებას ვაკეთებ, რადგან ცოტა ხნის წინ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ფედერაციაც საუკეთესოდ დასახელდა, რაც კარგია და ვაღიარებ, რომ ის წარმატებული ფედერაციაა, მაგრამ ფედერაცია წარმატებული იმ ბიჭებით არის, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია. მინდა, რომ ვისაც ძიუდოს სამყაროზე გული შესტკივა, ასევე სპორტის სამინისტროს და მინისტრს ვთხოვოთ და მოვთხოვოთ, ყურადღება მიაქციონ და გადახედონ იმას, თუ რა ხდება ძიუდოს სამყაროში. გუშინ ჩემს მეგობრებს შევხვდი, რომლებიც ძიუდოს წამყვანი სპორტსმენები არიან, რომლებიც გვიხარია, რომლებსაც ტაშს ვუკრავთ და რომლებიც ქვეყანას ასახელებენ. სპოსრტმენები ვართ და ვიცით, რა სჭირდება სპორტსა და სპორტსმენებს. მათ გვერდზე დგომა და ის ელემენტარული პირობები სჭირდება, რაც ჩვენ 90-იან წლებში გვაკლდა. დღეს ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და ბრუნდება, ვინაიდან ამის თაობაზე სპორტსმენების გულისტკივილი მოვისმინე", - განაცხადა ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატი მედიის წარმომადგენლებს მიმართავს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და სპორტსმენებს შორის დამოკიდებლება საჯარო გახადონ. მისი თქმით, ელემენტარული პირობები, გათბობაც არ არის.

"ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იმ ნაკრებს გათბობას არ ურთავს, რომელიც საქართველოში ნომერ პირველი სპორტია. ყველას ვთხოვ და მოვითხოვ კიდეც, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ, მას დღესვე დაუძახონ და გაარკვიონ, თუ რა ხდება და რატომ არის მსგავსი მდგომარეობა ძიუდოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფედერაცია წარმატებულია, ოღონდ იმ ბიჭებით, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და დღე-ღამეს ასწორებენ, რათა ქვეყანა ასახელონ.

სპორსტსმენებმა ვიცით, ის შრომა და წვალება რა არის, რომელსაც დაფასება უნდა. ბიჭები, რომლებიც შეკრებას გადიოდნენ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სახლებში გაუშვა, ოთხი დღე არ დატოვა და მათ უთხრა, რომ სახლებიდან ევლოთ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის", - განაცხადა ზვიადაურმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია