პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას

რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლე­ბის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ას, - ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ყო­ველ­წლი­ურ, 2015 წლის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც ალი­ან­სის ვებ-გვერ­დზე ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ან­გა­რიშ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა.

დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სეთ­მა ნატო-ს სა­ზღვრებ­თან სამ­ხედ­რო აქ­ტი­უ­რო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და და მო­ახ­დი­ნა დე­მონ­სტრი­რე­ბა, რომ მზად არის, სა­კუ­თა­რი სა­გა­რეო და თავ­დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ძალა გა­მო­ი­ყე­ნოს.

"რუ­სეთ­მა ძალა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს გა­მო­ი­ყე­ნა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

2015 წლის ნატო-ს ან­გა­რიშ­ში ასე­ვე ჩა­მოთ­ვლი­ლია გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნატო-სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი, ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 5-20 ივ­ნისს ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში გა­მარ­თულ მას­შტა­ბურ სა­ზღვაო წვრთნებ­ში ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მაც მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

საკ­ვან­ძო სამ­ხედ­რო წვრთნებს შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2015 წლის 8-22 ივ­ლისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი წვრთნე­ბიც, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 800-ზე მეტ­მა სამ­ხედ­რომ ბულ­გა­რე­თი­დან, ლატ­ვი­ი­დან, ლიტ­ვი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან და აშშ-დან.

ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია ისიც, რომ გა­სულ წელს ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რა ნატო-სა და მის მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ნატო ასე­ვე მუ­შა­ობ­და ევ­რო­კავ­შირ­თან, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის პროგ­რა­მის პარტნი­ორ­თა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­სა­ჭე­რად.

ან­გა­რიშ­ში, სა­დაც ნატო-ს პარტნი­ო­რებ­ზეა სა­უ­ბა­რი, დე­ტა­ლუ­რა­დაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი ნატო-ს აქ­ტი­ვო­ბე­ბი ღია კა­რის პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში და ამ კონ­ტექ­სტში სა­ქარ­თვე­ლო­ცაა ნახ­სე­ნე­ბი.

დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ნატო-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს მათი მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბის მის­წრა­ფე­ბი­სად­მი და მო­უ­წო­დეს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს წევ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბი, ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რეს ნატო-ს მხარ­და­ჭე­რა ამ ძა­ლის­ხმე­ვი­სად­მი.

"ალი­ან­სმა 2015 წელს და­ა­დას­ტუ­რა მისი ერ­თგუ­ლე­ბა ღია კა­რის პო­ლი­ტი­კი­სად­მი. ნატო-ს კარი ღიაა ყვე­ლა ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, რო­მე­ლიც ალი­ან­სის ფა­სე­უ­ლო­ბებს იზი­ა­რებს, მზად არი­ან და შე­უძ­ლი­ათ აი­ღოს წევ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი", - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­სულ წელს ნატო-მ რიგი სი­ახ­ლე შე­მო­ი­ღო, რა­მაც მის­ცა გარ­კვე­ულ ქვეყ­ნებს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს უფრო ღრმა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას

რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას, - ამის შესახებ საუბარია ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ, 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ალიანსის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ანგარიშში საქართველოს დიდი ადგილი ეთმობა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთმა ნატო-ს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მოახდინა დემონსტრირება, რომ მზად არის, საკუთარი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ძალა გამოიყენოს.

"რუსეთმა ძალა საქართველოში 2008 წელს გამოიყენა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

2015 წლის ნატო-ს ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია გასული წლის განმავლობაში ნატო-სა და მისი მოკავშირეების მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები, ასევე აღნიშნულია, რომ 5-20 ივნისს ბალტიისპირეთში გამართულ მასშტაბურ საზღვაო წვრთნებში ქართველმა სამხედროებმაც მიიღეს მონაწილეობა.

საკვანძო სამხედრო წვრთნებს შორის დასახელებულია საქართველოში, 2015 წლის 8-22 ივლისს ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნებიც, რომელშიც ქართველების გარდა, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა სამხედრომ ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან და აშშ-დან.

ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს ჩატარდა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა ნატო-სა და მის მოკავშირეებს შორის, მათ შორის საქართველოშიც.

დოკუმენტის თანახმად, ნატო ასევე მუშაობდა ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პარტნიორთა, მათ შორის საქართველოს მხარდასაჭერად.

ანგარიშში, სადაც ნატო-ს პარტნიორებზეა საუბარი, დეტალურადაა განმარტებული ნატო-ს აქტივობები ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში და ამ კონტექსტში საქართველოცაა ნახსენები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს წევრობის მისწრაფებისადმი და მოუწოდეს განახორციელოს წევრობისთვის საჭირო რეფორმები, ასევე დაადასტურეს ნატო-ს მხარდაჭერა ამ ძალისხმევისადმი.

"ალიანსმა 2015 წელს დაადასტურა მისი ერთგულება ღია კარის პოლიტიკისადმი. ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ალიანსის ფასეულობებს იზიარებს, მზად არიან და შეუძლიათ აიღოს წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები", - ნათქვამია დოკუმენტში.

ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ნატო-მ რიგი სიახლე შემოიღო, რამაც მისცა გარკვეულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."