პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ასე უცენზუროდ ილანძღება, გაუნათლებელია" - რას პასუხობს "აბესალომ და ეთერის" მხატვარი დეკორაციების კრიტიკოსებს
"ვინც ასე უცენზუროდ ილანძღება, გაუნათლებელია" - რას პასუხობს "აბესალომ და ეთერის" მხატვარი დეკორაციების კრიტიკოსებს

ოპე­რის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი თე­ატ­რი­სა და "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" ახა­ლი დად­გმის გარ­შე­მო ბოლო დროს აჟი­ო­ტა­ჟი არ წყდე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გუ­შინ ახა­ლი სკან­და­ლი აგორ­და - მი­ზე­ზი დად­გმის ერთ-ერთი დე­კო­რა­ცი­აა, რო­მელ­მაც მნახ­ველ­ში ორაზ­რო­ვა­ნი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რას ფიქ­რობს თა­ვად დად­გმის მხატ­ვა­რი დე­კო­რა­ცი­ებ­ზე, ჩვენ თე­ატ­რა­ლურ დე­კო­რა­ტორს გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით. ის თით­ქმის ერთი წე­ლი­წა­დია ამ დად­გმის მხატ­ვრულ გა­ფორ­მე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

- ბა­ტო­ნო გოგი, საპ­რე­მი­ე­რო სპექ­ტაკ­ლის წინ დიდი ხმა­უ­რია ატე­ხი­ლი, - ამის მი­ზე­ზი დე­კო­რა­ცი­ის ის დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც სცე­ნის ცენ­ტრშია გან­თავ­სე­ბუ­ლი. მას­ზე ორაზ­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი გაჩ­ნდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

- სა­ერ­თოდ, ოპე­რის თე­ატ­რის გახ­სნა რა­ტომ­ღაც დიდი ხა­ნია, ყბა­და­ღე­ბულ თე­მად იქცა. ახლა სპექ­ტაკლს მოდ­გნენ. შუ­რი­ა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ამის ბრა­ლია. სა­ნამ პრე­მი­ე­რა არ შედ­გე­ბა, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, იმ­სჯე­ლოს დად­გმის რო­მე­ლი­მე დე­ტალ­ზე, შემ­სრუ­ლე­ბელ­ზე, ან სა­ერ­თოდ, რა­მე­ზე. ჯერ კი­დევ მი­ლი­ო­ნი რა­ღაც არის, რო­მე­ლიც გა­სა­კე­თე­ბელ-და­სას­რუ­ლე­ბე­ლია. კოს­ტი­უ­მებ­ში, დე­კო­რა­ცი­ა­ში, რეკ­ვი­ზი­ტში თა­ვა­დაც უამ­რა­ვი შე­ნიშ­ვნა გვაქვს. პრე­მი­ე­რა­ზე როცა მოვ­ლენ, მა­შინ და­ი­წყონ შე­ნიშ­ვნე­ბი და ლან­ძღვა. მათი ასე­თი აღ­ვი­რახ­სნი­ლი გი­ნე­ბა და მოქ­მე­დე­ბა გა­სა­ო­ცა­რია. ხალ­ხი, ვინც ილან­ძღე­ბა, სა­კუ­თარ თავს ირ­ცხვენს. ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რა არის გა­სას­წო­რე­ბე­ლი და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სპექ­ტაკ­ლი მა­ღალ დო­ნე­ზე წარ­მო­ვად­გი­ნოთ. ილა­პა­რა­კონ კოს­ტი­უ­მებ­ზე, ზო­გა­დად დე­კო­რა­ცი­ა­ზე, მხო­ლოდ ერთ დე­ტალს რომ ჩა­აფ­რინ­დნენ, - ეს სა­მარ­ცხვი­ნოა და ვინც ასე უცენ­ზუ­როდ ილან­ძღე­ბა, მი­მაჩ­ნია, რომ გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლია. დიახ, ასე პირ­და­პირ ვი­ტყვი, პირ­და­პი­რი კაცი ვარ და ამი­ტომ!

არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი აღ­ვი­რახ­სნი­ლე­ბა, რაც სამ­წუ­ხა­როდ გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ უკვე დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა. ისი­ნი მზად არი­ან შე­მოც­ვივ­დნენ და ოპე­რის თე­ატ­რი ხელ­ში ჩა­იგ­დონ. არა­და, ამა­ში ჩა­ი­დო ერთი წლის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში გა­კეთ­და ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ ოპე­რას და­უნ­გრი­ეს სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი, ხე­ლოს­ნე­ბი გა­ყა­რეს და ავ­ჭა­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, დი­დუ­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მთელ ქა­ლაქ­ში სირ­ბი­ლი მოგ­ვიხ­და... ვი­მე­ო­რებ, თუ ასე­თი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან და ასე აინ­ტე­რე­სებთ რამე, მა­შინ იმით და­ინ­ტე­რეს­დნენ, რა პი­რო­ბებ­ში ვმუ­შა­ობ­დით და არა იმით, რა­ღაც ქვა დევს სცე­ნა­ზე თუ არ დევს და რო­გო­რია. პა­ტივს არ ვცემ მათ, ვი­საც თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი ასე ძა­ლი­ან ახა­რებთ. მობ­რძან­დნენ პრე­მი­ე­რა­ზე და მერე წე­რონ თა­ვი­ან­თი კო­მენ­ტა­რე­ბი.

- ქვას, რო­მე­ლიც ახ­სე­ნეთ, ფა­ლოსს ადა­რე­ბენ...

- წე­რონ. სა­ქარ­თვე­ლო­ში "ფე­ის­ბუ­ქი" ხომ აკ­ლე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის ლან­ძღვა-გი­ნე­ბით. ჩვენ ვა­კე­თებთ ჩვენს საქ­მეს, ვი­მე­ო­რებ, მო­ვიდ­ნენ პრე­მი­ე­რა­ზე და შეგ­ვა­ფა­სონ. მარ­თლა ამო­რა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლია და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი პრე­მი­ე­რამ­დე დე­კო­რა­ცი­ის დე­ტალ­ზე ასე­თი ამ­ბის ატეხ­ვა.

30 იან­ვარს ოპე­რის თე­ატ­რი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით გა­იხ­სნე­ბა. სცე­ნა­ზე 6-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი სა­ო­პე­რო დად­გმა შეს­რულ­დე­ბა. "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" დად­გმის რე­ჟი­სო­რია გიზო ჟორ­და­ნია, მხატ­ვა­რი - გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი. წამ­ყვან პარ­ტი­ებს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი: თა­მარ ივე­რი, ლადო ათა­ნე­ლი და თე­მურ გუ­გუშ­ვი­ლი ას­რუ­ლე­ბენ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

ნიკა გვა­რა­მი­ას კო­მენ­ტა­რი "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" დე­კო­რა­ცი­ა­ზე

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი დე­კო­რა­ცია "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" ახა­ლი დად­გმი­დან

"ვინც ასე უცენზუროდ ილანძღება, გაუნათლებელია" - რას პასუხობს "აბესალომ და ეთერის" მხატვარი დეკორაციების კრიტიკოსებს

"ვინც ასე უცენზუროდ ილანძღება, გაუნათლებელია" - რას პასუხობს "აბესალომ და ეთერის" მხატვარი დეკორაციების კრიტიკოსებს

ოპერის განახლებული თეატრისა და "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმის გარშემო ბოლო დროს აჟიოტაჟი არ წყდება. სოციალური ქსელის საშუალებით გუშინ ახალი სკანდალი აგორდა - მიზეზი დადგმის ერთ-ერთი დეკორაციაა, რომელმაც მნახველში ორაზროვანი ასოციაციები გამოიწვია.

იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს თავად დადგმის მხატვარი დეკორაციებზე, ჩვენ თეატრალურ დეკორატორს გოგი ალექსი-მესხიშვილს დავუკავშირდით. ის თითქმის ერთი წელიწადია ამ დადგმის მხატვრულ გაფორმებაზე მუშაობს.

- ბატონო გოგი, საპრემიერო სპექტაკლის წინ დიდი ხმაურია ატეხილი, - ამის მიზეზი დეკორაციის ის დეტალია, რომელიც სცენის ცენტრშია განთავსებული. მასზე ორაზროვანი შეფასებები გაჩნდა სოციალურ ქსელში.

- საერთოდ, ოპერის თეატრის გახსნა რატომღაც დიდი ხანია, ყბადაღებულ თემად იქცა. ახლა სპექტაკლს მოდგნენ. შურიანია საზოგადოება და ეს ყველაფერი ამის ბრალია. სანამ პრემიერა არ შედგება, არავის აქვს უფლება, იმსჯელოს დადგმის რომელიმე დეტალზე, შემსრულებელზე, ან საერთოდ, რამეზე. ჯერ კიდევ მილიონი რაღაც არის, რომელიც გასაკეთებელ-დასასრულებელია. კოსტიუმებში, დეკორაციაში, რეკვიზიტში თავადაც უამრავი შენიშვნა გვაქვს. პრემიერაზე როცა მოვლენ, მაშინ დაიწყონ შენიშვნები და ლანძღვა. მათი ასეთი აღვირახსნილი გინება და მოქმედება გასაოცარია. ხალხი, ვინც ილანძღება, საკუთარ თავს ირცხვენს. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის გასასწორებელი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სპექტაკლი მაღალ დონეზე წარმოვადგინოთ. ილაპარაკონ კოსტიუმებზე, ზოგადად დეკორაციაზე, მხოლოდ ერთ დეტალს რომ ჩააფრინდნენ, - ეს სამარცხვინოა და ვინც ასე უცენზუროდ ილანძღება, მიმაჩნია, რომ გაუნათლებელია. დიახ, ასე პირდაპირ ვიტყვი, პირდაპირი კაცი ვარ და ამიტომ!

არ შეიძლება ასეთი აღვირახსნილება, რაც სამწუხაროდ გარკვეული ჯგუფების მიერ უკვე დიდი ხანია გრძელდება. ისინი მზად არიან შემოცვივდნენ და ოპერის თეატრი ხელში ჩაიგდონ. არადა, ამაში ჩაიდო ერთი წლის დაუღალავი შრომა, საშინელ პირობებში გაკეთდა ყველაფერი იმიტომ, რომ ოპერას დაუნგრიეს სახელოსნოები, ხელოსნები გაყარეს და ავჭალიდან დაწყებული, დიდუბით დამთავრებული, მთელ ქალაქში სირბილი მოგვიხდა... ვიმეორებ, თუ ასეთი გულშემატკივრები არიან და ასე აინტერესებთ რამე, მაშინ იმით დაინტერესდნენ, რა პირობებში ვმუშაობდით და არა იმით, რაღაც ქვა დევს სცენაზე თუ არ დევს და როგორია. პატივს არ ვცემ მათ, ვისაც თავის ქვეყანაში რაღაც-რაღაცები ასე ძალიან ახარებთ. მობრძანდნენ პრემიერაზე და მერე წერონ თავიანთი კომენტარები.

- ქვას, რომელიც ახსენეთ, ფალოსს ადარებენ...

- წერონ. საქართველოში "ფეისბუქი" ხომ აკლებულია ადამიანების ლანძღვა-გინებით. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, ვიმეორებ, მოვიდნენ პრემიერაზე და შეგვაფასონ. მართლა ამორალური საქციელია და არაპროფესიონალიზმი პრემიერამდე დეკორაციის დეტალზე ასეთი ამბის ატეხვა.

30 იანვარს ოპერის თეატრი განახლებული სახით გაიხსნება. სცენაზე 6-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი საოპერო დადგმა შესრულდება. "აბესალომ და ეთერის" დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები: თამარ ივერი, ლადო ათანელი და თემურ გუგუშვილი ასრულებენ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ:

ნიკა გვარამიას კომენტარი "აბესალომ და ეთერის" დეკორაციაზე

როგორ გამოიყურება ცენტრალური დეკორაცია "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება