მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს The Guardian განახლებული თბილისის ოპერის შესახებ
რას წერს The Guardian განახლებული თბილისის ოპერის შესახებ

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი 6-წლი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ პირ­ვე­ლად 30 იან­ვარს გა­იხ­სნე­ბა. ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბე­ლი სცე­ნა­ზე "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" ახალ დად­გმას იხი­ლავს. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ოპე­რის თე­ატ­რის გახ­სნას ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Guardian ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში 1991 წლის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს თბი­ლი­სის ოპე­რის სახ­ლის დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ ლო­მი­ძე გახ­ლდათ. რო­დე­საც გა­რეთ ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ის და სხვა პერ­სო­ნა­ლი ოპე­რა­ში რჩე­ბოდ­ნენ მის და­სა­ცა­ვად" - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ოპე­რის ფო­ტო­ე­ბი

"ერთ დღეს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კა­რე­ბი ჩა­მო­ი­ღეს, გვი­თხრეს, რომ ოპე­რა თავ­შე­საფ­რად ჭირ­დე­ბო­დათ. რო­დე­საც წა­ვიდ­ნენ, შე­სას­ვლე­ლი კარი აღარ გვქონ­და და კე­დე­ლი ტყვი­ე­ბით იყო და­ცხრი­ლუ­ლი. რო­დე­საც მო­გი­ა­ნე­ბით გა­იხ­სნა ოპე­რა, მინ­დო­და ნა­ტყვი­არ კე­დელ­ზე შუ­შის კე­დე­ლი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა წარ­წე­რით: კულ­ტუ­რას ასე არ უნდა მო­ექ­ცე", - იხ­სე­ნებს The Guardian-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ზუ­რაბ ლო­მი­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ოპე­რის ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რია.

სა­ნამ პოსტსაბ­ჭო­თა და­ვი­და­რა­ბა­ში მოყ­ვე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო, თბი­ლი­სის ოპე­რა ორ­ჯერ და­იწ­ვა. ახლა ახა­ლი ერა იწყე­ბა 165-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ოპე­რის და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში: ამ კვი­რა­ში ის ხე­ლახ­ლა იხ­სნე­ბა ქვეყ­ნის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­სრე­ბით. სე­ზონს ტრა­დი­ცი­უ­ლი "აბე­სა­ლომ და ეთე­რი" ხსნის. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მდი­და­რი ტრა­დი­ცია აქვს, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, იმ დრო­ით თა­რიღ­დე­ბა, სა­ნამ რუ­სე­თის იმ­პე­რია და შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი გა­დაყ­ლა­პავ­და მას. ოპე­რა მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში აშენ­და რუ­სე­თის მე­ფის კონ­სუ­ლის მიერ, რო­გორც ქრთა­მი, იმის იმე­დით, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მოს­კო­ვის მმარ­თვე­ლო­ბი­სად­მი კე­თი­ლად გა­ნე­წყოთ. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, თბი­ლი­სი მოს­კო­ვის შემ­დეგ წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი იყო ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის წარ­მოდ­გე­ნე­ბი­სა.

რო­დე­საც 90-იან წლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის შემ­დეგ გა­იხ­სნა ოპე­რა, ბი­ლე­თის ფასი ისე­თი და­ბა­ლი იყო, პერ­სო­ნალს ხელ­ფა­სებს ვერ უხ­დიდ­ნენ. "შიგ­ნით ძა­ლი­ან ცი­ო­და, მაგ­რამ მო­თხოვ­ნა დიდი იყო. შე­იძ­ლე­ბა ოპე­რა ფუ­ფუ­ნე­ბაა, მაგ­რამ იმ დროს აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო", - ამ­ბობს ლო­მი­ძე.

"ვი­მე­დოვ­ნებთ, ეს მო­მენ­ტი ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში ხე­ლა­ხა­ლი და­ბა­დე­ბა იქ­ნე­ბა. კულ­ტუ­რა ჩვე­ნი სა­ხეა", - ამ­ბობს ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

და­ფი­ნან­სე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან წა­მო­ვი­და, რო­მელ­მაც პი­რო­ბა დადო, რომ პირ­ვე­ლი წლის წარ­მოდ­გე­ნებ­საც და­ა­ფი­ნან­სებს და­მა­ტე­ბი­თი ასი მი­ლი­ო­ნი ლა­რით. ზო­გი­ერთს ეჭვი შე­აქვს ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ტი­ვებ­ში ამ და სხვა დიდი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გამო იმ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­საც ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ფლობს.

რთუ­ლია იმის თქმა, რამ­დე­ნად მო­ი­ზი­დავს და­ფი­ნან­სე­ბა დიდ სა­ო­პე­რო თუ სა­ბა­ლე­ტო ვარ­სკვლა­ვებს თბი­ლის­ში. ბოლო წლებ­ში, ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბი სა­ო­ცარ კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხუ­რებ­ზე ადი­ან სა­ზღვრებს გა­რეთ. ლადო ათა­ნე­ლი და თა­მარ ივე­რი, რომ­ლე­ბიც წამ­ყვან რო­ლებს შე­ას­რუ­ლე­ბენ "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" ახალ დად­გმა­ში, არა­ერ­თხელ მდგა­რან მი­ლა­ნის "ლა სკა­ლას" სცე­ნა­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია theguardian.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას წერს The Guardian განახლებული თბილისის ოპერის შესახებ

რას წერს The Guardian განახლებული თბილისის ოპერის შესახებ

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 6-წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ პირველად 30 იანვარს გაიხსნება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაყურებელი სცენაზე "აბესალომ და ეთერის" ახალ დადგმას იხილავს. განახლებული ოპერის თეატრის გახსნას ბრიტანული გამოცემა The Guardian ვრცელ სტატიას უძღვნის.

"საქართველოში 1991 წლის სამოქალაქო ომის დროს თბილისის ოპერის სახლის დირექტორი ზურაბ ლომიძე გახლდათ. როდესაც გარეთ ბრძოლა მიმდინარეობდა, ის და სხვა პერსონალი ოპერაში რჩებოდნენ მის დასაცავად" - ვკითხულობთ სტატიაში.

დაათვალიერეთ განახლებული ოპერის ფოტოები

"ერთ დღეს შეიარაღებულმა ადამიანებმა კარები ჩამოიღეს, გვითხრეს, რომ ოპერა თავშესაფრად ჭირდებოდათ. როდესაც წავიდნენ, შესასვლელი კარი აღარ გვქონდა და კედელი ტყვიებით იყო დაცხრილული. როდესაც მოგიანებით გაიხსნა ოპერა, მინდოდა ნატყვიარ კედელზე შუშის კედელი გაგვეკეთებინა წარწერით: კულტურას ასე არ უნდა მოექცე", - იხსენებს The Guardian-თან ინტერვიუში ზურაბ ლომიძე, რომელიც ამჟამად ოპერის ტექნიკური დირექტორია.

სანამ პოსტსაბჭოთა დავიდარაბაში მოყვებოდა საქართველო, თბილისის ოპერა ორჯერ დაიწვა. ახლა ახალი ერა იწყება 165-წლიანი ისტორიის მქონე ოპერის და ბალეტის თეატრში: ამ კვირაში ის ხელახლა იხსნება ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის სახსრებით. სეზონს ტრადიციული "აბესალომ და ეთერი" ხსნის. საქართველოს ხელოვნების მდიდარი ტრადიცია აქვს, რომელიც საუკუნეების წინ, იმ დროით თარიღდება, სანამ რუსეთის იმპერია და შემდეგ საბჭოთა კავშირი გადაყლაპავდა მას. ოპერა მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა რუსეთის მეფის კონსულის მიერ, როგორც ქრთამი, იმის იმედით, რომ ქართველები მოსკოვის მმართველობისადმი კეთილად განეწყოთ. კომუნისტების დროს, თბილისი მოსკოვის შემდეგ წამყვანი ადგილი იყო ოპერისა და ბალეტის წარმოდგენებისა.

როდესაც 90-იან წლებში სამოქალაქო ომის შემდეგ გაიხსნა ოპერა, ბილეთის ფასი ისეთი დაბალი იყო, პერსონალს ხელფასებს ვერ უხდიდნენ. "შიგნით ძალიან ციოდა, მაგრამ მოთხოვნა დიდი იყო. შეიძლება ოპერა ფუფუნებაა, მაგრამ იმ დროს აუცილებლობა იყო", - ამბობს ლომიძე.

"ვიმედოვნებთ, ეს მომენტი ქართულ კულტურაში ხელახალი დაბადება იქნება. კულტურა ჩვენი სახეა", - ამბობს ნინო ანანიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი.

დაფინანსება რეაბილიტაციისთვის ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა, რომელმაც პირობა დადო, რომ პირველი წლის წარმოდგენებსაც დააფინანსებს დამატებითი ასი მილიონი ლარით. ზოგიერთს ეჭვი შეაქვს ივანიშვილის მოტივებში ამ და სხვა დიდი პროექტების დაფინანსების გამო იმ ძალაუფლების გათვალისწინებით, რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფლობს.

რთულია იმის თქმა, რამდენად მოიზიდავს დაფინანსება დიდ საოპერო თუ საბალეტო ვარსკვლავებს თბილისში. ბოლო წლებში, ქართველი საოპერო მომღერლები საოცარ კარიერულ საფეხურებზე ადიან საზღვრებს გარეთ. ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც წამყვან როლებს შეასრულებენ "აბესალომ და ეთერის" ახალ დადგმაში, არაერთხელ მდგარან მილანის "ლა სკალას" სცენაზე.

მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით