რატომ არის გაჩერებული უნიკალური ქართული ყველის მწარმოებელი საწარმო

რატომ არის გაჩერებული უნიკალური ქართული ყველის მწარმოებელი საწარმო

უნიკალური ქართული პროდუქტის, ტენილი ყველის საწარმოს უკვე ორი წელია წარმოება შეჩერებული აქვს.

"ტენილი" ანუ დასამწიფებლად ქოთანში გატენილი ყველი მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი მარგალიტია. "ტენილი" ყველი წარსულშიც და ამჟამადაც ცალკეულ ოჯახებში მცირე რაოდენობით მზადდება და რძის პროდუქტების დელიკატესად ითვლება.

ტენილი ყველის მცირე რაოდენობით დამზადება ყოველთვის განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახისთვის მისი დიდი რაოდენობით დამზადება არარენტაბელური იყო, რადგან "ტენილი" ყველისთვის გამოიყენება ცხიმიანი რძის სრული რაოდენობა. მაშინ რაოცა იგივე რაოდენობის რძის გადამუშავებით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე სახეობის პროდუქტის მიღება. ისეთების როგორიცაა ჩეჩილი ყველი, ნაღები (არაჟანი), კარაქი, ერბო და ა.შ. აქედან გამომდინარე, ოჯახურ პირობებში "ტენილი" ყველი მზადდებოდა იმ რაოდენობით, რაც საჭირო იქნებოდა სადღესასწაულო დღეებისათვის და სტუმრის პატივსაცემად. ჭობარელ კაცს იშვიათად გაჰქონდა "ტენილი" ყველი ბაზარზე გასაყიდად.

გარდა ამისა, "ტენილი" ყველის დამზადებას სხვა სახეოობებისაგან განსხვავებით საკმაოდ დიდი ენერგია, დრო და შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის ფართი სჭირდება. ოჯახურ პირობებში ამ სახეობის ყველის დიდი რაოდენობით დამზადება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში ტენილი ყველის საწარო რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. საწარმო სეზონურად მუშაობდა და უნიკალური ყველით თბილისისა და რუსთავის დიდ სუპერმარკეტებს ამარაგებდა. თუმცა, უკვე ორი წელია საწარმოს მუშაობა შეჩერებული აქვს.

საწარმოს უფროსი და ასოციაცია "მზიანეთის" დამფუძნებელი ემზარ ჯავარიძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას საწარმოს გაჩერების მიზეზებზე სუაბრობს და აცხადებს, რომ საწარმოს დახურვაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედმა:

"დაახლოებით 2 წელი ვმუშაობდით სეზონურად. რძეს გლეხებისგან ვიღებით ზაფხულის პერიოდში და ყველს თბილისისა და რუსთავის სუპერმარკეტებში ვაბარებდით. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, საჭირო გახდა წარმოების გაზრდაც.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია