პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია ჟვანიას მოედანზე საავტომობილო გზის ჩავარდნა - საგანგებო განცხადებას GWP ავრცელებს
რამ გამოიწვია ჟვანიას მოედანზე საავტომობილო გზის ჩავარდნა - საგანგებო განცხადებას GWP ავრცელებს

ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ვარ­დნის გამო, და­ახ­ლო­ე­ბით 6:30 სა­ათ­ზე ჟვა­ნი­ას მო­ე­დან­ზე გა­მა­ვა­ლი წყალ­სა­დე­ნის მა­გის­ტრა­ლი ავა­რი­უ­ლად და­ზი­ან­და, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზი­ა­ნე­ბის ად­გილ­ზე 20 წუთ­ში მო­ბი­ზე­ბუ­ლი იყო კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის ორი ბრი­გა­და, ასე­ვე, სპე­ცტექ­ნი­კა - 2 ტრაქ­ტო­რი, 7 თვითმცლე­ლი, ამწე.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მა­გის­ტრა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის წყლის­გან დაც­ლა კომ­პა­ნი­ამ დი­ლის 7 სა­ათ­ზე და­ი­წყო. ამ დრო­ის­თვის მა­გის­ტრა­ლის აღ­სად­გე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის გა­მოც ცალ­მხრი­ვად შე­ზღუ­დუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა. "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" და­ზი­ა­ნე­ბის აღ­მო­ფხვრას უმოკ­ლეს დრო­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე, წყალ­მო­მა­რა­გე­ბა უკვე შე­ზღუ­დუ­ლი აქვს: დი­ღო­მი-8-ს, ბე­ლი­აშ­ვი­ლი­სა და ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩე­ბის ნა­წილს, ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კის ტე­რი­ტო­რი­ას, აშშ-ის სა­ელ­ჩოს, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტებს, ჰი­პერ­მარ­კეტ "გუდ­ვი­ლის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებს, ფა­ნას­კერ­ტე­ლის, იყალ­თოს, ქა­რე­ლი­სა და ლი­ხა­უ­რის ქუ­ჩებს, ასე­ვე მთაწ­მინ­დი­სა და კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნე­ბის ქუ­ჩე­ბის ნა­წილს.

დღეს, 12:00 სა­ა­თი­დან წყალ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყდე­ბა: ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის ნა­წილს, წყნე­თის გზატ­კე­ცი­ლის, ბა­გებს, ყაზ­ბე­გი­სა და ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რე­ბის ნა­წილს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას კვარტლებს, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­სა და მიკ­რო­რა­ი­ო­ნებს, ქავ­თა­რა­ძის, ჯი­ქი­ას, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და მათ მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებს.

წყალ­მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნის დროს კომ­პა­ნია, მომ­ხმა­რე­ბე­ლებს და­მა­ტე­ბით აც­ნო­ბებს.

წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­მა" მომ­ხმა­რე­ბელს წი­ნას­წარ, SMS-შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით, უკვე მი­ა­წო­და. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის ცხე­ლი ხა­ზის - 293 11 11, ფე­ის­ბუ­ქი­სა და ვებგ­ვერ­დის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშ­ვე­ო­ბით.

რამ გამოიწვია ჟვანიას მოედანზე საავტომობილო გზის ჩავარდნა - საგანგებო განცხადებას GWP ავრცელებს

რამ გამოიწვია ჟვანიას მოედანზე საავტომობილო გზის ჩავარდნა - საგანგებო განცხადებას GWP ავრცელებს

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, დაახლოებით 6:30 საათზე ჟვანიას მოედანზე გამავალი წყალსადენის მაგისტრალი ავარიულად დაზიანდა, - ამის შესახებ განცხადებას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზიანების ადგილზე 20 წუთში მობიზებული იყო კომპანიის ტექნიკური სამსახურის ორი ბრიგადა, ასევე, სპეცტექნიკა - 2 ტრაქტორი, 7 თვითმცლელი, ამწე.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა კომპანიამ დილის 7 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის მაგისტრალის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ცალმხრივად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დაზიანების აღმოფხვრას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, ამ ეტაპზე, წყალმომარაგება უკვე შეზღუდული აქვს: დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ "გუდვილის მიმდებარე ქუჩებს, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.

დღეს, 12:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილის, ბაგებს, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, უნივერსიტეტისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების აღდგენის დროს კომპანია, მომხმარებელებს დამატებით აცნობებს.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ