Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს არ არის მეგობრული საქციელი! - ერევნის "არარატს" აფხაზეთში გამგზავრება აუკრძალეს
ეს არ არის მეგობრული საქციელი! - ერევნის "არარატს" აფხაზეთში გამგზავრება აუკრძალეს

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და ოკუ­პი­რე­ბულ მი­წებ­ზე გამ­გზავ­რე­ბის წე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის არა­ერ­თი ფაქ­ტი გვახ­სენ­დე­ბა. ბოლო მა­გა­ლი­თი 2015 წლის ზა­ფხულ­ში მოხ­და, როცა აფხა­ზეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ ტურ­ნირ­ზე უე­ფას და ფი­ფას წევ­რი სლო­ვა­კე­თის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი კლუ­ბის, "ჟი­ლი­ნას" სა­ბავ­შვო გუნ­დი მი­იწ­ვი­ეს. ასე­ვე - შარ­შან, როცა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი აფხა­ზე­თის ნაკ­რე­ბი სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ხის ეგ­რეთ წო­დე­ბულ ნაკ­რე­ბებს და­უ­პი­რის­პირ­და.

აფხა­ზე­თი რუ­სუ­ლი კლუ­ბე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ხელ­საყ­რე­ლი ფა­სე­ბის გამო გახ­და. დღე­საც იქ ვარ­ჯი­შო­ბენ რუ­სუ­ლი კლუ­ბე­ბი - ხა­ბა­როვ­სკის "სკა ენერ­გია" და ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის "ვოლ­გა". ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ რუ­სე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფონ­ზე, ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა.

...მაგ­რამ ახლა კი­დევ ერთი, ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი მოხ­და: აფხა­ზეთ­ში შეკ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და იქ რამ­დე­ნი­მე ამ­ხა­ნა­გუ­რი შეხ­ვედ­რა სომ­ხე­თის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა კლუბ­მა, ერევ­ნის "არა­რატ­მა" და­გეგ­მა. მა­გა­ლი­თად, დღეს, 27 იან­ვარს, სო­ხუმ­ში, "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე, "არა­რატს" ამ­ხა­ნა­გუ­რად ზე­მოთ ნახ­სე­ნებ "ვოლ­გას­თან" უნდა ეთა­მა­შა...

თუმ­ცა, ეს თა­მა­ში ჩა­ი­შა­ლა და ამა­ში დიდი როლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ითა­მა­შა. ეს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი აფხა­ზე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა რუს­ლან აჯინ­ჯალ­მა ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "სპუტ­ნიკ-აბხა­ზი­ას" უთხრა: "არა­რა­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბა აუკ­რძა­ლა. როცა მი­ზე­ზით და­ვინ­ტე­რეს­დით, გვი­პა­სუ­ხეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სომ­ხე­თის შე­სა­ბა­მის უწყე­ბას აც­ნო­ბა, რომ სომ­ხუ­რი გუნ­დის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩას­ვლა არა­სა­სურ­ვე­ლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, "არა­რა­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­კუ­თა­რი მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვერ წა­ვი­და".

მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის გუნ­დის თავ­კაც­თა ამ საქ­ცი­ელს მე­გობ­რულს ნამ­დვი­ლად ვერ ვუ­წო­დებთ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეს არ არის მეგობრული საქციელი! - ერევნის "არარატს" აფხაზეთში გამგზავრება აუკრძალეს

ეს არ არის მეგობრული საქციელი! - ერევნის "არარატს" აფხაზეთში გამგზავრება აუკრძალეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ მიწებზე გამგზავრების წესების უგულებელყოფის არაერთი ფაქტი გვახსენდება. ბოლო მაგალითი 2015 წლის ზაფხულში მოხდა, როცა აფხაზეთში ჩატარებულ ტურნირზე უეფას და ფიფას წევრი სლოვაკეთის ერთ-ერთი პოპულარული კლუბის, "ჟილინას" საბავშვო გუნდი მიიწვიეს. ასევე - შარშან, როცა სეპარატისტული აფხაზეთის ნაკრები სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის ეგრეთ წოდებულ ნაკრებებს დაუპირისპირდა.

აფხაზეთი რუსული კლუბებისთვის მიმზიდველი ხელსაყრელი ფასების გამო გახდა. დღესაც იქ ვარჯიშობენ რუსული კლუბები - ხაბაროვსკის "სკა ენერგია" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა". ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების ფონზე, ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.

...მაგრამ ახლა კიდევ ერთი, ძალიან უსიამოვნო ამბავი მოხდა: აფხაზეთში შეკრების ჩატარება და იქ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა სომხეთის ყველაზე პოპულარულმა კლუბმა, ერევნის "არარატმა" დაგეგმა. მაგალითად, დღეს, 27 იანვარს, სოხუმში, "დინამოს" სტადიონზე, "არარატს" ამხანაგურად ზემოთ ნახსენებ "ვოლგასთან" უნდა ეთამაშა...

თუმცა, ეს თამაში ჩაიშალა და ამაში დიდი როლი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ითამაშა. ეს სეპარატისტული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა ინტერნეტგამოცემა "სპუტნიკ-აბხაზიას" უთხრა: "არარატის" წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამხანაგური მატჩის ჩატარება აუკრძალა. როცა მიზეზით დავინტერესდით, გვიპასუხეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის შესაბამის უწყებას აცნობა, რომ სომხური გუნდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლა არასასურველი იყო. შესაბამისად, "არარატის" ხელმძღვანელობა საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ ვერ წავიდა".

მეზობელი ქვეყნის გუნდის თავკაცთა ამ საქციელს მეგობრულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია