თბილისში, გაგარინის ქუჩაზე საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩაინგრა. მიმდებარე ტერიტორიაზე ცალმხრივად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობაც.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ბრიგადები. თვითმხილველების თქმით, ადგილზე წყლის მილი გასკდა, რის გამოც სამუშაოების ჩატარება დაიწყო.