პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს
ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს

სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ, პრო­კუ­რორ ფატუ ბენ­სუ­დას სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის ნება დარ­თო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

საქ­მე ეხე­ბა 2008 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე ე.წ სამ­ხრეთ ოსეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო კო­ლე­გი­ის დას­კვნით, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­შია.

"მო­თხოვ­ნის და და­მა­ტე­ბი­თი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა და­ას­კვნეს, რომ არ­სე­ბობს გო­ნივ­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს იუ­რის­დიქ­ცი­ას ეკუთ­ვნის. ჩა­დე­ნილ იქნა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მა­გა­ლი­თად მკვლე­ლო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა და დევ­ნა, ასე­ვე ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი, წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი, თავ­დას­ხმე­ბი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებ­ზე, ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, ძარ­ცვის ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 2008 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის კონ­ტექ­სტში და­ფიქ­სირ­და", - წე­რია ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პრო­კუ­რორ­მა ფატუ ბენ­სუ­დამ სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა­ზე ნე­ბარ­თვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით 2015 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს მი­მარ­თა. პრო­კუ­რო­რის აზ­რით, არ­სე­ბობს გო­ნივ­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, ვირ­წმუ­ნოთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის კონ­ტექ­სტში ად­გი­ლი ჰქონ­და ომის და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს.

ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს

ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო. აღნიშნული ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია.

"მოთხოვნის და დამატებითი მასალების შესწავლის შედეგად, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ დანაშაული ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის. ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგალითად მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში დაფიქსირდა", - წერია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასამართლოს გამოძიების დაწყებაზე ნებართვის შუამდგომლობით 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ