საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ცააძის და მისი ძმის მიერ იური ვაზაგაშვილის საქმის გამომძიებლებისთვის დნმ-ის ანალიზის აღებაზე უარი თქმის მიზეზს განმარტავს
გიორგი ცააძის და მისი ძმის მიერ იური ვაზაგაშვილის საქმის გამომძიებლებისთვის დნმ-ის ანალიზის აღებაზე უარი თქმის მიზეზს განმარტავს

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და გი­ორ­გი ცა­ა­ძეს არ გა­ნუ­მარ­ტეს, რის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ მათი დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი - სწო­რედ ამ მო­ტი­ვით გა­ნა­ცხა­დეს მათ უარი ანა­ლი­ზის აღე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ცა­ა­ძის დამ, ირი­ნა ცა­ა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მსჯავ­რდე­ბუ­ლებს მხო­ლოდ ის უთხეს, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე სჭირ­დე­ბო­დათ მათი დნმ, თუმ­ცა გა­მომ­ძი­ებ­ლებს დე­ტა­ლე­ბი არ გა­ნუ­მარ­ტავთ.

ამას­თან, ირი­ნა ცა­ა­ძის თქმით, ფირ­ცხა­ლა­ვა და გი­ორ­გი ცა­ა­ძე ოფი­ცი­ა­ლურ გან­ჩი­ნე­ბას ითხო­ვენ და ამის შემ­დეგ აი­ღე­ბენ ნი­მუშს.

"ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ამ საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ და­კი­თხეს. გი­ორ­გი ცა­ა­ძის და­კი­თხვა კი, ახლა მოხ­და. ერთი წელი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ და ახლა მო­ი­თხო­ვეს მათი დნმ. ჩვენ ამას ზე­წო­ლას ვუ­კავ­ში­რებთ. ფირ­ცხა­ლა­ვა და ცა­ა­ძე ითხო­ვენ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ჩი­ნე­ბას დნმ-ის ნი­მუ­შის აღე­ბის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას დას­თან­ხმდე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და ირი­ნა ცა­ა­ძემ.

ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა­სა და გი­ორ­გი ცა­ა­ძეს იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი მოს­თხო­ვეს, რის აღე­ბა­ზეც მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში მათ­თან გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სწო­რედ დნმ-ის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ად­ვო­კა­ტი მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი ამ თე­მა­ზე დღეს კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ხვალ გა­მარ­თავს და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მხრი­დან დნმ-ის ნი­მუ­შის აღე­ბის შე­სა­ხებ უა­რის თქმის მო­ტივ­ზე ვრცლად ისა­უბ­რებს.

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა კი, გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სხვა პი­რე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას.

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გია სო­სა­ნაშ­ვილს 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მას ბრა­ლად ედე­ბა 2015 წლის 20 იან­ვარს, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, შვი­ლის საფ­ლავ­ზე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი ცააძის და მისი ძმის მიერ იური ვაზაგაშვილის საქმის გამომძიებლებისთვის დნმ-ის ანალიზის აღებაზე უარი თქმის მიზეზს განმარტავს

გიორგი ცააძის და მისი ძმის მიერ იური ვაზაგაშვილის საქმის გამომძიებლებისთვის დნმ-ის ანალიზის აღებაზე უარი თქმის მიზეზს განმარტავს

ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს არ განუმარტეს, რისთვის სჭირდებოდათ მათი დნმ-ის ნიმუშები - სწორედ ამ მოტივით განაცხადეს მათ უარი ანალიზის აღებაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ განუცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებულებს მხოლოდ ის უთხეს, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეზე სჭირდებოდათ მათი დნმ, თუმცა გამომძიებლებს დეტალები არ განუმარტავთ.

ამასთან, ირინა ცააძის თქმით, ფირცხალავა და გიორგი ცააძე ოფიციალურ განჩინებას ითხოვენ და ამის შემდეგ აიღებენ ნიმუშს.

"ირაკლი ფირცხალავა ამ საქმეზე მოწმის სახით, დაახლოებით ერთი წლის წინ დაკითხეს. გიორგი ცააძის დაკითხვა კი, ახლა მოხდა. ერთი წელი არაფერი გაუკეთებიათ და ახლა მოითხოვეს მათი დნმ. ჩვენ ამას ზეწოლას ვუკავშირებთ. ფირცხალავა და ცააძე ითხოვენ ოფიციალურ განჩინებას დნმ-ის ნიმუშის აღების შესახებ, რის შემდეგაც ამ საგამოძიებო მოქმედებას დასთანხმდებიან", - განაცხადა ირინა ცააძემ.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებს, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დნმ-ის ნიმუშები მოსთხოვეს, რის აღებაზეც მათ უარი განაცხადეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მათთან გამომძიებლები რამდენიმე დღის წინ სწორედ დნმ-ის ნიმუშების აღების მიზნით იმყოფებოდნენ.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამ თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ველიჯანაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხვალ გამართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დნმ-ის ნიმუშის აღების შესახებ უარის თქმის მოტივზე ვრცლად ისაუბრებს.

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა კი, განაცხადა, რომ პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სხვა პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის დადგენის მიზნით აგრძელებს გამოძიებას.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედება 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ