პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა ვაზაგაშვილი - 90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ იურის მკვლელობის უკან ცააძე და ფირცხალავა დგანან
მანანა ვაზაგაშვილი - 90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ იურის მკვლელობის უკან ცააძე და ფირცხალავა დგანან

90%-ით ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის უკან ცა­ა­ძე და ფირ­ცხა­ლა­ვა დგა­ნან, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის დამ, მა­ნა­ნა ვა­ზა­გაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და გი­ორ­გი ცა­ა­ძის მხრი­დან დნმ-ის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა­ზე უარი, მოწ­მობს, რომ ისი­ნი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირ­ში არი­ან.

"იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღეს ვამ­ბობ­დი, რომ ეჭვი ფირ­ცხა­ლა­ვა­სა და ცა­ა­ძე­ზე მაქვს. 90%-ით ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ასეა. 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, იური სულ ფირ­ცხა­ლა­ვას და ცა­ა­ძეს ასა­ხე­ლებ­და. ყვე­ლა სტა­ტი­ა­სა და ინ­ტერ­ვი­უ­ში მათ და­ნა­შა­ულ­ზე მი­უ­თი­თებ­და და ამ­ბობ­და, რომ კორ­ტებ­თან სპე­ცო­პე­რა­ცია ფირ­ცხა­ლა­ვამ და­გეგ­მა და სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა ცა­ა­ძემ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს ზუ­რას საქ­მე­ზე, მოწ­მე­ებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს", - გა­ნა­ცხა­და მა­ნა­ნა ვა­ზა­გაშ­ვილ­მა.

ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა­სა და გი­ორ­გი ცა­ა­ძეს იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი მოს­თხო­ვეს, რის აღე­ბა­ზეც მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში მათ­თან გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სწო­რედ დნმ-ის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ად­ვო­კა­ტი მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი ამ თე­მა­ზე დღეს კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ხვალ გა­მარ­თავს და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მხრი­დან დნმ-ის ნი­მუ­შის აღე­ბის შე­სა­ხებ უა­რის თქმის მო­ტივ­ზე ვრცლად ისა­უბ­რებს.

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა კი, გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სხვა პი­რე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას.

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გია სო­სა­ნაშ­ვილს 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მას ბრა­ლად ედე­ბა 2015 წლის 20 იან­ვარს, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, შვი­ლის საფ­ლავ­ზე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მანანა ვაზაგაშვილი - 90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ იურის მკვლელობის უკან ცააძე და ფირცხალავა დგანან

მანანა ვაზაგაშვილი - 90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ იურის მკვლელობის უკან ცააძე და ფირცხალავა დგანან

90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის უკან ცააძე და ფირცხალავა დგანან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იური ვაზაგაშვილის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის მხრიდან დნმ-ის ნიმუშების აღებაზე უარი, მოწმობს, რომ ისინი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დანაშაულთან კავშირში არიან.

"იური ვაზაგაშვილის მკვლელობის პირველივე დღეს ვამბობდი, რომ ეჭვი ფირცხალავასა და ცააძეზე მაქვს. 90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ასეა. 9 წლის განმავლობაში, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ, იური სულ ფირცხალავას და ცააძეს ასახელებდა. ყველა სტატიასა და ინტერვიუში მათ დანაშაულზე მიუთითებდა და ამბობდა, რომ კორტებთან სპეცოპერაცია ფირცხალავამ დაგეგმა და საკონტროლო გასროლა ცააძემ განახორციელა. ეს ზურას საქმეზე, მოწმეებმაც დაადასტურეს", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებს, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დნმ-ის ნიმუშები მოსთხოვეს, რის აღებაზეც მათ უარი განაცხადეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მათთან გამომძიებლები რამდენიმე დღის წინ სწორედ დნმ-ის ნიმუშების აღების მიზნით იმყოფებოდნენ.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამ თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ველიჯანაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხვალ გამართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დნმ-ის ნიმუშის აღების შესახებ უარის თქმის მოტივზე ვრცლად ისაუბრებს.

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა კი, განაცხადა, რომ პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სხვა პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის დადგენის მიზნით აგრძელებს გამოძიებას.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედება 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ